
"ჯვაროსნები" ბოლო 5 მატჩში შესანიშნავად გამოიყურება და 4 გამარჯვება აქვს. ვილი სანიოლის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მაჟორულ ნოტზე დაასრულა - შვედეთი (2:0) და კოსოვო (2:1) დაამარცხა.
გიბრალტარი ფიფას რეიტინგში 203-ე ადგილზეა და ბოლოს სწორედ "ერთა ლიგაზე", ლიხტენშტაინთან (1:0) გაიმარჯვა. მომდევნო 17 შეხვედრიდან ისინი

სანიოლმა ივნისის თამაშებისთვის 29 ფეხბურთელს უხმო, თუმცა მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირი თორნიკე ოქრიაშვილი დააკლდა და მისი ჩანაცვლება დასჭირდა.
მოსალოდნელია, რომ საქართველოს ნაკრების კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, ხვიჩა კვარაცხელიას კი დასვენების საშუალება მიეცემა.
სავარაუდო შემადგენლობა (3-4-3): მამარდაშვილი; კაკაბაძე, კაშია, დვალი; წიტაიშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, ჩაკვეტაძე; დავითაშვილი, ზივზივაძე, ყაზაიშვილი.
სავარაუდო ანგარიში - 2:0
მომზადებულია Sportskeeda-ს მიხედვით