"შვედეთის ნაკრების მიზანი ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლაა, ქართველები კი მხოლოდ ღირსებისთვის ითამაშებენ. სანიოლის გუნდი ნუგეშს ეძებს, ამავდროულად კი, სურთ, შესარჩევი ეტაპი კოსოვოზე მაღლა (როგორც ახლა იმყოფებიან) დაასრულონ. საქართველოს ნაკრებს 3 საშინაო მარცხი აქვს და და ეცდება, ეს უსიამოვნება შეცვალოს.
სტუმრებისთვის შემაშფოთებელი ისაა, რომ შვედეთის ნაკრები უკანასკნელი 7 გასვლითი შეხვედრიდან 5-ში დამარცხდა (თუმცა, მათ შორის პორტუგალია და საფრანგეთი იყვნენ).
დისკვალიფიცირებული დვალი და გიორბელიძე ხოჭოლავა-აზაროვმა უნდა ჩაანაცვლონ, მთავარი შემტევი კი ისევ ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელსაც ზაფხულში
წინა მატჩებამდე ნავარაუდები შემადგენლობებისგან განსხვავებით, უკრაინული გვერდის მიერ ახლა შემოთავაზებული სასტარტო გაცილებით რეალურად გამოიყურება:
ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია; ლობჟანიძე, გვილია, კვეკვესკირი, აზაროვი; წიტაიშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია.
როგორც ჩანს, მათ ვილი სანიოლის ვრცელ პრესკონფერენციას თვალი აქტიურად მიადევნეს. sportall.ge-ს მიერ შემოთავაზებული ვერსიისგან განსხვავებით, აქ ჯაბა კანკავა სათადარიგოთა სკამზეა. მართალია, ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა გვილია-კვეკვესკირის წყვილით კმაყოფილება გამოხატა, თუმცა კოსოვოსთან გასვლით დაპირისპირებას ჯაბა კანკავა ტოვებდა, რომელსაც ახლა ძირითად 11-ეულში ველით.