გონზო მწვრთნელად - ვინ იქნება ბულგარეთის ნაკრების ახალი დამრიგებელი 12 ივნისს თბილისში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ბულგარეთს ესტუმრა და მეტოქე 5:2 გაანადგურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მეტოქის მწვრთნელმა იასინ პეტროვმა განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა.

როგორც იცით, ბულგარელები 9-ში გიბრალტარს უნდა დაუპირისპირდნენ, 12-ში კი უკვე თბილისში საქართველოსთან უნდა ითამაშონ და საინტერესოა, ვის ნიშნავენ ისინი ახალ დამრიგებლად.

ადგილობრივ პრესაში იწერება იმის შესახებ, რომ დიდი ალბათობით, პეტროვის ადგილს გეორგი ივანოვი-გონზო დაიკავებს, რომელიც ამჟამად ბულგარეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორია.

იწერება კიდევ ორი სხვა ვარიანტის შესახებ, რომელიც შედარებით ნაკლებად სავარაუდოა. ერთ-ერთი ახალგაზრდული
ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ დიმიტროვია, მეორე კი - "ბოტევის" ყოფილი დამრიგებელი ნიკოლაი კიროვი.

altსანიოლი: ფეხბურთელებს უყვართ საკუთარი ქვეყანა - დინამიკა არ უნდა დავკარგოთ

alt"საქართველოს ნაკრები ბრწყინავდა და ბულგარეთი საზარბაზნე ხორცად აქცია" - ჩრდილომაკედონიელები გვიფრთხიან

altსაქართველოს ნაკრებმა ბულგარელთა მწვრთნელი შეიწირა - პეტროვი გადადგა


მკითხველის კომენტარები / 4 /
გინდ "გონზო" იყო და გინდ "შონზო" აქაც განადგურდებიან!
მწვრთვნელი
11:18 06-06-2022
0
ლიუბომირ პენევი ყავდათ მაგათ მაგარი მწვრთნელი 90-იანეში.
ეეე
11:12 06-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული