სანიოლი: ამ ჯგუფის მოგება შეგვიძლია

AutoSharing Option
უეფაში გამართული წილისყრა და ერთა ლიგის გათამაშების კალენდარი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა შეაფასეს:

ვილი სანიოლი: "საქართველო საინტერესო ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი იქნებიან. მაკედონია ქართული ფეხბურთისთვის ცუდ მოგონებებს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს რევანშის აღება სურთ. ბულგარეთთანაც ახლახან ჩავატარეთ ამხანაგური მატჩი, თუმცა ოფიციალურ თამაშს სულ სხვა კონტექსტი აქვს. გიბრალტარიც მებრძოლი გუნდია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ჯგუფის მოგება, თუკი
შევინარჩუნებთ იმ დისციპლინას, რომელიც ბოლო ორ თვეში ვიხილეთ. მარტში ორი მნიშვნელოვანი ამხანაგური თამაში გველოდება, რომელიც ერთა ლიგის ძირითადი მოსამზადებელი ეტაპი იქნება."

გურამ კაშია: "ყველა მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე შევხვდით. ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი ისეთი ნაკრებები არიან, ვისთანაც შეხვედრა გვსურდა. მათთან წარუმატებელი მატჩები გვქონდა და ამ ყველაფრის გამოსწორების შანსი გვეძლევა. კარგად ნაცნობი მეტოქეები არიან და ჩემი აზრით რეალურია, რომ მიზნად დავისახოთ ჯგუფის მოგება. საინტერესო თამაშები გველოდება, იმედი მაქვს შეხვედრები მაყურებელთან ერთად ჩატარდება."

ალექსანდრე იაშვილი: "ვიცოდით, რომ ერთა ლიგის წინა გათამაშებასთან შედარებით უფრო ძლიერი ჯგუფი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენი მიზანია ამ ჯგუფში გამარჯვება და პლეი-ოფში გასვლა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მეტოქეები არიან. ბოლო თამაშები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ცუდად ვითამაშეთ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში დავმარცხდით, ასევე ბულგარეთში ამხანაგური თამაში წავაგეთ. ყველას მიზანია, რომ ეს გამოსწორდეს და წარმატებით ვითამაშოთ. ამ ყველაფრისთვის მოსამზადებლად ძალიან დაგვეხმარება მარტის თამაშები. ამხანაგური მატჩებისთვის შევარჩევთ ისეთ მეტოქეებს, რომლებიც თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. დარწმუნებული ვარ, რომ კარგად მომზადებულები შევხვდებით ერთა ლიგის ახალ გათამაშებას."

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
დიდი ხანია რაც ქართულ ფეხბურთზე აღარ ვმსჯელობ როგორც, ოპტიმისტი ასევე როგორც, პესიმისტი. არასტაბილურობამ გამოწვია ეს მიზეზები ჩემში. წარმოიდგინეთ თვით არასტაბილურობაც კი უფრო რთულდება-ხოლმე ზოგიერთ თამაშებში (ტვინში სისხლი როცა გვექცევა). შემდგომ შენი მოწინააღმდეგე იყენებს ყოველივე ამას თავის სასარგებლოდ და თბილისიდან, ბედნირებისაგან გაოგნებული, მიემგზავრება სამშობლოში. განა გიგანტური არასტაბილურობა არ არის, როცა კოსოვოსთან სახლში აგებ და მერე შვედეთს თავბედს აწყევლინებ? დიდი ნაკრებები უზარმაზარ ლოდებს ჰგავს. ისინი შეიძლება გარეგნულად მყარი ჩანდეს, მაგრამ თუ მათ სწორი მიდგომით დააგორებთ დაღმართზე, ისინი მარტივ მამრავლებად დაიშლებიან. ბევრჯერ დაგვიგორებია ეს “ლოდები” ისე, რომ მათგან არაფერი დარჩენილა, კიდევ ბევრჯერ დავაგორებთ მათ, მაგრამ კიდევ ბევრჯერ გავეხვევით ჩვენივე დაგებულ მახეშიც. გამომდინარე აქედან რა შეიძლება იწინასწარმეტყველო? არაფერი. ალბათ სჯობს სწორ გზაზე ვიაროთ, არ დავემორჩილოთ მაცდურ დაღმართებს ვინაიდან, იმ დაღმართებს მერე აღმართები მოყვება და მათი დაძლევა წარმოუდგენლად ძვირი გვიჯდება-ხოლმე. ესეთი გზები არანაირ ნაყოფს არ გამოღებს მომავალში. არანაირი პესიზმი და არანაირი ოპტიმიზმი, ეს მხოლოდ ერთი, ცხრა მთას იქით გადახვეწილი, ქართველის რეალისტური შეხედულებებია.
TanoLife
18:57 18-12-2021
0
მუდამ ყველაფერში ილუზიებში რატო ვართ?არ ჯობია ერთხელ და სამუდამოდ შევაფასოთ ჩვენი თავი სად ვართ და საით მივდივართ?ვაღიაროთ რომ ამ ეტაპზე გვყავს გიბლატარზე ოდნავ კარგი ნაკრები და მიზნებიც შესაბამისი დავისახოთ.რომელი ც ლიგოს მომგები ჩვენი ნაკრებია?ანუ ვაჯობებთ თურქეთს ირლანდიას ბულგარეთს და გავალთ?ეგ ხო ზღაპარია?არ მოხდდბა ეგრე და წავა მერე ისევ ნალრების და ნაკრების ფეხბურთელების გინება და ლანძღვა,მაგას ჯობია თავიდანვე ცივი გონებით შევფასოთ ჩვენი ადგილი და ეტაპობრივად დავიწყოთ განვითარება.შევეშვათ მუდმივ ოცნებას თავი.
ვახო
14:30 18-12-2021
3

სიახლეები პოპულარული