ტრავმა და იძულებითი ცვლილება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში

AutoSharing Option
ორშაბათს, 21 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში, უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებულ 23-კაციან განაცხადში ერთი იძულებითი ცვლილებაა - ტრავმის გამო, ჩეხური "კარვინას" მცველ დავით კობოურს ბათუმის "დინამოს" უკანახაზელი მამუკა კობახიძე ჩაანაცლებს.

ჩეხეთის ჩემპიონატის აუტსაიდერებმა სტუმრად "ოსტრავა" 3 :1 დაამარცხეს. "კარვინას" ფეხბურთელები 27-ე წუთზე უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ, ქართველი მცველი კი 36-ზე შეცვალეს.

საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე მცველი აკლია. სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:


მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი),
ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე ( დინამო, ბათუმი, საქართველო);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

შეგახსენებთ, "ჯვაროსნები" ბოსნია-ჰერცოვოვინაში 25 მარტს (23:45 სთ), ალბანეთში კი 29-ში (20:00 სთ) ითამაშებენ.

altსაქართველოს ნაკრების დებიუტანტის პირველი კომენტარი

alt"ბაიერნის" ლეგენდითა და ბევრი ლეგიონერით - ბოსნიური მედია საქართველოს ნაკრებზე

altბოსნიელთა ვარსკვლავური ნაკრები ქართველებისთვის ემზადება - შემადგენლობა ცნობილია

altსანიოლის არჩევანი - მიქაუტაძე სხვა სტატუსით წარმოგვედგინა...


მკითხველის კომენტარები / 19 /
ხარისხი მერე ხარისხი
შავ კაცს
16:47 21-03-2022
0
უსიტყვოდ
ზაზა
03:36 21-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული