რას მოგვცემს ეს გამარჯვება სამომავლოდ? - სანიოლმა ბევრი რამ გამოკვეთა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით წარმატებული სერია გააგრძელა და ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგო - ამხანაგური დაპირისპირება ბოსნიაში (1:0). ერთი გამარჯვებაც და ისტორიულ შედეგს გავიმეორებთ....

ტაქტიკის განმტკიცება და ექსპერიმენტის სიმცირე

ამხანაგურებისთვის გამოძახებული შემადგენლობის გაგებისთანავე ცხადი გახდა, რომ ფრანგი სპეციალისტი ბევრ ცვლილებას არ გეგმავდა, თუმცა შეხვედრის სტატუსიდან გამომდინარე, თუნდაც ტაქტიკურ სიახლეებს ველოდით, რაც არ მოხდა.

როგორც გამოჩნდა, სანიოლმა მთელი აქცენტი მის მიერ იდეალურად მიჩნეულ და წარმატებული ტაქტიკის დახვეწასა და შეთამაშებაზე გააკეთა. გარდა ამისა, ალბათ ერთგვარ საზომად "ერთა ლიგის" ჯგუფის თანალიდერებთან გასვლით
მატჩებში თამაშის შესაძლო სცენარიც იყო აღებული.

ფრანგი თავკაცის მხრიდან მთავარი ექსპერიმენტი გიორგი წიტაიშვილის ახალ პოზიციაზე გამოცდა იყო - ის ბოლოს "ჩერნომორეცში" მცველად ათამაშეს და ჩვენს ტაქტიკურ სქემაში ვილიმ მთელი ფლანგი ჩააბარა. სათამაშო პრაქტიკის არმქონე მოთამაშის სადებიუტო პოზიციაზე თამაშის შეფასება გადაჭრით რთულია, თუმცა ეს ადგილი წიტაიშვილისთვის იდეალური ნამდვილად არ უნდა იყოს. გიორგიმ საჯარიმოსთან ბურთი რამდენჯერმე დაკარგა, მეტოქის შეჩერებისას გააფრთხილეს კიდეც და შეტევით ფაზაშიც აქტიური არ ყოფილა. ჩვენს ნაკრებს მარცხენა ფლანგზე ახლა ირაკლი აზაროვი აკლდა, შესაბამისად, აქ საკადრო დეფიციტი არ არსებობს და ნაკლები შანსია, სანიოლმა წიტაიშვილი სხვა დროსაც მცველად მოიაზროს.

ისევ ხვიჩას ფაქტორზე

საქართველოს ნაკრების წარმატება დიდწილად, მაინც ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალიზმზე დგას. "ჯვაროსნებმა" ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, თუმცა "კვარას" აფეთქების გარეშე, საგოლე ეპიზოდის შექმნა გაგვიჭირდა. მშვენიერია, როცა ასეთი ლიდერი გყავს - საკლუბო ამბებში ამხელა ცვლილებების მიუხედავად, თავის დონეს არ კარგავს, თუმცა ამას ყოველთვის ვიმეორებთ - მხოლოდ ერთი მოთამაშის ხასიათსა და სათამაშო ფორმაზე დამოკიდებულება მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ. ივნისში "ერთა ლიგაზე" ძალიან მჭიდრო გრაფიკია და წარმატების მისაღწევად სხვადასხვა ალტერნატივა უნდა გქვონდეს და არა უამრავი უკან პასი, ნაკლები რისკი, დაბალი ტემპი და ლიდერზე "ჩამოკიდება."

ასეთი ფორვარდი გვჭირდებ(ოდ)ა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აქამდე, წინა ხაზზე არაერთი მოთამაშე გამოსცადა. ბუდუ ზივზივაძემ წინა შანსი კარგად ვერ გამოიყენა, თუმცა უკანასკნელ შეხვედრაში ძალიან დიდი სამუშაო გასწია - მეტოქის მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, ბურთსაც ინარჩუნებდა, წინ მიიწევდა და მთავარი - მაშინ, როცა ხშირად მომენტების გამოუყენებლობაზე ვწუწუნებთ, ბუდუმ პირველივე შანსი გოლად აქცია, ეს კი ძალიან გვჭირდებ(ოდ)ა.

ფორვარდი გუნდის სათამაშო სტილს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. როცა წინა ხაზზე ისეთი მოთამაშე გვყავს, რომელსაც მხოლოდ მაღალი გადაცემებით ვამარაგებთ და შეტევის განვითარებას ასე ვცდილობთ, მრავალფეროვნება ნაკლებია. ოქტომბრიდან მოყოლებული, ფრანგი მწვრთნელი და მისი გუნდი ასე ნაკლებად იქცევიან, კიდეც.

Sportall.Ge

"ახალი სისხლი" ნახევარდაცვაში

საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვას ჯაბა კანკავას შეცვლა უწევს, რაც მარტივი არ იქნება. დებიუტანტ ანზორ მექვაბიშვილს ცოტა დრო მიეცა და ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია, თუმცა მაინც ჩანს, რომ შუა ხაზს "ახალი სისხლი" სჭირდება. გასაგებია, ოთარ კიტეიშვილი ფორმას აკრეფს და ის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდება. საინტერესოა ისიც, სანიოლი გიორგი ჩაკვეტაძის ადგილს ახლა სად ხედავს?

გიორგი აბურჯანია კარგად გამოიყურებოდა, არც ართმევებსა და პრესინგის თამაშს მორიდებია, მაგრამ მას კლუბში ცოტას ენდობიან და ეს მის თამაშზე ნეგატიურ გავლენას მაინც ახდენს. ამავე სიტუაციაშია ვაკო გვილიაც, რომელიც აქტიურად შემოვიდა და თამაში გამოაცოცხლა - მას მუხტი სულ შემოაქვს...

მეკარის საკითხი

როგორც ვილი სანიოლმა დაგვიანონსა, ალბანეთთან (29 მარტს) ამხანაგურ შეხვედრაში ნაკრების კარში გიორგი მამარადშვილი დაიცავს. ამ საკითხზე ბევრი საუბარია და  ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას - გიორგი ლორია "ჯვაროსნების" მთავარი კიპერია და ამ ეტაპზე, ეს სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება. კარგია, როცა შენი ფეხბურთელი "ვალენსიას" კარს იცავს, თანაც "მშრალი" სერია აქვს, კონკურენციის ზრდაც ცუდი არასდროსაა, პირიქით...

ვილი სანიოლს გუნდის უკეთ შესწავლის კიდევ ერთი შანსი აქვს, ივნისიდან კი ძალიან დატვირთულ ბრძოლაში შევდივართ, სადაც წარმატებისთვის თითოეული დეტალი მნიშვნელოვანი იქნება.

altსანიოლი: საქართველო ძლიერი ქვეყანაა - ეს ესპანეთთან და შვედეთთან ვაჩვენეთ

altსაქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბოსნიას სძლია და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 37 /
Tu win tamashs ar mivechviet dacva ar gvyavs im donis ro didi dro tamashis gauzlos shetevebs.burtis swrafi amotanaa dasaxvewi.imitomaa karshi ver urtyavt.kvaracxelia kartan ar unda chamodiodes.anu dgevandel fexburtshi tu siswrafes ver avitareb shetevisas shedegi sabolood ar iqneba.
Gia
26 მარტი 2022 22:28
0
დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით, გუნდს აკლია შეთამაშება, ხოლო ფეხ ურთელებს სწორი პოზიციის შერჩევა მოედანზე. ამ ეტაპზე მეკარის პრობლემა არ გვაქვს. კლასით მაღალი დონის გუნდები ასეთ შეცდომებს, რომელიც დავუშვით არ გვაპატიებენ.
თემო გი.
26 მარტი 2022 22:25
0
ბოსნიას ძლევა, მორალური სულისკვეთების ამაღლებისათვის კარგია. რაც შეეხება დანარჩენს, ბევრის მომატებაა საჭირო. არა მგონია შესარჩევზე ამდენი გამოუყენებელი შესაძლობლობა მივიღოთ, როგორიც ბოსნიას ჰქონდა.
ჟორა
26 მარტი 2022 21:18
0
21 წლიანების საკვალიფიკაციო ტურნირში, საქართველოს ნაკრები რატომ არ არის? ეხლა ვეძებე უეფა.ცომ-ზე და ვერ ვიპოვე.
ერიჰაა
26 მარტი 2022 17:30
15
ცომზე არ იქნებოდა.
ლევანი
27 მარტი 2022 03:22
0
ერთ ერთი მასპინძელია რუმინეთთან ერთად და ამიტომ პირდაპირ არის გასული ევროზე
მიშა
26 მარტი 2022 21:57
0
ყველა გამოხმაურება
ერთი რამ იცოდეთ ყველამ, ცუდი თამაშით ბოსნიას კი არა, დღეს ფარერებს ვერ მოუგებ, რატომ იყო ცუდი თამაში, გოლის მერე ბოსნიას რა ექნა არ იცოდა, ეს თავისით არ ხდება, ესე იგი ზონებს კარგად ვკეტავდით, ჩვენ გვინდა ისეთი კაცი, რომელიც ბურთის ართმევის მერე ზუსტად იმ პასს გააკეთებს, რომელიც თამაშს გაამწვავებს, კვეკვე არაა ეს ტიპი, თუმცა სოლიდურად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც უკან პასისკენა აქვს მიდრეკილება, დავითაშვილი სერიოზულ ფეხბურთელად ყალიბდება, კიტე და ჩაკვე ძალიან გვაკლია, აზაროვიც დაემატება და საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით, ზედიზედ 4 თამაშს ცუდი თამაშით დღეს ვერავის მოუგებ.
26 მარტი 2022 17:07
2
ლორია კარგია და გამოცდილებით ბუნებრივია მამარდას სჯობს, თუმცა თუ იმას ვამბობთ რომ კონკრეტულ მომენტში ვინც უკეთეს ფორმაშია ის უნდა თამაშობდეს ნაკრებში (და ზივზივაძე ამის კარგი მაგალითია) მაშინ მამარდა უნდა იდგეს ნაკრების კარში და ლორია საინედო რეზერვში. არ დაგვავიწყდეს რომ მამარდამ ჰოლანდიის ნაკრების პირველ მეკარეზე უკეთესი შედეგი დადო ვალენსიაში და ვალენსია რომ უკეთესი ქვეყნის უკეთესი გუნდია ვიდრე ანორთოსისი მანდ სადაო არაფერია.
ბუბა
26 მარტი 2022 17:06
10
სრული ჭეშმარიტებაა და მართლა მაინტერესებს ვისაც არ მოეწონა შენი კომენტარი რა არგუმენტი აქვთ? ის რომ დღეს მამარდაშვილი ლა ლიგას ტურის სიმბოლურში ხვდება და თავად კანისარესი ამბობს რომ ესპანეთის თასის ფინალში მამარდაშვილი უნდა იდგესო ნიშნავს იმას რომ ზაფხულის თამაშებში პირველ მეკარედ მამარდაშვილი უნდა მოიაზრებოდეს, შესაბამისად დღეს ქართველი მეკარე ჰოლანდიის ნაკრების პირველ მეკარეს რომ სჯობნის ლა ლიგაში ის არ უნდა იჯდეს სათადარიგოებში!
ჯონი
26 მარტი 2022 19:55
5
ესეტი არაფელს ფეხბურტი სად ნახეტ ტავს ვიტყუებტ
kaka
26 მარტი 2022 16:38
24
ზედიზედ 4 მოგება ხუმრობა საქმე არაა.ბოსნიაში მოგებაც არაა ხუმრობა საქმე.ეს გუნდი ა დივიზიონში იყო ორი წლის წინ.შემადგენლობა ჩვენზე გაცილებით ძლიერ გუნდებში თამაშობენ.ბოსნიაში მოგება გრანდებსაც უჭირთ.ყოჩაღ საქართველო და სანიოლი.ბირთვი აშკქრად გამოიკვეთა ამ გუნდში.ამქს კი სტაბილურობა მოაქვს.წარმატებები.
Master
26 მარტი 2022 16:13
1
მაინც შედეგია პირველი, წვალებით მოგება მორჩევნია ეპიზოდუტად ლამაზი თამაშის შემდეგ წაგებას
გიონატ
26 მარტი 2022 16:02
0
კიტე,ოქრი,ჯანო და ჩაკვე ერთერთი რომელიმე რომ ყოფილიყო შემტევ ნახევარმცველად ცენტრში (ფაქტიურად არ გვყავდა)უკეთეს თამაშს ვიხილავდით,ბურთის დამჭერი არ გვყოლია გუშინ, თუნდაც ოქრიაშვილი ავიღოთ ბევრი ლანძღავს (ადგილზე ფაფხურობსო) მაგრამ საჭიროა ის 5-6 წამი ბურთს რომ იჩერებს შემდეგ გადაცემამდე ფოკუსირების დრო ეძლევა ნაკრებს დაცვიდან თავდასხმაში გადაწყობის.. ჩსმონათვალი ჩვენი მგლებიდან იგივე ამპულის ფეხბურთელია ჯოვინო ფლამარიონიც და იმედია მალე მოხერხდება მისი ნატურალიზება.. იმედია ერთალიგაზე ბიჭებიდან მინიმუმ
2-3 მაინც იქნება ფორმაში თორემ გაგვიჭირდება..
აი დაცვაში კაშო შეუდარებელია პოზიციურად, კი დაკარგული აქვს სისწრაფე მაგრამ პოზიციურად შეუდარებელია,კვირკველია ბრძოლის უნარიანი ბიჭია და იმედია ფორმას დაიბრუნებს დინამო ბათუმსაც ისევე უჭირს დაცვაში როგორც ნაკრებს.. კობახიძეს რომ ნაკრებში გამოიძწხებ ეგ ყველაფერზე მეტყველებს რა პრობლემის წინაშეც ვართ..
4 გამარჯვება იდეალურია და მჯერა მომდევნოსაც მოვიგებთ,გამარჯვებულის სტატუსი გვჭირდებოდა და ჩვენი ლომების თვითრწმენა..დისციპლინა კარგია.
წარმატებები ნაკრებს სს სამწვრთნელო შტაბს მგონი სწორ გზაზე ვდგავართ..
შავი კაცი
26 მარტი 2022 16:43
1
დაცვაში გვიჭირს ავტორ და ამაზე რატომ არაფერი თქვი ? კაშია სისწრაფეში ვერ ქაჩავს და მხოლოდ პოზიციურად ცდილობს დანაკარგის ანაზღაურებს. ეს სწრაფ ფორვარდებთან გაჭირდება. ალტერნატივა არ ჩანს სამწუხაროდ. სრულად ფლანგზე ვერც კვარაცხელიას გამოვიყენებთ და ვერც ლობჟანიძეს ამ სქემაში. არ არის ეს სქემა ჩვენს ფეხბურთელებზე მორგებული. ალბათ უფრო უნდა მივაწვეთ მაინც 4-5-1 სადაც ორი ნახევარმცველი უფრო შეტევაზე იქნება კონცენტრირებული ვიდრე დაცვაზე ამ შემთხვევაში კვარაცხელიაც, ლობჟანიძეც და ჩაკვეტაძეც ასეთები არიან. უკან ფლანგებზე კი აზაროვი, კაკაბაძე და ა.შ.
Lm
26 მარტი 2022 15:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული