"ჩემი სული ტირის, საუბედუროდ, ჩვენ კვლავ მონობაში ვართ..." - ბულგარეთის ნაკრების გადამდგარი მწვრთნელის ქალიშვილი საქართველოსთან მძიმე მარცხზე წერს

AutoSharing Option
ბულგარეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის, იასენ პეტროვის შვილი ვანესა პეტროვა საქართველოს ნაკრებთან მატჩს სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურება:

"გუშინ გვქონდა "პატივი", პირდაპირ ეთერში გვეყურებინა "ვასილ ლევსკის ჩამოხრჩობისთვის". ჩემი სული ნამდვილი ბულგარელივით ტირის!

მჯეროდა, რომ ის სულისკვეთება, რაც მამაჩემმა და მისმა გუნდმა დათესეს, ყველა უბედურებაზე გაიმარჯვებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საუბედუროდ, ჩვენ კვლავ მონობაში ვართ... 

ვიცი, რომ ფეხბურთს, რომელსაც მამაჩემი თავის ასისტენტებთან ერთად ქმნის, არის ნამდვილი სიამოვნება თვალისა და გულისთვის. გუშინდელი სისხლიანი წარმოდგენის შემდეგ თავს ნამდვილად დაზარალებულად (გაძარცვულად) ვგრძნობ.

მთავარ გმირებს და
სცენარისტებს წარმატებებს ვუსურვებ რეჟისურაში, მაგრამ არა ფეხბურთში. რასაც იქ აკეთებენ, უბრალოდ ეს არ შეუძლიათ.

პატივისცემა მამაჩემის და ყველა ღირსეული ბულგარელის ღვაწლის წინაშე, რომლებიც პატიოსნად, დიდი სურვილითა და კეთილგანწყობით შოულობენ საარსებო წყაროს.

კარგი ზრახვები ყოველთვის იმარჯვებს.

ყველაზე დიდი გამარჯვება კი ისაა, რომ მშვიდად იძინო, ამაყად ასწიო თავი და ყველას მშვიდად ჩახედო თვალებში, რადგან იცი, რომ მათთან სავსებით მართალი იყავი!

გული და სული ბულგარეთისთვის! ღმერთმა დაგვიფაროს! “ – დაწერა ვანესამ სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ანუ რა დონეზე აქვს ქართულ ფეხბურთს ავტორიტეტი დაცემული, რომ ჩვენთან წაგება დამამცირებლად და ტრაგედიად მიაჩნიათ.... მეგობრებო, მოდით ამ საკითხს ამ კონტექსტშიც შევხედოთ ...არადა, ჩემს დროს ,, დინამო " ბულგარელებთან არც იკადრებდა თამაშს... ღმერთო, ნეტავ როდის მივაღწევთ იმ დონეს დაახლოებით მაინც...
გიორგი 50
07 ივნისი 2022 14:07
1
როგორ არ იკადრებდა, უთამაშიათ ბევრჯერ...
ვენეციის კომისია
07 ივნისი 2022 14:31
3
რა შუაშია ჩვენი დონე ? სახლში 2-5 ბრაზილია-გერმანია-ბელგიასთანაც რომ წაეგოთ მასინაც ასე ოტირებდა ვანესავ და მთელი ბულგარეთიც !
zura222
07 ივნისი 2022 17:50
5
ოჰ ბიჭებო, რა "დაუნდობლები" ხართ. ეხლა ჩრ. მაკედონიასაც იგივე დღეში ჩააგდებენ და მთელს ევროპას გადაგვკიდებენ ესენი)))
შოთა
07 ივნისი 2022 11:39
1
ერთადერთი, რა აზრიც გამოვიტანე შენი საუბრიდან, ისაა, რომ ლამაზი გოგო ხარ.
გიორგი
07 ივნისი 2022 11:40
5
აზროვნება შენი პროფესია უნდა იყოს
ალექსანდრე
07 ივნისი 2022 12:25
1
ვანესას ნუგეში უნდა
შაკო
07 ივნისი 2022 10:49
3
მეგობრებო, როგორც ხშირად, ახლაც ეიფორიაში ვააართ... უახლოეეს 2 -3 თამაშში გამოჩნდება ,,აბანოში'' რეალურად რა ეტაპზე ვართ... და ნუ დასცინით დამარცხებულეებს... აჯობეებს წინ ვიყუროთ და ცრუ ილუზიებს ნუ შევიქმნიიით.... წარმატებები და ცივი გონებით ანალიზი...მითუმეტეს ნაკლოვანებები საკმაოდ გვქონდაა...
გიორგი-50
07 ივნისი 2022 20:08
2
არ ინერვიულო გენაცვალე, თბილისშიც მოგიგებთ
gio
07 ივნისი 2022 11:36
1
სამაგიეროდ კიტრი–პომიდორი–ლეჩო–კონსერვები თქვენია! გიორგი დიმიტროვიც... ასეა ეს!
ფ. ტ.
07 ივნისი 2022 14:06
0
"ჩემი სული ნამდვილი ბულგარელივით ტირის!"

არ იტირო ლამაზო, გპირდები რომ მე დაგამშვიდებ და ცივ ნიავს არ მოგაკარებ
ტყეშელაანთ გიჟი
07 ივნისი 2022 11:19
13
ცოტა რთულია დასკვნების გამოტანა, ალბათ გულისხმობს რომ ზოგი ფეხბურთელი ყიდის თამაშებს ან სპეციალურად ჩაისვარეს, რომ მწვრთნელი გაეშვათ. მეტი კონკრეტიკაა საჭირო
***
07 ივნისი 2022 13:48
0
უუჰ, რა მარწყვივით გოგოა? იფ იფ იფ, უფ უფ უფ ...
სიმართლე
07 ივნისი 2022 18:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული