სანიოლი: ამ ჯგუფის მოგება შეგვიძლია

AutoSharing Option
უეფაში გამართული წილისყრა და ერთა ლიგის გათამაშების კალენდარი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა შეაფასეს:

ვილი სანიოლი: "საქართველო საინტერესო ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი იქნებიან. მაკედონია ქართული ფეხბურთისთვის ცუდ მოგონებებს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს რევანშის აღება სურთ. ბულგარეთთანაც ახლახან ჩავატარეთ ამხანაგური მატჩი, თუმცა ოფიციალურ თამაშს სულ სხვა კონტექსტი აქვს. გიბრალტარიც მებრძოლი გუნდია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ჯგუფის მოგება, თუკი
შევინარჩუნებთ იმ დისციპლინას, რომელიც ბოლო ორ თვეში ვიხილეთ. მარტში ორი მნიშვნელოვანი ამხანაგური თამაში გველოდება, რომელიც ერთა ლიგის ძირითადი მოსამზადებელი ეტაპი იქნება."

გურამ კაშია: "ყველა მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე შევხვდით. ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი ისეთი ნაკრებები არიან, ვისთანაც შეხვედრა გვსურდა. მათთან წარუმატებელი მატჩები გვქონდა და ამ ყველაფრის გამოსწორების შანსი გვეძლევა. კარგად ნაცნობი მეტოქეები არიან და ჩემი აზრით რეალურია, რომ მიზნად დავისახოთ ჯგუფის მოგება. საინტერესო თამაშები გველოდება, იმედი მაქვს შეხვედრები მაყურებელთან ერთად ჩატარდება."

ალექსანდრე იაშვილი: "ვიცოდით, რომ ერთა ლიგის წინა გათამაშებასთან შედარებით უფრო ძლიერი ჯგუფი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენი მიზანია ამ ჯგუფში გამარჯვება და პლეი-ოფში გასვლა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მეტოქეები არიან. ბოლო თამაშები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ცუდად ვითამაშეთ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში დავმარცხდით, ასევე ბულგარეთში ამხანაგური თამაში წავაგეთ. ყველას მიზანია, რომ ეს გამოსწორდეს და წარმატებით ვითამაშოთ. ამ ყველაფრისთვის მოსამზადებლად ძალიან დაგვეხმარება მარტის თამაშები. ამხანაგური მატჩებისთვის შევარჩევთ ისეთ მეტოქეებს, რომლებიც თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. დარწმუნებული ვარ, რომ კარგად მომზადებულები შევხვდებით ერთა ლიგის ახალ გათამაშებას."

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
დიდი ხანია რაც ქართულ ფეხბურთზე აღარ ვმსჯელობ როგორც, ოპტიმისტი ასევე როგორც, პესიმისტი. არასტაბილურობამ გამოწვია ეს მიზეზები ჩემში. წარმოიდგინეთ თვით არასტაბილურობაც კი უფრო რთულდება-ხოლმე ზოგიერთ თამაშებში (ტვინში სისხლი როცა გვექცევა). შემდგომ შენი მოწინააღმდეგე იყენებს ყოველივე ამას თავის სასარგებლოდ და თბილისიდან, ბედნირებისაგან გაოგნებული, მიემგზავრება სამშობლოში. განა გიგანტური არასტაბილურობა არ არის, როცა კოსოვოსთან სახლში აგებ და მერე შვედეთს თავბედს აწყევლინებ? დიდი ნაკრებები უზარმაზარ ლოდებს ჰგავს. ისინი შეიძლება გარეგნულად მყარი ჩანდეს, მაგრამ თუ მათ სწორი მიდგომით დააგორებთ დაღმართზე, ისინი მარტივ მამრავლებად დაიშლებიან. ბევრჯერ დაგვიგორებია ეს “ლოდები” ისე, რომ მათგან არაფერი დარჩენილა, კიდევ ბევრჯერ დავაგორებთ მათ, მაგრამ კიდევ ბევრჯერ გავეხვევით ჩვენივე დაგებულ მახეშიც. გამომდინარე აქედან რა შეიძლება იწინასწარმეტყველო? არაფერი. ალბათ სჯობს სწორ გზაზე ვიაროთ, არ დავემორჩილოთ მაცდურ დაღმართებს ვინაიდან, იმ დაღმართებს მერე აღმართები მოყვება და მათი დაძლევა წარმოუდგენლად ძვირი გვიჯდება-ხოლმე. ესეთი გზები არანაირ ნაყოფს არ გამოღებს მომავალში. არანაირი პესიზმი და არანაირი ოპტიმიზმი, ეს მხოლოდ ერთი, ცხრა მთას იქით გადახვეწილი, ქართველის რეალისტური შეხედულებებია.
TanoLife
18 დეკემბერი 2021 18:57
0
მუდამ ყველაფერში ილუზიებში რატო ვართ?არ ჯობია ერთხელ და სამუდამოდ შევაფასოთ ჩვენი თავი სად ვართ და საით მივდივართ?ვაღიაროთ რომ ამ ეტაპზე გვყავს გიბლატარზე ოდნავ კარგი ნაკრები და მიზნებიც შესაბამისი დავისახოთ.რომელი ც ლიგოს მომგები ჩვენი ნაკრებია?ანუ ვაჯობებთ თურქეთს ირლანდიას ბულგარეთს და გავალთ?ეგ ხო ზღაპარია?არ მოხდდბა ეგრე და წავა მერე ისევ ნალრების და ნაკრების ფეხბურთელების გინება და ლანძღვა,მაგას ჯობია თავიდანვე ცივი გონებით შევფასოთ ჩვენი ადგილი და ეტაპობრივად დავიწყოთ განვითარება.შევეშვათ მუდმივ ოცნებას თავი.
ვახო
18 დეკემბერი 2021 14:30
3
არვიცი ეს ჩვენთვის პლიუსია თუ მინუსი... თამაშები იმართება ისეთ დროს რომ ვერცერთ ფეხბურთელს ვერ მოსთხოვ ფორმაში ყოფნას... ივლისში რომელი ფეხბურთელი ჩამოგივა ფორმაში მყოფი არვიცი?! რაც იქნება იქნება მოვიგებთ ხო კაი თუ ვერადა არც ეგ იქნება მეცხე საოცრება. ის დაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მაკედონიას ორივე თამაში მოჭიმავენ!!!!! ეს არიქნება სრუფასოვანი რევანში მაგრამ მაინც!
რომა
18 დეკემბერი 2021 14:29
0
მე არა მგონია ბულგარეთი უხერხული მეტოქე.როცა გუნდი გვყავდა და იმათ ისტორიში საუკეთესო გუნდი ყავდათ გასვლა 0-2 წავაგეთ,სახლში 2-1მოვუგეთ(მეტითაც შეიძლებოდა).
მერე 1-6,2-6 ჩვენს ისტორიაში უსუსტესმა გუნდმა ითამაშა-გახსენებაც არ მინდა იმ პერიოდის,მაგრამ გაგახსენებთ თაობათა ცვლა რო იყო,ჟირესის წასვლის მეერე ქეცბაიამ ჩამოაყალიბა ეს ბირთვი რაც დღესაა-თორე შუაში კატასტროფა იყო არ გახსოვთ დარსაძის ნაკრები?დაახლოებით მაგ პერიოდს დაემთხვა ის 2 მარცხი და ბოლო წაგებაც- ჩაბრაძე და ხვადაგიანს რო დააყენებ დაცვაში ბულგარეთი კი არა გორის დილა გაგხევს გორის კატლეტის ჩეკივით.
თუ უხერხულზე მიდგა საქმე-მაკედონიაა უხერხული 2ჯერ გვეთმაშნენ კაცნაკლულმა(აქედან ერთხელ პანდევის და ბარდის გრეშე) და ვერ მოვუგეთ და ფინალი აქეთ მოგვიგეს- არადა ჩვენზე ძლიერები არ არიან(ევროპაზეც გამოჩნდა რო ერთ-ერთი უსუსტესი ნაკრებია)
Levani
18 დეკემბერი 2021 13:57
0
არ არის საჭირო ზედმეტი და რაც მთავარია უსაფუძვლო ბაქიბუქი!!! მადლობა რომ გიბრალტარი არის ჩვენ ჯგუფში, გავალთ მესამეზე!!!! სამწუხაროდ!!! დაააა დაიწყება მერე, მწვრთნელი შესაცვლელია და ა.შ.
!!!
18 დეკემბერი 2021 09:59
16
ბულგარეთს შევხვდით, გიბრალტარს და ჩრდ. მაკედონიას. ჩვენ მათ აქამდე უკვე ვეთამაშეთ, თან არაერთხელ, ანუ ჩვენ ამ გუნდებს ისე თუ ასე ვიცნობთ. მაკედონიასთან რვეანში წყურიათ ალბათ ბიჭებს. ბულგარეთი კი უხერხული მეტოქეა, მარა ბურთი ბურთია, იქნებ მოვიგოთ. გიბრალტარმაც ისწავლა ფეხბურთის თამაში და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მეტოქეებს. თქვა კიდევ ვინმე მესამემ, რა პრობლემაა. მეოთხეც იგივე ტექსტს იტყვის და კიდევ სტატიაშიც იგივე ტექსტი დაიწერება. გამეორება ცოდნის დედაა :)) მაგრები ხართ რა
კაპიტან გარდენბურგი
18 დეკემბერი 2021 07:02
2
არ ვიცი ჯგუფის ამბავი. შეიძლება, მაგრამ ძალიან მეეჭვება ჩვენ, რომ ც ლიგა მოვიგოთ. მაგაზე მეტად, საკმაოდ დიდი ხანია (ჩვენი ფინალის თამაშამდე, კვარას გამოკლების მომენტიდან) მგონია, რომ შემდეგ ევროპაზე ერთა ლიგით კი არა, პირდაპირ შესარჩევიდან გავალთ (პლეი ოფი, თუ რა არ ვიცი :დ). და რეალურად, რომ დავუკვირდეთ პირდაპირ გასვლა შეიძლება უფრო მარტივი იყოს (მთლად ესპანეთი და საფრანგეთი, თუ არ გეწილება პირველ ადგილზე) ვიდრე ამ საჯირითო 4 თამაშ-გადაბმულ-მარათონში + წინა წლის ბ ლიგის გუნდები ნახ-ფ და ფინალში.
nk
18 დეკემბერი 2021 05:18
1
ჩემი აზრით ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს გიბრალტარის გარდა ყველა გუნდს თანაბარი შანსი აქვს ჯგუფის მოგების არავინ არის აქ აშკარა ფავორიტი ბულგარეთმა რაც გვიქნა კი ვნახეთ მეორე შემადგენლობით და მაკედონიასთან გარდა იმისა რომ ფინალი მოგვგო ორჯერ შევხდით 10 კაციან გუნდს და ვერ მოვუგეთ ვერც ერთხელ და ჩვენგან განსხვავებით ის მაკედონია პროგრესის გზას ადგას ევროპა ითამაშეს ჩვენთან მოგების შემდეგ და წელს მე 2 ადგილზე გავიდნენ მსოფლიოს ციკლში პლეიოფს თამაშობენ, რაც ჩვენ 30 წლის მანძილზე ვერცერთხელ ვერ მოვახერხეთ ვერც ერთი ფორმაცის ნაკრებმა.
ობიექტურად უნდა შევაფასოდ ჩემი აზრით ჯგუფის მოგების შანსი გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა ფეხბურთელი ნუ ძირითადი ბირთვი გვეყოლება ჯამრთლელად და თუ ისევ ისე მოხდა როგორც ამ ზაფხულს რომ მოვიდა სანაკრებო მატჩები და ტრამვების ეპიდემია დაიწყო ნაკრებში მაშინ პირველზე კიარა შეიძლება მესამეზეც ვერ გავიდეთ.
გიორგი
18 დეკემბერი 2021 04:15
2
თუ ყველა ჩვენი ფეხბურთელი კარგ ფორმაში იქნება, ყველა თამაშის მოგება რეალურია.
ქ. გ.
18 დეკემბერი 2021 02:03
1
მე თვითონაც მიკვირს, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ.
(ისე, კარგი ინტუიცია მაქვს)
ILIA
18 დეკემბერი 2021 01:24
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული