ბოლო ამხანაგურების ფონზე
მარტის ამხანაგურ მატჩებამდე თუ შემდეგ აღვნიშნავდით, რომ სამწვრთნელო შტაბს ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად უკანასკნელი შანსი ჰქონდა და ივნისის დატვირთული შეხვედრებისთვის (4 დაპირისპირება 10 დღეში) ახალ მოთამაშეებს ვერ ვიხილავდით, რაც ფაქტობრივად, ასევე მოხდა.
ამ ლოგიკი
რა ხდება მთავარ საკადრო ცვლილებაზე?
როცა ჯაბა კანკავამ ხანგრძლივი სანაკრებო კარიერა დაასრულა, შუა ხაზში ახალი ფეხბურთელის საჭიროება დადგა, რომელიც ყოფილი კაპიტნის თვისებებს მეტ-ნაკლებად გამოავლენდა. ცოტა ხნის წინაც აღვნიშნეთ, რომ არსებული კონტინენტიდან ბათუმის "დინამოს" ნახევარმცელ სანდრო ალთუნაშვილს თითქოს სხვაზე მეტი შანსი უნდა ჰქონოდა. აღსანიშნავია, რომ ის საკუთარი გუნდის უკანასკნელ შეხვედრაში ("ლოკომოტივთან" 7:2 რომ გაიმარჯვეს) არ უთამაშია (მიზეზი არ გავრცელებულა). ფაქტია, ბათუმის "დინამოდან" გამოძახებულ 7 მოთამაშეს შორის 25 წლის ნახევარმცველი ვერ მოხვდა. როგორც ჩანს, უფრო მეტი აქცენტი თბილისის "დინამოელ" ანზორ მექვაბიშვილზე გაკეთდება და მას მეტი დრო მიეცემა.
სანიოლის ნათქვამი უთამაშებელ ფეხბურთელებზე
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ კლუბებში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მქონე ფეხბურთელებს მომდევნო სანაკრებო შეკრებამდე ეს ფაქტორი უნდა გამოესწორებინათ, თუმცა თავადაც აღნიშნა, რომ ზოგჯერ იძულებულია, ამ გარემოებას შეეგუოს, ამა თუ იმ ფეხბურთელის დონისა თუ საჭიროების შესაბამისად.
გიორგი ჩაკვეტაძე, ლაშა დვალი, ვაკო გვილია - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომელთაც კლუბებში სეზონის განმავლობაში სათამაშო დროის დეფიციტი ჰქონდათ...
გიორგი ჩაკვეტაძის ფენომენი განსხვავებულია და ის სანაკრებო შანსს აუცილებლად იმსახურებდა. რა თქმა უნდა, თუკი სანიოლი შესაბამის განწყობასა და მომზადებას ვერ დაინახავს, გიორგის ბევრი დრო არ მიეცემა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, "ჩაკვე" ამ დატვირთულ გრაფიკში თავის სიტყვას იტყვის.
რაც შეეხებათ დვალსა და გვილიას - უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ საკლუბო მატჩებში მათ 90 წუთი მიეცათ.
სასიხარულოა, რომ ოთარ კიტეიშვილმა მომჯობინება მოახერხა. ის "ჯვაროსნებისთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.
ცვლილებები წინა ხაზში
სანიოლი დავით ვოლკოვის მონდომებით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ მან ახლა შედეგიანობას მოუკლო და სიაში არყოფნა ამით უნდა ავხსნათ.
რამდენჯერმე დავწერეთ, რომ გიორგი ბერიძე სანაკრებო შანსს იმსახურებს, მით უმეტეს, კლუბში ბუდუ ზივზივაძესთან ასეთი შეთამაშების ფონზე. რა თქმა უნდა, სასურველი იყო, "უიპეშტის" შემტევს ფრანგი თავკაცისგან გამოყოფილი წუთები უფრო ეფექტურად გამოეყენებინა, თუმცა არის განცდა, რომ 25 წლის შემტევი "ჯვაროსნებში" ჯერ ბოლომდე არ "გახსნილა".
მოლოდინი ჯოვინოზე
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა რამდენიმე თვის წინ განმარტა, რომ ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელ ფორვარდს, ჯოვინო ფლამარიონს, ჯერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება არ აქვს, გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილს იმედი ჰქონდა, ეს პროცესი ივნისისთვის მოესწრებოდა. ეროვნულ ლიგაში გამორჩეული შემტევის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია, თუმცა სავარაუდოა, რომ მისი "გაქართველების" პროცესი მოახლოებული ტურნირის დასრულებამდე (შემოდგომა) ვერ მოესწრება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 2 ივნისს (20:00 სთ), "დინამო არენაზე" გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრები შეტევაში - ხვიჩასთან ერთად და მის გარეშე
ვინ შეცვლის კანკავას და ახალი როლი ზურიკოს - სანიოლის ნახევარდაცვა
დაცვის მნიშვნელობა სანიოლის ნაკრებში - სიტუაცია "ერთა ლიგისთვის"
ვინ უნდა დაიცვას საქართველოს ნაკრების კარი?
ვინ გააძლიერებს ნაკრებს და როგორ ფორმაში არიან ქართველი ფეხბურთელები? - მალე სანიოლი იტყვის...