ასე ერთობიან ქართველები სარაევოში - ხვიჩას, ზურიკოს და "მამარდას" ბალიშები დაუშინეს [VIDEO]

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე სარაევოში იმყოფება და 25 მარტის ბოსნიასთან (ამხანაგური მატჩი) შეხვედრისთვის ემზადება.

როგორც ჩანს, ქართველი ფეხბურთელები მშვენიერ განწყობაზე არიან და დროს არც გართობისთვის ზოგავენ. ეროვნული ნაკრებისა და დრეზდენის "დინამოს" მარცხენა მცველმა გურამ გიორბელიძემ საკუთარ "ტიკ-ტოკის" გვერდზე სახალისო ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ერთმანეთს დროშის მიხედვით ქვეყნის გამოცნობაში ეჯიბრებიან. თუ პასუხი სწორი არ იქნება, ბალიშის ჩარტყმით სჯიან.

პირველი ვიდეო ხვიჩა კვარაცხელიაზეა, რომელსაც ქვეყანა იემენი ამოუვიდა, დროის არქონის გამო ინდოეთი თქვა და თანაგუნდელებმა ბალიშები დაუშინეს. რამდენიმე წამში ხვიჩას ბავშვობის მეგობარი ზურიკო
დავითაშვილი გადაეფარა. შორიდან ხვიჩამ ეგვიპტე წამოიძახა, ზურიკომაც გაიმეორა და დაისაჯა.


მეორე ვიდეოში ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილია. ქართველ მეკარეს კოსტა-რიკის დროშა ამოუვიდა, სისწრაფის გამო კოსოვო წამოიძახა და პასუხმაც არ დააყოვნა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 და 29 მარტს ორ ამხანაგურ შეხვედრას ბოსნიასთან და ალბანეთთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
სასტუმროში ეს მაიმუნობა დღემდე გვჭირს ქართველებს? აქ მაინც ნუ ბეჭდავთ, მოგვეჭრა თავი და ესაა. გამოდის ისევ საბჭოთა ერთ მანეთიან სასტუმროში ყოფილა ჩვენი ადგილი. სანიოლი არ გადამირიოთ თამაშების დამთავრებამდე, ცოტა ადექვატურად მოიქეცით.
ჟორა
24 მარტი 2022 12:07
12
გენაცვალეთ სულში და გულში, წარმატებები, საქართველო გაგეხარებინოთ ყოველთვის
შაკო
23 მარტი 2022 23:30
0
კვარას ცემა უნდოდათ ქართველებსთქო დავწერე და რამდენი დისლაიქი აქვს :დ
ასე მალე გადაიფიქრეთ?
ისე მიდისლაიქებთ ვითომ არ წერდით აქ, ჩამოვიდეს ნაკრებში და ნახავს რასაც ვუზამთო.
ასე უცებ სად გაქრით?
მაისურის შემოხევსაც აპირებდით, სტვენასაც და მოღალატე რუსეთუმეს ძახილსაც. ჩემი თვალით ვკითხულობდი როგორ აანონსებდით და ახლა ეს დისლაიქები სინდისის ქენჯნის გამოა თუ რაში არ მეთანხმებით? :))
Michael
23 მარტი 2022 21:43
0
ბიოლოგიური ნაგავი ძალიან შემორეულია ერში მაგას რო ბედავენ.
ქართველი.
24 მარტი 2022 09:33
0
ძლივს რაღაცით არ გაგვახალისეთ. სუ ცუდს წერთ. გენაცვალეთ ბიჭებო გუნდში მეგობრობა წარმატების საწინდარია!!!
ბოკინიო
23 მარტი 2022 20:58
0
თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო. ამათმა უნდა დაუბრუნონ საფეხბურთო დიდება საქართველოს!
სტუმარი
23 მარტი 2022 19:13
1
გენაცვალეთ გულში :)
დავითი
23 მარტი 2022 18:50
1
გენაცვალეთ,მართლაც სასიამოვნო ატმოსფეროა ნაკრებში
შავი კაცი
23 მარტი 2022 17:38
1
კოსოვო თემა იყოო :))))
beqa
23 მარტი 2022 16:52
0
დაგიმშვიდდათ გულები? ახლა აღარაა მოღალატე და ბავშვების მკვლელი? (როგორც ერთ ტელევიზიაში ასკვნიდა ერთი ცნობილი კაცი)
სად აორთქლდა ის ხალხი ბოროტებით სავსე კომენტარებს რომ უწერდა? ნაკრებიდან მოკვეთას რომ ითხოვდა და სიტყვიერად თუ ფიზიკურად ემუქრებოდა, აგინებდა და წყევლიდა ამ ბიჭს.
ახლა თავს იმართლებენ, კარგი გვინდოდა მისთვისო, ვისთვისაც კარგი უნდათ იმას ტრავმებს არ უსურვებენ...
ისევ აქ ხართ, უბრალოდ მორიგ ფეხის დაცდენას ელოდებით, ისევ რომ გადაუაროთ.
ამ ბიჭს მხოლოდ გამძლეობას და ჰეითერების ატანას ვუსურვებ.
!!
23 მარტი 2022 16:51
0
100%
!!!
23 მარტი 2022 17:04
0
))) მაგრად მეიმედებით.
100%
23 მარტი 2022 16:19
0

სიახლეები პოპულარული