საქართველოს 7-კაცა 5 ივნისს, გამთენიისას, ხორვატიაში მიემგზავრება, სადაც 7-9 ივნისს საკურორტო ქალაქ მაკარსკაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ითამაშებს.

ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები "ა" ჯგუფში 2023 წლის ჩემპიონი ირლანდიის, მასპინძელი ხორვატიის და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებენ. "ბ" ჯგუფში - პორტუგალია, იტალია, უკრაინა და საფრანგეთი, ხოლო "გ" ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ლიეტუვა და ესპანეთი მოხვდნენ.

7 ივნისს საქართველო გერმანიას და ხორვატიას დაუპირისპირდება, ჯგუფურ ეტაპს კი 8 ივნისს ირლანდიასთან მატჩით დაასრულებს. სამივე ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის, დანარჩენი 4 გუნდი კი მე-9 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორ ეტაპად იმართება და ჩვენი გუნდის მიზანი 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზურის მოპოვებაა. ამისათვის აუცილებელია, რომ საქართველომ ორი ეტაპის ჯამში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს. ირლანდია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი მსოფლიო სერიის მონაწილეები არიან, მათ გარდა, სამი საუკეთესო ევროპული გუნდი კი ჩელენჯერის სერიის საგზურს მიიღებს.

ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ უკვე შეარჩიეს ის 13 მოთამაშე რომლებიც საქართველოს ღირსებას ხორვატიაში დაიცავენ. ბენიდორმის (ესპანეთი) გასახურებელი ტურნირის მოგების შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ იოსებ მათიაშვილი, თემურ კოხოძე და ამირან შვანგირაძე.

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე (მაკარსკა, ხორვატია)

გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა, ამირან შვანგირაძე, იოსებ მათიაშვილი, თემურ კოხოძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

ფიზმომზადება: გიორგი მაისურაძე

ექიმი: გიორგი გვაზავა

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეოანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა