სანიოლი: საქართველო ძლიერი ქვეყანაა - ეს ესპანეთთან და შვედეთთან ვაჩვენეთ

AutoSharing Option
წლის სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ბოსნია-ჰერცეგოვინას 1:0 სძლია, ნამატჩევს კი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"მეტოქეს არავითარი სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. ძველი სისტემით ითამაშეს. ჩემი აზრით, კარგი შეხვედრა იყო. შედეგი ისეთია, როგორიც არის. შეიძლებოდა 1:1 ან 2:2 ყოფილიყო. ჩვენ ახალი ტაქტიკა გამოვცადეთ და ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ძალიან ბრძოლისუნარიანი ხასიათი გამოვავლინეთ.

თქვენ მართალი ხართ, მსაჯებმა რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. თქვენ გოლი არ ჩაგითვალეს, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენ პენალტი არ დაგვიდეს. რას ვიზამთ, ხანდახან არბიტრის ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ამხანაგური
მატჩი იყო და ეს გუნდების მომზადებას ემსახურება. შედეგს ყველაზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

საქართველო ძლიერი ქვეყანაა, ძლიერი ხალხი ჰყავს, რომლებიც ბრძოლას მიჩვეულები არიან და ეს ფეხბურთელთა თამაშზე აისახება. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთთან და შვედეთან ეს ვაჩვენეთ. ვაჩვენეთ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მენტალიტეტი. ზედიზედ ოთხი გამარჯვება ვიზეიმეთ და იმედია, ალბანეთსაც მოვუგებთ", - ციტირებს სანიოლს  sportsport.ba.

ba.n1info აღნიშნავს, რომ სანიოლი ნაკრებს წარმატებით ხელმძღვანელობს და დღეს თავისი ვიზავი ტაქტიკურ ორთაბრძოლაში სრულად დაჯაბნა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგადაც უნდა ითამაშოს გუნდმა მაგრამ ახლა ჩვენ ნაკრებს შედეგი ჭირდება მერე კარგი თამაშიც გამოგვივა
თეიმურაზ გვენეტაძე
03:06 28-03-2022
0
ამ თამაშის ყურებას მართლაც სვარკის ყურება ჯობდა. შეადარე ნიდერლანდები-დანიას თამაში ჩვენ თამაშს. იქნებ ვცდები და ვინმეს მოგეწონათ, თუ ასეთი ფეხბურთი სანიოლს მოეწონა კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ფებურთის სპეციალისტებო გამოთქვით თქვენი აზრი,რას გაჩუმებულხართ! ყველაფერი იყო ფეხბურთის გარდა.
ჭიკილო
13:11 27-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული