გიორგი ლორია (6.5) - საქართველოს ნაკრების მეკარე ძალიან დამაჯერებელი იყო და რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია. შეხვედრის დამატებულ წუთებზე, როცა ჩვენი გუნდის საჯარიმოში ქაოსი იყო, "ანორთოსისის" კიპერიც შეცდა, თუმცა გოლს გადავურჩით.
ოთარ კაკაბაძე (6.0) - როგორც ჩანს, სანიოლი ოთარისთვის პოზიციის შეცვლას აღარ აპირებს და ის მომავალშიც ცენტრალურ მცველად ითამაშებს. თუმცა, მეორე ნახევარში, ლაშა დვალის ტრავმამდე კაკაბაძე ფლანგზე გადაიყვანეს.
საქართველოს ნაკრების დაცვაზე დიდი დატვირთვა იყო - ბოსნიელები
გურამ კაშია (6.5) - საქართველოს ნაკრების ახალმა კაპიტანმა ერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა, სხვა ეპიზოდებში კი ტრადიციულად, დაცვას უნარიანად ხელმძღვანელობდა.
ლაშა დვალი (5.5) - "ფერენცვაროშის" მცველს სათამაშო პრაქტიკა ძალიან სჭირდება, ამით ის გაცილებით თავდაჯერებული გახდება. ერთგან მან ბუდუ ზივზივაძეს მშვენიერი პასი გაუკეთა, თუმცა ეპიზოდი თამაშგარის დაფიქსირების გამო გაუქმდა.
საბა ლობჟანიძე (5.5) - ასეთი სუსტი ლობჟანიძე საქართველოს ნაკრებში დიდი ხანია, არ გვახსოვს. არადა, ის ახალ ტაქტიკას მშვენივრად მოერგო და მთელ ფლანგსაც აკონტროლებდა. საბა შეცდომებს უკანა ხაზში უშვებდა და თავი ვერც შეტევაში დაგვამახსოვრა, ეს იმ ფონზე, თუ თურქეთის სუპერლიგაში როგორი სეზონი აქვს.
გურამ გიორბელიძე (6.0) - "დრეზდენის" ფლანგელი ენერგიულია და მონდომებაც არ აკლია, ერთ ეპიზოდში ძალიან კარგი რეიდი შემოგვთავაზა, თუმცა მისგან გაცილებით მეტს ველით - როგორც უკანა ხაზში, ასევე შეტევაში.
ნიკა კვეკვესკირი (6.0) - საქართველოს ნაკრების საყრდენი ბურთსა და ჩვენი შეტევების მიმართულებას აკონტროლებდა, თუმცა რისკი ნაკლები იყო, ნიკა პასს ხშირად საკუთარი კარისკენ შეტრიალებული აკეთებდა. გოლის ეპიზოდში კვარაცხელიას შეტევა კარგად გაუგრძელდა.
გიორგი აბურჯანია (5.5) - "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველი აქტიური იყო პრესინგზე თამაშს არ მორიდებია, ამის გამო გააფრთხილეს კიდეც, თუმცა საქართველოს ნაკრების შუა ხაზს კრეატივი და შეტევების სწრაფად განვითარება აკლდა.
ზურიკო დავითაშვილი (5.5) - ზურიკომ შეხვედრა აქტიურად დაიწყო, თუმცა შემდეგ ცოტათი "დაიკარგა" და ისეთი მწვავე ვერ იყო, როგორც ბოლოს შეგვაჩვია.
ხვიჩა კვარაცხელია (7.0) - პირველ ტაიმში შედარებით, პასიური იყო, თუმცა მეორეში მაინც მთავარი ფიგურა გახდა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა კიდეც - მოწინააღმდეგეებს ფინტებით თავგზა აუბნია და ბუდუს გაატანინა. ამის გარდა, ერთხელ მეტოქის კარის აღება მასაც შეეძლო, როცა ბრწყინვალედ დაარტყა, შეხვედრის დასწაყისში კი
დავითაშვილი მშვენიერი პასით მოამარაგა.
ბუდუ ზივზივაძე (7.0) - საგოლე შანსი იდეალურად გამოიყენა, მთელი თამაში კი ბევრი გააკეთა - უტევდა, ბურთს ინარჩუნებდა. საბოლოოდ, მატჩის გმირიც გახდა.
გიორგი წიტაიშვილი (5.0) - ვილი სანიოლმა წიტაიშვილი ახალ პოზიციაზე გამოსცადა - მას მთელი ფლანგის კონტროლი ევალებოდა. გიორგის ახლა სათამაშო პრაქტიკა ისედაც აკლია და ახალ სქემაზე მორგებაც გაუჭირდა. მისის ადგილი შეტევაშია.
საბა კვირკველია (5.5) - ბოლო პერიოდში, უკრაინაში მოტამაშე კვირკველიაც უქმადაა. მას დაახლოებით ნახევარი საათი მიეცა. ჩვენს კართან ბოლო წუთებზე ძალიან დაცხა, კვირკველიას ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებაში, რაც დაცვიტან ზუსტი პასებით ამოსვლას გულისხმობს, თავი ვერ გამოიჩინა.
ვაკო გვილია (5.5) - ვალოს კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ ის ენერგიულად შემოვიდა და ჩვენს ნახევარდაცვას ტემპი შესძინა.
გიორგი ბერიძე - "უიპეშტის" შემტევს დიდი დრო არ მისცემია, რაც ნამდვილად დაგვანახა ის იყო, რომ ყველა ბურთისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა.
ანზორ მექვაბიშვილი - ის დებიუტანტი იყო და იმ ფონზე, როცა მინდვრის ცენტრში გარკვეული პრობლემები არსებობდა, მისი აღმოფხვრა სცადა და მონდომება არ დაუკლია.
გრიგოლ ჩაბრაძე - ბევრი დრო არ მისცემია.
ვილი სანიოლი (6.5) - საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგური მატჩი არსებული ტაქტიკის დასახვეწად გამოიყენა და ექსპერიმენტები ნაკლებას სცადა. საბოლოოდ, ვილიმ სასარგებლო სპარინგიც მიიღო და კიდევ ერთ, ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაიმარჯვა. "ჯვაროსნების" თამასში არაერთი წუნი იყო და "ერთა ლიგაზე" წარმატებისთვის მათი ბოლომდე აღმოფხვრაა საჭირო.
რას მოგვცემს ეს გამარჯვება სამომავლოდ? - სანიოლმა ბევრი რამ გამოკვეთა
საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბოსნიას სძლია და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]