საქართველოს ნაკრების დებიუტანტის პირველი კომენტარი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 და 29 მარტს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინას და ალბანეთს დაუპირისპირდება.

მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი მატჩებისთვის ერთი "დინამოელი" გამოიძახა, ეროვნულ გუნდს ანზორ მექვაბიშვილი შეუერთდება. თბილისური კლუბის ვიცე-კაპიტნისთვის ეს სადებიუტო გამოძახებაა, ახალგაზრდა ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების განაცხადში პირველად მოხვდა.

20 წლის მექვაბიშვილი "დინამო აკადემიის" აღზრდილია და პროფესიული საფეხბურთო კარიერაც "დინამოში" დაიწყო. ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2020 წლის სეზონში შედგა. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ანზორ მექვაბიშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, ეროვნულ გუნდში
გამოძახებამდე კი 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გახლდათ.

ანზორ მექვაბიშვილმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახების შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა:

"ძალიან ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, ნაკრებში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და პირველი ემოციების აღწერა ურთულესია. მიხარია, რომ ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი მატჩი მაქვს ჩატარებული და ეს გამოცდილება, ვფიქრობ, დამეხმარება.

რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს, უპირველესად იმისთვის, რომ ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებს შანსს აძლევს. მე პირველი არ ვარ ამ სიაში და მჯერა, რომ შემდგომში სხვებსაც მიეცემათ შანსი.

​ეროვნულ გუნდში თამაში სულ სხვა გამოწვევაა. ჩემი მიზანია ვითამაშო უმაღლეს დონეზე და დავარწმუნო ქომაგი, რომ ეს მიწვევა შემთხვევითი არაა."

წყარო: FC Dinamo Tbilisi
მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდი გამარჯვებები მოგცეს ღმერთმა ანზორ!!!...
კობა
15:31 18-03-2022
0
აბა შენ იცი,რაც შენ გინდა ეგ გვინდა ჩვენც.
Levani
18:14 18-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული