კარში მამარდაშვილით და ხვიჩას გარეშე - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებები ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფს თბილისში (2 ივნისი, 20:00 სთ) გახსნიან. მათი მეტოქეები ჩრდ. მაკედონია და ბულგარეთიც არიან. თუკი ქართველები გასულ გათამაშებაშიც ამავე ლიგაში გამოდიოდნენ, გიბრალტარელებმა ლიხტენშტაინსა და სან-მარინოს აჯობეს და დაწინაურდნენ.

"ჯვაროსნები" ბოლო 5 მატჩში შესანიშნავად გამოიყურება და 4 გამარჯვება აქვს. ვილი სანიოლის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მაჟორულ ნოტზე დაასრულა - შვედეთი (2:0) და კოსოვო (2:1) დაამარცხა.

გიბრალტარი ფიფას რეიტინგში 203-ე ადგილზეა და ბოლოს სწორედ "ერთა ლიგაზე", ლიხტენშტაინთან (1:0) გაიმარჯვა. მომდევნო 17 შეხვედრიდან ისინი
12-ში დამარცხდნენ, მათ შორის, მუნდიალის შესარჩევ ათივე დაპირისპირებაში.

Sportall.Ge

სანიოლმა ივნისის თამაშებისთვის 29 ფეხბურთელს უხმო, თუმცა მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირი თორნიკე ოქრიაშვილი დააკლდა და მისი ჩანაცვლება დასჭირდა.

მოსალოდნელია, რომ საქართველოს ნაკრების კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, ხვიჩა კვარაცხელიას კი დასვენების საშუალება მიეცემა.

სავარაუდო შემადგენლობა (3-4-3): მამარდაშვილი; კაკაბაძე, კაშია, დვალი; წიტაიშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, ჩაკვეტაძე; დავითაშვილი, ზივზივაძე, ყაზაიშვილი.

სავარაუდო ანგარიში - 2:0

მომზადებულია Sportskeeda-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 21 /
დასვენება იმისთვის უნდა რომ შემდეგ თამაშებში დასვენებული იყოს
გიორგი
16:12 01-06-2022
0
ამის შემდეგ ბულგარეთთან არის თამაში. ამიტომ გიბრალტართან იმ მეკარემ უნდა ითამაშოს, რომელსაც ბულგარეთთან დააყენებს.
ბულგარეთთან მამარდამ 4 გოლი გაუშვა სექტემბერში. შეიძლება ბულგარელებმა პსიქოლოგიური ზეწოლა მოახერხონ მამარდაზე. მე ლორიას დავაყენებდი პირველ 2 თამაშში.
ქ. გ.
13:51 01-06-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული