ოთხი ცვლილებით - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ძალები აღიდგინა და მომავალი მეტოქისთვის ემზადება. გიბრალტართან დაშავებული გიორგი წიტაიშვილი მომჯობინდა და გუნდთან ერთადაა, თუმცა, სავარაუდოდ, ბულგარეთში მას დასვენების საშუალება მიეცემა და უფრო 9 ივნისს, ჩრდ. მაკედონიაში ველით.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეტოქე სუსტი გვყავდა, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ფიზიკური ძალების აღდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს - თამაშიდან თამაშამდე სხვა ბევრი ვერაფერი ესწრება. გამარჯვებულ შემადგენლობაში ცვლილებები ამ ფაქტორების გამოც იქნება და გიბრალტართან ზოგიერთ ფეხბურთელს შანსი რომ მიეცა, იმიტომაც...

Sportall.Ge

ვვარაუდობთ, რომ ბოლო მატჩისგან განსხვავებით, ბულგარეთში 4 ცვლილებას ვიხილავთ.

გიორგი ლორია
- "ანორთსისის" მეკარე "ჯვაროსნებში" პირველის სტატუსითაა და მინიმუმ, "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ბოლომდე ასე გაგრძელდება, როტაციას კი ამ შეხვედრაში არ ველით.

ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა - ვილი სანიოლის გუნდის ბოლო პერიოდის შეხვედრებს თუ განვიხილავთ, ცენტრალური მცველების ამ სამეულს ის ყველაზე მეტად ენდობა და ცვლილებას ნაკლებად ველით.

გარკვეული შანსი მაინც არის, ძირითადში ლაშა დვალი ვიხილოთ, რომელიც უფრო დავით ხოჭოლავას ალტერნატივად უნდა განვიხილოთ.

საბა ლობჟანიძე - დარწმუნებული ვართ, "ჰათაისპორის" ფეხბურთელმა (რომელსაც
შოთა არველაძის "ჰალს" უკავშირებენ) ძალები სრულად აღიდგინა, მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტართან ბევრი ენერგია დახარჯა. საბა ჩვენს გუნდში ყველაზე შეუცვლელი და უკონკურენტო ჩანს და გამორიცხული არაა, ივნისის 10 დღეში 360 წუთი ითამაშოს.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი (1-ლი ცვლილება) - გიბრალტართან თავის გამოჩენის საშუალება ანზორ მექვაბიშვილს მიეცა, ახლა კი სასტარტოში ნიკა კვეკვესკირი უნდა დაბრუნდეს. "ჯვაროსნების" მთავარი მიზანი მაინც არწაგება უნდა იყოს, ეს ცუდ შედეგად არ ჩაითვლება, გამოცდილ ნახევარმცველზე კი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული - სათამაშო ტემპის კონტროლის, რგოლებს შორის კავშირისა და მისთვის ჩვეული გრძელი გადაცემების გამო.

გიორგი აბურჯანია - "აბუ" გიბრალტართან საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მოსალოდნელია, რომ მას სასტარტოში ახლაც ვიხილავთ.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ვაკო გვილიას განაცხადში ველით და შესაძლოა, გამოცდილ შუახაზელს დროც მიეცეს, ოთარ კიტეიშვილი კი მეტად უნდა დაიტვირთოს.

გურამ გიორბელიძე (მე-2 ცვლილება) - წიტაიშვილი გიბრალტართან მართლაც მოგვეწონა, მაგრამ ფრანგი დამრიგებელი მის თამაშს მაინც ნაკლებად გარისკავს.

23 კაცში ალბათ ირაკლი აზაროვი დაბრუნდება, თუმცა სანიოლის არჩევანი
სავარაუდოდ, მაინც გიორბელიძე უნდა იყოს, რომელმაც გასულ შეხვედრაში ტაიმზე მეტი ითამაშა.

ზურიკო დავითაშვილი (მე-3 ცვლილება) - დასვენებულ ზურიკოს ახლა სასტარტოში (ჩაკვეტაძის ნაცვლად) ველით. მარტის ამხანაგურ მატჩებში გამოიკვეთა, რომ
მას ნახევარდაცვაში უამრავი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რაც ბულგარეთში ასე გამოგვადგება. მეტოქის ბანაკში პირველ დაპირისპირებაში  ფრით (ჩრდ. მაკედონიასთან 1:1) უკმაყოფილო არიან და აგრესიულად შემოგვიტევენ.

ხვიჩა კვარაცხელია - გვჯერა, კვარაცხელია ქართველი გულშემატკივრების მოლოდინს გაამართლებს და თავის მაღალ კლასს კიდევ ერთხელ გამოავლენს.

ხვიჩას სამხრეთ იტალიური მედიაც აქტიურად აკვირდება და თითოეულ დეტალს განიხილავენ. მთავარია, ყველაფერმა ამან "კვარაზე" ემოციურად არ იმოქმედოს, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე, ამის ნაკლებად გვეშინია.

ბუდუ ზივზივაძე (მე-4 ცვლილება) - გიორგი მიქაუტაძემ გიბრალტართან ბევრი იშრომა, ბოლოს გაიტანა კიდეც, მაგრამ ბულგარეთში ძირითადში ზივზივაძე უნდა დაუბრუნდეს. მას უნგრეთში ბევრი გააქვს და მოწინააღმდეგის კარი ბოლოს ნაკრების მაისურითაც აიღო.

მთავარია, ბულგარელეთის ნაკრებთან ნავსი გავტეხოთ. თითქოს განსაკუთრებული არაფრით გამორჩეული გუნდი ჩვენთვის საკმაოდ ბევრი გოლის გატანას ახერხებს, ასე იყო ბოლო ამხანაგურ მატჩშიც (1:4 გასულ სექტემბერში). არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანის უძლიერესი ნაკრები, ერთ დროს, ხრისტო სტოიჩკოვის მეთაურობით (2:1) დავამარცხეთ.

შეხვედრა რაზგრადში 5 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას 41 წლის იტალიელი (ნეაპოლელი) არბიტრი ფაბიო მარესკა განსჯის.

altსაუკეთესო გოლის გატანის გარეშე - საქართველოს ნაკრების შეფასებაaltრაც თავიდან გვიკვირდა - საქართველოს ნაკრების შედეგი და მომავლის სამუშაო

მკითხველის კომენტარები / 22 /
Ხვიჩს კიდევ ერთხელ გაგვახარებს
Gio
05 ივნისი 2022 08:56
0
წარმატებები ბიჭებს! მაგრამ, ჩაკვეტაძეს ისევ მივცემდი სათამაშო დროს სასტარტოდანვე..
Fru
05 ივნისი 2022 08:54
2
ნაკრები ისეთი თემაა, ვინც არ უნდა დააყენო ძირითადში ან შეცვლაზე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, რისი საუკეთესო მაგალითია გერმანიის ნაკრები. სხვანაირად წარმატება არ მოდის, ნახევარი ძალით, ცალი ფეხით და ა.შ. მარტივ კითხვას დავსვავდი: ესპანეთს თბილისში ბოლომდე რომ არ მოენდომებინა, მოგვიგებდნენ? ვერა ( გამართლების მომენტს თუ არ ჩავთვლით ). ასე რომ, ბულგარეთის და მაკედონიის მოგება შეიძლება და ასეც იქნება.
გიორგი
05 ივნისი 2022 01:00
0
აბა თქვენ იცით! მოგებას ველით, თამაშის კარგი ხარისხით
დავით 67
05 ივნისი 2022 00:52
0
მეჩვენება რომ ძალიან იბრიქებიან და ზემოდან გვიყურებენ (ნუ ურთიერთ შეხვედრებიდან გამომდინარე საფუძველი აქვთ) მიდით რა ბიჭებო გადაუარეთ
რაბუ
04 ივნისი 2022 21:35
2
წიტაიშვილი გამოგვაკლდა სამწუხაროდ
.
04 ივნისი 2022 18:54
1
კიტეიშვილი იქნება ძირითადში აბურჯანიას მაგივრად კიდევ, რაც შეეხება ჩაკვეტაძეს მადლობა უთხრას ვილის რომ ათამაშა აწი არცერთ თამაშზე აგარ მოუწევს თამაში ძირითადში დადიოდა მინდორზე ვინც იყო სტადიონზე კარგად დაინახავდა როცა კვარაცხელია ფლანგებს იცვლიდა შუაში შედიოდა როგორმე სადმე ბურთი მიეღო, თავის თავზეა დამოკიდებული და ჯამრთელობაც შეუწყობს ხელს თავის ტალანტს გამოიყენებს რადგან ნოლიდან აქვს დასაწყები კარიერა
Soso
04 ივნისი 2022 16:18
6
წარმატებები საქარტველოს ნაკრებს... ბულგარეთსა და მაკედონიაში!!!
tngh
04 ივნისი 2022 15:31
1
არცერთი შედეგი არ განიხილება გარდა მოგებისა. უნდა მოვუგოთ. ჩემი აზრით ჩაკვეტაძე უნდა იყოს ძირითადში. ეს ბიჭი სწრაფია და ცრუ ცხრიანზე უნდა ითამაშოს. თან უნდა იკისროს ლიდერობა რომ ირწმუნოს საკუთარი თავის და თუ ბულგარეთთან კარგად წაუვა თამაში და გოლს გაიტანს. მერე გაგახსენდებათ ძველი ჩაკვე. ის თუ ხვალ ითამაშებს და გოლს გაუტანს ბულგარეთს დამიჯერეთ როგორც ადრე ისე იქნება ვეღარ გააჩერებს ვერც მაკედონია და ფინალში (სავარაუდოდ თურქეთს შევხვდებით) ვერც თურქეთი. ღმერთი ჩვენსკენ.
roma
04 ივნისი 2022 14:43
8
გუგ კი მარა შვედებს რავა მოვუგეთ
ჯონი ტაპია
04 ივნისი 2022 18:51
0
თურქეთი იმედია ისედაც გავა ევროპაზე ჩვეულებრივი შესარჩევით და პლეი-ოფში აგვცდება, თორემ ჩვენ თურქეთის მომგები არა ვართ.
გუგა
04 ივნისი 2022 15:24
5
ჩემი აზრით, ბულგარეთს ასეთი სუსტი გუნდი არ ჰყოლია, რაც მე ფეხბურთს ვუყურებ. ტრანსფერმარკტი ჩვენს ნაკრებს თითქმის ორჯერ ძვირად აფასებს. ეს ყველაფერზე - არა, მაგრამ ბევრ რამეზე მეტყველებს. ამას დაუმატეთ ჩვენი ნაკრების საკმაოდ დალაგებული თამაში, კარგი განწყობა, კარგი მწვრთენელი და წნეხი, რომლის ქვეშაც ბულგარეთის ნაკრები ითამაშებს და მგონი დადგა დრო, ნავსი გავტეხოთ და მოვუგოთ ბულგარეთს.
გიორგიპირველი
04 ივნისი 2022 13:59
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული