ეროვნულ ნაკრებს ჩაკვეტაძე გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს საწვრთნელი პროცესი ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ეროვნული გუნდი მატჩისთვის 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. ტრავმის გამო უზბეკეთთან მატჩს გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს. "გენტის" ქართველ ლეგიონერს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი,
გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა),  თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

საქართველოს ნაკრები უზბეკეთს გორის "თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე" დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Nakrebi.ge

altჩაკვეტაძემ ვერ დამანახა, რომ თამაშს იმსახურებდა - სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

altსავარაუდო შემადგენლობა უზბეკეთთან - ექსპერიმენტები თუ ბირთვის გამოკვეთა?!

მკითხველის კომენტარები / 33 /
ერთი კითხვა მაქვს, კვარამ რომ ტრავმა მიიღო აგვისტოში, რატომ არ გჯეროდათ და მატყუარას რატომ ეძახდით ბიჭს?
პირადში რატომ აგინეთ? ნაკრებში თამაში გეზარებაო და აფერისტი ხარო რატომ უწერდით? სხვების ტრავმა ეგრევე გჯერათ და კვარასი არა?
ნაკრებში თამაში რატომ უნდა შეეზაროს, როცა ყველა ნაკრების თამაშის მერე მასზე წერს.
რა კრიტერიუმებით შეაფასეთ და დაასკვენით რომ კვარაცხელია ტრავმას იგონებდა? მართლა მაინტერესებს და ვერ ამოვხსენი. აქ რომ შემოვიდოდი ყველა კომენტარი მაგაზე იყო და ახლა სად ხართ ეგ ხალხი?
Winter
15 ნოემბერი 2021 16:25
0
რატო გიკვირთ რომ ტრავმა აქვს?ორი წელია ბიჭს ფეხბურთი არ უთამაშია და ამის მიზეზებიც კარგად ვიცით
გიორგი
15 ნოემბერი 2021 13:55
0
მიუხედავად იმის რომ ვილის სამწვრთნელო კვალიფიკაცია ეჭვს იწვევს ჩემში რასაც ჩაკვე აკეთებს ეს არის არაპროფესიონალიზმი გასაგებია რო ნიჭიერია მაგრამ დღევანდელი ფეხბურთი 30 % არის ნიჭი და 70 % არის შრომა თავდაუზოგავი შრომა და კიდეც თქვა ვილიმ ვარჯიშებზე ვერ დამანახა მონდომებაო ასე რომ გიორგი კი არ უნდა გაიბუტო თავი უნდა დააკლა მოედანს და დაბრუნდე ნაკრებში. საქართველოს ნაკრები არც შენია და არც ვილისი ეს ქვეყნის ნაკრებია და ხალხისთვის უნდა ითამაშო ეზოში არ თამაშობ გაიბუტო და წახვიდე
ზაზა
15 ნოემბერი 2021 13:48
2
რეალურად რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ თუ გაბუტვასთან გვაქ საქმე მოსაწონი რა თქმა უნდაა არაა, მაგრამ მე არც სანიოლის ნათქვამი მომეწონა ჩაკვეტაძემ ვერ დამანახა, რომ თამაშის ღირსი იყოო ბიჭი ამხელა ფსიქოლოგიური სტრესიდან ბოლომდე არ გამოსულა და არ შეიძლება. თან ხვიჩა ფორმაშია არაა ფორმაში რუბინი მაინც ათამაშებს და აძლევს საშუალებას შევიდეს ფორმაში და ეს გენტი არ შვება მასე სამწუხაროდ.
Ttt
15 ნოემბერი 2021 12:22
0
საერთოდ , მიკერძოების ფაქტები არ უნდა არსებობდეს ნაკრებში და თუ გამოძახების კრიტერიუმი ფორმაში მყოფი ფეხბურთელია მხოლოდ , მაშინ ამ შესარჩევში კაკაბაძეზე მეტი შეცდომა არავის დაუშვია უთამაშებლობის გამო , თუმცა შანსს მაინც აძლევენ . და იმ შეცდომას რომ გოლი მოყოლოდა შვედეთთან , ვიყავით მერე ამ შეხვედრის მომგებები ? თუმცა სანიოლს არ მასოვს კაკაბაძის მიმართ უკმაყოფილება გამოეხატოს ! ჩაკვეტაძეს არაფერი გაუფუჭებია უთამაშებლობით , უბრალოდ გუნდს ახალი ლიდერი ყავს თა მისი როლი მცირდება და ამ დროს ესე ღიად გამოხვიდე და გააკრიტიკო , ეს ღიად მიანიშნებს იმაზე რომ არ გჭირდება ! არ შეიძლება ჩაკვეს ასე გაფუჭება , პირიქით დახმარება ჭირდება და ნუ დავტოვებთ ჯაკობიას იმედად , რადგან წლების მერე ყველანი ვინანებთ მიღებულ შედეგს . მას ისე როგორც არასოდეს ნდობა და გვერდით დგომა სჭირდება .
ATP 16
15 ნოემბერი 2021 12:02
0
ეს უკვე არ მომწონს
ჩაკვე თავის ცუდ თვისებებს ავლენს უკვე. განაწყენდი წახვედი ეს რა ბავშვობაა, აქ შენი ეზოს ფეხბურთი ხომ არ გგონია. ნაკრებია მთელი საქართველო ელოდება შენს კარგ თამაშს.
მაგ ხუშტურებს ჯობია ბიძიკო თავი ჩააკლა ვარჯიშებს და ისევ ის დიდი ჩაკვე დაგვიბრუნდე.
გაფრთხილებ ცოტა ხნის მერე ძალიან გვიან იქნება. აზრზე მოდი!!!
თენგო
15 ნოემბერი 2021 11:14
3
გიო! შენ, ხვიჩა, კიტეიშვილი სხვებთან ერთად ნაკრების მომავალი ხართ! ეს ცალსახაა. მაგრამ!!! არამარტო ნაკრების, ზოგადად ქვეყნის, ხალხის იმედი ხართ! უბრალო ხალხის ცხოვრება მხოლოდ შავ ფერებშია თითქმის 30 წელი საქართველოში, თქვენ უნდა მოგვიტანოთ რამე ლამაზი, სასიხარულო. სულ გახსოვდეთ ეს. ამ გასაცოდავებულ ჩვენ მოქალაქეებს თქვენ ჭირდებით, თქვენი წარმატება უხარია. მხოლოდ და მხოლოდ. ვიცი, რთულია ამხელა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, მაგრამ, ჩვენ ბევრი არც კი გვინდა. ცოტაც გვახარებს. მთავარია ვხედავდეთ, რომ ჩემთვის, ანოსთვის და ვანოსთვის არაფერს არ თაკილობთ, სულს და გულს დებთ თქვენ საქმიანობაში! ეს, ამავე დროს, დიდი ბედნიერებაც უნდა იყოს ყველა თქვენთაგანისთვის. გაიხარე! წარმატებებს გისურვებ!
ჯაბა! არ ჩაიქნიო ხელი, ჩვენო კაპიტანო! შენ კიდევ სჭირდები გუნდს, თან ძალიან სჭირდები! აპა ნახე, იტალიის კაპიტანი - კიელინი, ხან თამაშობს, ხან არა. მაგრამ როცა მოედანზეა შენსავით ლომივით იბრძვის. ჰო და შენი დრო არ წასულა, წინ კიდევ ბევრი მაგარი თამაში გექნება ნაკრებში! წარმატებები, ჯაბა!
alexandre
15 ნოემბერი 2021 11:12
0
ძალიან ცუდი და არასასიამოვნო იქნება, თუ კანკავა და ჩაკვეტაძე განაწყენდნენ იმის გამო, რომ არ ათამაშა სანიოლმა პირველ თამაშში და ამის გამო თქვეს უარი მეორეზე. აბა რას ნიშნავს ჯაბას ოჯახური პირობები და გიორგის ტრავმა? ვარჯიშზე მიიღო ტრავმა ჩაკვეტაძემ?
არჩი
15 ნოემბერი 2021 11:09
2
რაღა დროს ჩაკვეტაძეა ხალხნო, დროა გუნდზე იფიქროთ და არა ინდივიდუალურ ფეხბურთელებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატება არ იქნება. ეს გუნდური სპორტია და არა ჭიდაობა, გამოვიდა დააგდო წავიდა.
სიმართლე
15 ნოემბერი 2021 10:50
7
მანუჩარ მაჩაიძემ 10 წელზე მეტი შეუცვლელად ითამაშა დინამოში ისე, რომ ერთი თამაში არ გამოუტოვებია არც ტრავმის, და არც ყვითელი ბარათების გამო. გიო უნდა შეხვდეს მაჩაიძეს და სთხოვოს რჩევა, თუ როგორ უნდა ივარჯიშოს, რა ჭამოს,რა დალიოს, მოთელვა როგორია საჭირო და ა.შ.
ქ. გ.
15 ნოემბერი 2021 10:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული