იძულებითი ცვლილება - მიქელთაძე ნაკრებშია

AutoSharing Option
როგორც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენციიდან გავიგეთ, "ჯვაროსნების" შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა - როგორც ჩანს, "აპოელის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია ბოლომდე არ მომჯობინებულა და მის ნაცვლად "ნიუკასლ ჯეტსის" ფორვარდ ბექა მიქელთაძეს უხმეს.

13 გოლი და 3 საგოლე პასი - ასეთი იყო 24 წლის ფორვარდის შედეგი ავსტრალიის ახლად დასრულებულ ჩემპიონატში, სადაც საუკეთესოდ დაასახელეს და "ოლ სტარში" შეიყვანეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ივნისში 4 შეხვედრას გამართავს.

altცვლილებები შეტევაში - ვინ დაბრუნდა ნაკრებში და ვინ აკლია სიას?

alt საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

მკითხველის კომენტარები / 13 /
საინტერესოა. მოხარული ვარ მიქელთაძეს გამოძახებით. ქვილითაიას კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
შოთა
13:32 20-05-2022
1
მამის მიმართ ასეთ პატივისცემას და სიყვარულს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ისეთ ნიჭს, მანქანებზე, მეგობარ გოგოებზე და ბოლზე რომ არის ორიენტირებული. მივესალმები ბექას ნაკრებში და წარმატებები მას!
კაპიტან გარდენბურგი
20:35 20-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული