გავიხსენოთ ფეხბურთელები, რომლებსაც ბოსნიაში საერთოდ არ უთამაშიათ - მეკარეები გიორგი მამარდაშვილი და ლაზარე კუპატაძე, ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები - მამუკა კობახიძე და ლადო მამუჩაშვილი; ასევე
გიორგი მამარდაშვილი - ვილი სანიოლმა ადრევე დაგვიანონსა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაში "ვალენსიას" კიპერსაც დაეყრდნობოდა. გიორგის ბულგარეთში (1:4) ცუდი დებიუტი გამოუვიდა და იმედია, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. "ღამურების" კარის დარაჯს ესპანეთში მშვენიერი პერიოდი აქვს.
ოთარ კაკაბაძე - ჩვენი მცელების საკლუბო მდგომარებისა და ფორმის გათვალისწინებით, "ერთა ლიგის" სასტარტო შეხვედრებში კაკაბაძის სასტარტოში მოსაზრება ლოგიკურად ჩანს. იქამდე გარკვეული დროა, ალბანეთში კი ოთარს ისევ ცენტრალურ მცველად ველით.
გურამ კაშია - ერთხელაც გავიმეორებთ, ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების ახლად არჩეული კაპიტნის როტაცია ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, თუმცა "ჯვაროსნების" თავკაცი აქცენტს მაინც ბირთვის შეთამაშებასა და განმტკიცებაზე აკეთებს.
საბა კვირკველია - ჩვენი ნაკრების გამოცდილი უკანახაზელის 3-მცველიან ტაქტიკაში, თანაც მარცხნივ, თამაში გარკვეული სიახლეა. წინა მატჩში ლაშა დვალმა შეცვლა ითხოვა და ნაკლებად სავარაუდოა, ის ახლა ძირითადში ვიხილოთ.
საბა ლობჟანიძე - "ჰათაისპორის" ნახევარმცველს ბოსნიასთან დაპირისპირება არ გამოუვიდა, თუმცა ის ჩვენი ნაკრებისთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ რჩება, რომელიც მოედანზე ბევრ სამუშაოს ეწევა და მთავარი მწვრთნელის ტაქტიკურ სქემას ალღოს მშენივრად უღებს.
გურამ გიორბელიძე - წინა შეხვედრის თერთმეტეულის განხილვისას დავწერეთ, რომ მარცხნივ გიორბელიძე უკონკურენტო იყო და ამ პოზიციაზე გიორგი წიტაიშვილის გამოცდა ვივარაუდეთ. ეს ასეც მოხდა, მაგრამ "წიტამ" თავი ვერ გამოიჩინა. ახლა ისევ გიორბელიძეს ველით, რომელსაც ოფიციალური მატჩებისთვის ირაკლი აზაროვთან კონკურენცია მოუწევს.
ნიკა კვეკვესკირი - "ლეხის" შუახაზელი ჩვენს გუნდში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომელიც საქართველოს ნაკრების თამაშის ტემპს განსაზღვრავს. თითქმის გამოვრიცხავთ, ის როტაციაში მოხვდეს და სასტარტოში ვერ ვიხილოთ.
ვაკო გვილია - "რაკუვის" მოთამაშე გასულ შეხვედრაში მშვენივრად ჩაერთო. ამ ეტაპზე მაინც ისე იკვეთება, რომ სამომავლოდ სანიოლი მინდვრის ცენტრში კვეკვესკირი-გვილიას წყვილს დაეყრდნობა.
ვაკო ყაზაიშვილი - სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ შორი გზის გამოვლის გამო პირველი სანაკრებო მატჩისთვის ყაზაიშვილი ძალების სრულად აღდგენას ვერ ახერხებს. ეს რამდენჯერმე გამოჩნდა, თუნდაც ბათუმში კოსოვოსთან (0:1) წაგებულ მატჩში. "ულსანის" შემტევს ალბანეთში პირველივე წუთებიდან ველით.
ხვიჩა კვარაცხელია - "კვარასთან" და მის გარეშე საქართველოს ნაკრები რომ ბევრად სხვადასხვა გუნდია, ამის შესახებ ისედაც ვიცით და ამ მიმართულებით, დამატებითი ექსპერიმენტები საჭირო არაა. ახლა ხვიჩამ უნდა ითამაშოს, თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინოს და მის ირგვლივ არსებული მითქმა-მოთქმა საბოლოოდ უკან მოიტოვოს.
დავით ვოლკოვი - ბუდუ ზივზივაძე ბოსნიაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მატჩის ბოლოს მას დაღლილობაც დაეტყო. ვვარაუდობთ, რომ ახლა თავის გამოჩენის შანსი კვლავ დავით ვოლკოვს მიეცემა, რომელსაც წინა დაპირისპირებაში ერთი წამითაც არ უასპარეზია.
რას მოგვცემს ეს გამარჯვება სამომავლოდ? - სანიოლმა ბევრი რამ გამოკვეთა