წიტაიშვილსა და აბურჯანიას სანაკრებო მატჩებისთვის მონდომება არ აკლიათ [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდი 22 ფეხბურთელით ვარჯიშობს და "ულსან ჰიუნდაის" ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილს ელოდება.

მოგეხსენებათ, "ჯვაროსნების" სიაში უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელები - საბა კვირკველია და გიორგი წიტაიშვილი არიან. გასაგები მიზეზების გამო მათ ახლა სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. "ჩერნომორეცის" ნახევარმცველი სოციალურ ქსელებში აქტიურია - როგორც ჩანს, წიტაიშვილს მონდომება არ აკლია, რათა ფორმაში შევიდეს. ის ვარჯიშის ამსახველ ვიდეოსა და ფოტოს ავრცელებს.

Sportall.Ge

"ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ "ინსტაგრამზე" მიმართვა გაავრცელა. 27 წლის ფეხბურთელი პორტუგალიის ჩემპიონატის უკანასკნელ
ტურზე საუბრობს, როცა მისი გუნდი "მარიტიმუს" (1:1) დაუზავდა. ბოლოს კი ამბობს, რომ ახლა დროა, სრული კონცენტრაცია ეროვნული ნაკრების შეხვედრებზე გადაიტანოს.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

25 მარტი - 23:45 ბოსნია/ჰერცეგოვინა - საქართველო

29 მარტი - 20:00 ალბანეთი - საქართველო

altსაქართველოს ნაკრები სარაევოშია - წლის პირველი მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან

altვინ როგორ ფორმაშია საქართველოს ნაკრებში? - დღეს ვიწყებთ...

altსანიოლმა მეკარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

altტრავმა და იძულებითი ცვლილება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში


მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას ქვია ახლობლობა და ნათესაობა,ბოლო სამი თვის უთამაშებელი ფეხბურთელი გამოაძახებინა კობიაშვილმა ნაკრებში..წიტაიშვილი
sandro
17:14 22-03-2022
8

სიახლეები პოპულარული