ეროვნულ ნაკრებს ჩაკვეტაძე გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს საწვრთნელი პროცესი ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ეროვნული გუნდი მატჩისთვის 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. ტრავმის გამო უზბეკეთთან მატჩს გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს. "გენტის" ქართველ ლეგიონერს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი,
გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა),  თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

საქართველოს ნაკრები უზბეკეთს გორის "თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე" დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Nakrebi.ge

altჩაკვეტაძემ ვერ დამანახა, რომ თამაშს იმსახურებდა - სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

altსავარაუდო შემადგენლობა უზბეკეთთან - ექსპერიმენტები თუ ბირთვის გამოკვეთა?!

მკითხველის კომენტარები / 33 /
აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს უბრალოდ სახეზე აწერია თუ კარგად დააკვირდებით ტრავმის მიღებამდე ლაღად და იმპროვიზირებული ჭკვიანურად და ცქვიტად მოხერხებულად თამაშობდა ეხლა კიდე მძიმედ დაღლილად უმოტივაციოდ ჩარჩოებში მოქცეულივით თამაშობს დახმარება უნდა ერთი Dა მთავარია რთველი გულშემატკივრის სახელით გეტყოდი ქართველ გულშემატკივარს შენი იმედი აქვს ამიტომ იცოდე არაგაქვს უფლება ხელები ჩამოუშვა, შენზე უკეთ არავინ იცის მიზეზები არ ჩავუღრმავდებით მხოლოდ იცოდე ავად თუ კარგად მუდამ შენ გვერდში ვდგევართ და ყველა მოუთმენლად ველით როდის დაბრუნდება ის პატარა მაგრამ დიდი ტალანტის და ნიჭის პატრონი სასწაულებს რომ აკეთებდა მოედანზე და გაჭირვებულ ხალხს იმედი მიეცა რომ გამოჩნდა ტალანტი რომელიც ნაკრებს ამოიყვანეს უფსკრულიდან გიორგი გელოდებით დღეს თუ არა ხვალ ვაფასებთ და გვიყვარხარ როგორც კარგი ქართველი თავიდან ამოიგდე ყველაფერი ნეგატიური წინ ბევრი გამარჯვებები გელის და ხალხის ულევი სიყვარული.
კახა
00:58 15-11-2021
0
ჩაკვეტაძეს თუ მართლა ტრამვა აქვს მალე გამოჯამრთელებას ვუსურებ მაგრამ თუ მწვრთნელისგან რამე ეწყინა და მაგიტომ არ გამოვიდა ვარჯიშზე ეს არაპროფესიონალური მიდგომაა საქმის მიმართ ვინც ჩაკვეტაძის თამაშები ნახა კლუბში და ნაკრებშიც დღეს ნამდვილად არ არის იმ ფორმაში და იმ დონეზე რა დონეზეც იყო ერთალიგის დროს და როცა მწვრთნელი ამბობს რომ ვერ დავინახე მისგან ის დონე და მზადყოფნა რომ მიმეცა სათამაშო დროო ეს საწყენი კიარ არის პირიქით პროფესიონალისთვის სტიმულის მიმცემი უნდა იყოს რომ დაუმტკიცოს მწვრთნელსაც და გულშემატკივარსაც თავისი შესაძლებლობები გენტის ბოლო თამაში ვანხე აუთსაიდერ სერენთან და ფაქტიურად მოედანზე არც კი ჩანდა არ არის ფორმაში მას კიდე დიდი დრო აშორებს იმ ფორმისგან რა ფორმაშიც ის ახსოვთ და ამიტომ კლუბში უნდა ივარჯიშოს მოიდმოს და შედეგი დადოს პროტესტი და წყენა ეს არაპროფესიონალური საქციელია.
გოჩა
00:22 15-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული