რას მოგვცემს ეს გამარჯვება სამომავლოდ? - სანიოლმა ბევრი რამ გამოკვეთა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით წარმატებული სერია გააგრძელა და ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგო - ამხანაგური დაპირისპირება ბოსნიაში (1:0). ერთი გამარჯვებაც და ისტორიულ შედეგს გავიმეორებთ....

ტაქტიკის განმტკიცება და ექსპერიმენტის სიმცირე

ამხანაგურებისთვის გამოძახებული შემადგენლობის გაგებისთანავე ცხადი გახდა, რომ ფრანგი სპეციალისტი ბევრ ცვლილებას არ გეგმავდა, თუმცა შეხვედრის სტატუსიდან გამომდინარე, თუნდაც ტაქტიკურ სიახლეებს ველოდით, რაც არ მოხდა.

როგორც გამოჩნდა, სანიოლმა მთელი აქცენტი მის მიერ იდეალურად მიჩნეულ და წარმატებული ტაქტიკის დახვეწასა და შეთამაშებაზე გააკეთა. გარდა ამისა, ალბათ ერთგვარ საზომად "ერთა ლიგის" ჯგუფის თანალიდერებთან გასვლით
მატჩებში თამაშის შესაძლო სცენარიც იყო აღებული.

ფრანგი თავკაცის მხრიდან მთავარი ექსპერიმენტი გიორგი წიტაიშვილის ახალ პოზიციაზე გამოცდა იყო - ის ბოლოს "ჩერნომორეცში" მცველად ათამაშეს და ჩვენს ტაქტიკურ სქემაში ვილიმ მთელი ფლანგი ჩააბარა. სათამაშო პრაქტიკის არმქონე მოთამაშის სადებიუტო პოზიციაზე თამაშის შეფასება გადაჭრით რთულია, თუმცა ეს ადგილი წიტაიშვილისთვის იდეალური ნამდვილად არ უნდა იყოს. გიორგიმ საჯარიმოსთან ბურთი რამდენჯერმე დაკარგა, მეტოქის შეჩერებისას გააფრთხილეს კიდეც და შეტევით ფაზაშიც აქტიური არ ყოფილა. ჩვენს ნაკრებს მარცხენა ფლანგზე ახლა ირაკლი აზაროვი აკლდა, შესაბამისად, აქ საკადრო დეფიციტი არ არსებობს და ნაკლები შანსია, სანიოლმა წიტაიშვილი სხვა დროსაც მცველად მოიაზროს.

ისევ ხვიჩას ფაქტორზე

საქართველოს ნაკრების წარმატება დიდწილად, მაინც ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალიზმზე დგას. "ჯვაროსნებმა" ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, თუმცა "კვარას" აფეთქების გარეშე, საგოლე ეპიზოდის შექმნა გაგვიჭირდა. მშვენიერია, როცა ასეთი ლიდერი გყავს - საკლუბო ამბებში ამხელა ცვლილებების მიუხედავად, თავის დონეს არ კარგავს, თუმცა ამას ყოველთვის ვიმეორებთ - მხოლოდ ერთი მოთამაშის ხასიათსა და სათამაშო ფორმაზე დამოკიდებულება მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ. ივნისში "ერთა ლიგაზე" ძალიან მჭიდრო გრაფიკია და წარმატების მისაღწევად სხვადასხვა ალტერნატივა უნდა გქვონდეს და არა უამრავი უკან პასი, ნაკლები რისკი, დაბალი ტემპი და ლიდერზე "ჩამოკიდება."

ასეთი ფორვარდი გვჭირდებ(ოდ)ა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აქამდე, წინა ხაზზე არაერთი მოთამაშე გამოსცადა. ბუდუ ზივზივაძემ წინა შანსი კარგად ვერ გამოიყენა, თუმცა უკანასკნელ შეხვედრაში ძალიან დიდი სამუშაო გასწია - მეტოქის მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, ბურთსაც ინარჩუნებდა, წინ მიიწევდა და მთავარი - მაშინ, როცა ხშირად მომენტების გამოუყენებლობაზე ვწუწუნებთ, ბუდუმ პირველივე შანსი გოლად აქცია, ეს კი ძალიან გვჭირდებ(ოდ)ა.

ფორვარდი გუნდის სათამაშო სტილს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. როცა წინა ხაზზე ისეთი მოთამაშე გვყავს, რომელსაც მხოლოდ მაღალი გადაცემებით ვამარაგებთ და შეტევის განვითარებას ასე ვცდილობთ, მრავალფეროვნება ნაკლებია. ოქტომბრიდან მოყოლებული, ფრანგი მწვრთნელი და მისი გუნდი ასე ნაკლებად იქცევიან, კიდეც.

Sportall.Ge

"ახალი სისხლი" ნახევარდაცვაში

საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვას ჯაბა კანკავას შეცვლა უწევს, რაც მარტივი არ იქნება. დებიუტანტ ანზორ მექვაბიშვილს ცოტა დრო მიეცა და ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია, თუმცა მაინც ჩანს, რომ შუა ხაზს "ახალი სისხლი" სჭირდება. გასაგებია, ოთარ კიტეიშვილი ფორმას აკრეფს და ის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდება. საინტერესოა ისიც, სანიოლი გიორგი ჩაკვეტაძის ადგილს ახლა სად ხედავს?

გიორგი აბურჯანია კარგად გამოიყურებოდა, არც ართმევებსა და პრესინგის თამაშს მორიდებია, მაგრამ მას კლუბში ცოტას ენდობიან და ეს მის თამაშზე ნეგატიურ გავლენას მაინც ახდენს. ამავე სიტუაციაშია ვაკო გვილიაც, რომელიც აქტიურად შემოვიდა და თამაში გამოაცოცხლა - მას მუხტი სულ შემოაქვს...

მეკარის საკითხი

როგორც ვილი სანიოლმა დაგვიანონსა, ალბანეთთან (29 მარტს) ამხანაგურ შეხვედრაში ნაკრების კარში გიორგი მამარადშვილი დაიცავს. ამ საკითხზე ბევრი საუბარია და  ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას - გიორგი ლორია "ჯვაროსნების" მთავარი კიპერია და ამ ეტაპზე, ეს სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება. კარგია, როცა შენი ფეხბურთელი "ვალენსიას" კარს იცავს, თანაც "მშრალი" სერია აქვს, კონკურენციის ზრდაც ცუდი არასდროსაა, პირიქით...

ვილი სანიოლს გუნდის უკეთ შესწავლის კიდევ ერთი შანსი აქვს, ივნისიდან კი ძალიან დატვირთულ ბრძოლაში შევდივართ, სადაც წარმატებისთვის თითოეული დეტალი მნიშვნელოვანი იქნება.

altსანიოლი: საქართველო ძლიერი ქვეყანაა - ეს ესპანეთთან და შვედეთთან ვაჩვენეთ

altსაქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბოსნიას სძლია და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 37 /
ბუდუ იმედია ჩამოყალიბდება მოწინააღმდეგის წითელ რისხვად! ცივსისხლიანად გაუტანა გუშინ,არც კი დაფიქრებულა ისე გაუტარა ფეხებშუა! ბიჭებო აბა თქვენ იცით! გვიყვარხართ! ჩვენები ხართ წაგებულებიც და მოგებულებიც! ქართული სულით და ქართული გულით შეუტიეთ!!! შეტევა შეტევა!!!
ზურა
26 მარტი 2022 15:41
0
3 dgea vyvirivar, iaponiashi myof chven tangian lomze ratom ar wert
Juve
26 მარტი 2022 15:27
3
ხარისხი კი მთავარია მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ტაბლო და გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაა რაც ჰაერივით სჭირდება ნაკრებს ოფიციალურ თამაშებამდე
rabu
26 მარტი 2022 15:07
0
გილოცავთ გამარჯვებას!!! ყველას, ყველას, ყველას...
tngh
26 მარტი 2022 14:48
0
მშვენიერი იყო, ნეტავ ალბანეთსაც ასე მოუგოთ. ჩვენ ბიჭებს ზოგს 2-3 ოფიციალური თამაშიც არ აქვთ ჩატარებული წელს. მშვენივრად ითამაშა ლორიამ, მგონი წლები აკლდება. ხვიჩამ მეორე ტაიმში დაგვანახა რომ ხვიჩაა. იმედია მალე აკრეფავს. ალბანეთშიც გვინდა მოგება, უკვე მივეჩვიეთ. წარამტება საქართველოს ნაკრებს.
G.LA
26 მარტი 2022 14:45
0
მსაჯის შეცდომაო რომ იძახით, რა იმათ სასარგებლოდ არ შეცდა? ჯერ ზივზივაძეზე მოიგონა თამაშგარე, რომელიც აგრძელებდა შეტევას და მერე ხვიჩას მიერ დარტყმულის მერე(ძელი) თერთმეტმეტრიანს გავდა.
რრრ
26 მარტი 2022 14:43
1
ლორია მთავარი კიპერი რომ არის ეგ პრობლემაა.მომენტებში ძალიან უაზრო შეცდომებს უშვებს რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდება ამიტომ უნდა მიეცეს შანსი მამარდას და ნაკრებში თამაში გუნდში თამაშშიც დაეხმარება და ლალიგაში სტაბილურად მოთამაშე ბევრად უკეთესი იქნება მომავლისთვისაც.თუმცა ლორიას ამით არ ვაკნინებ პირიქით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის რასაც ნაკრებისთვის აკეთებს
dato
26 მარტი 2022 14:28
8
ნაკრებში სათამაშო დისციპლინა შეიმჩნევა.ტაქტიკაც გამოსწორდება. საქართველოს გაუმარჯოს
ისიდორე
26 მარტი 2022 14:10
0
ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ კარგად დამთავრდა. თუ დააკვირდებით ბოლო თამაშებს, ჩვენზე ძლიერ გუნდებთან საკმარისია იმათმა ბურთი ვერ გაგვიტანონ პრველ 25-35 წუთში, ჩვენები ფსიქოლოგიურად ძლიერდებიან და წარმატებას აღწევენ. თანაც მეორე ნომრად უფრო გამოგვდის. კარგი იქნება თუ ვინმე ამიხსნის რა ტაქტიკით ვთამაშობდით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მადლობა წინასწარ.
ჰაჰა
26 მარტი 2022 13:56
0
როგორ გვაკლია კიტეიშვილი, როდის ჩადგება მწყობრში არ ლაპარაკობენ. ჩაკვეც გვჭირდება ძალიან, იმედია ოფიციალურ შეხვედრებში ორივე გვეყოლება, ისე გვილიაც კარგად ჩაერთო, მომეწონა.
მინდია
26 მარტი 2022 13:53
0
კიტეიშვილმა ითამაშა უკვე შტურმის შემადგენლობაში შეცვლაზე
იგორ
26 მარტი 2022 17:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული