გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
კვარაცხელია გადის მოედნიდან და სანიოლს ეუბნება: "ფეოლა მოვიგეთ". სანიოლი - გაგიჭირდებოდათ :)!, რა არის ეს! , რას გავს ეს! თქვენ გული არა გაქვთ! ნახეთ როგორ ტირიან ის საწყლები! რა ანგარიშია ეს! ცოდოები არ არიან?!, არ გეცოდებათ?! :):):)
ნიკოლოზი
10 ივნისი 2022 08:28
0
წლებია, სახლში და ახლობლები დამცინოდნენ, რას ნერვიულობ საქართველოს ნაკრებზე, ამათგან არაფერი გამოვა, რატომ უყურებ ყველა თამაშსო...
გამოვიდა....უკვე გამოვიდა, ამიტომაც მტკიოდა გული ამდენი წელი, რომ ვიცოდი და მჯეროდა, ეს დღეც დადგებოდა.
კვარა ძალიან მაგარია, ტოპია, მაგრამ ეს გუნდი მარტო კვარა არ არის
-ორი ერთმანეთზე უკეთესი მეკარე, ლორია ასაკის მიუხედავად ტოპ-ლიგის ბევრ თავის ტოლ მეკარეს აჯობებს, მამარდა მინიმუმ 10 წლიანი გარანტიაა ჩვენი ნაკრების კარში საიმედოობის
-უგამოცდილესი და თავგანწირული დაცვა, კაშია, რომელიც უკვე წიგნებს დაწერს, როგორი უნდა მცველი. სუპერ ამბავია კვირკველიას დაბრუნება, უცხოეთის კარგ გუნდში უნდა წავიდეს, ხოჭოლავა ბოლოს და ბოლოს დადგა ის, რაც უნდა ყოფილიყო თავიდან, კაკაბაძეზე მწყდება გული, უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა, მოასწრებს. აზაროვი-მომავალია, გიორბელიძე კარგი შეცვლა
-ჩემთვის კიტეიშვილი ერთ-ერთი საუკეთესოა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ამ ბიჭმა ტრამვების გამო 10-15 % გამოავლინა მხოლოდ, მაგრამ ამასაც არ აქვს დიდი ასაკი, აბურჯანიას მაგრად მოუმატებია, წიტაიშვილი ტყუილად არ ყოფილა თურმე 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონის, უკრაინის ნაკრების გამორჩეული წევრი, ლობჟანიძე ტავდადების და გულიანი თამაშის მასტერ კლასია, კვეკვე უფრო დიდი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ, არ მოხდა ასე
-სრული სიურპრიზია ბუდუ. არ იყო ადრეც ცუდი, მაგრამ ეხლა მაგრად მაკვირვებს, ერთდროულად ასეთი მონდომებული, დინჯი, სწორ ფეხბურთს თამაშობს. ჟორჟი მომავალია, უნდა მოუმატოს
-ვილი ძალიან მაგარია. რაღაცნაირად მჯერა, რომ ჩაკვესაც გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.
დარწმუნებული ვარ, ევროპის სკაუტები უკვე დაკვირვებით უყურებენ ამ თამაშებს, ეს საქართველო ვინაა და რა მიზეზით იგებს ამდენ თამაშსო. დაიყრება ჩვენი ბიჭები ევროპაში:))
zaz197
10 ივნისი 2022 07:12
0
მე ასეთი საქართველოს ნაკრები არ მინახავს. ყოჩაღ ბიჭებს და მწვრთნელებს. ე.ი. ფეხბურთში აღმასვლა დაწყებულია.
ლევანი
10 ივნისი 2022 07:03
0
სანიოლი-VIVA!!!ბიჭები-VIVA!!!ივერია-VIVA!!!მაკედონია-VAVA!!!
QOROGLI
10 ივნისი 2022 06:35
0
აბა სადა ხართ ჩასაფრებულებო..თქვენი დამპალი სისხლი დავლიე...მამარდაზე რეებს წერდით...ამდენი გაბოროტებული სპორტშიც რომ ყავს ქვეყანას ამიტომაცაა კარგად ამ ქვეყნის საქმე...წარმატებები ნაკრებს...ჯანსაღი კონკურენციაა...და დაამთავრეთ ზოგიერთებმა პროფესორობა.ან კონკრეტული ფეხბურთელების აბუჩად აგდება ...ყოჩაღ სანიოლს..ყველა ფეხბურთელამდე მიიტანა ის აზრი რომ ...ყველა საჭიროა..ყველას აძლევს შანსს...კარგია ლორიაც და თუ შეცვალა.ესეიგი საჭიროა..ასევე შეცვლის სხვებსაც...და ეს არ ნიშნავს რომ ვიღაც ცუდია ან უნდა ვლანძღოთ...მესი რომ გენიაა...იმასაც კი ცვლიან ზოგ თამაშში...უფალი ფარავდეს საქართველოს...
კიეზა
10 ივნისი 2022 04:48
0
სანიოლის საქციელი დასაფასებელია საქართველოში რომ დაიწყო ცხოვრობა მაგრამ იმედია კეთილსინდისიერი პროფესიონალია და დამოუკიდებლად აზროვნებს ფედერაციისგან არ იღებს რჩევებს. სხვა მხრივ კარგი ბიჭები გვყავს და ყველაფერი კარგად იქნება, ეს გამარჯვებები კარგია მაგრამ საჭიროა სიფხიზლე ყველას საქმიანობა ობიექტურად უნდა გაანალიზდეს. მადლობა კვირკველია რომ დააბრუნა ძირითადში და და კარგი იქნება თუ აღარ გარისკავს ზოგიერთი საეჭვო ფეხბურთელებით.
mkitxveli.
10 ივნისი 2022 04:34
55
pasuxi- გეთანხმებით, არ არის გამორიცხული,რომ ფოკუზი განმეორდა,ჩრდილოეთ მაკედონიასთან თბილისში წაგებული მატჩის! უზომო ფული დაიდო საბუკმეკერო კანტორებში საქართველოს იმ მატჩის არ წაგებაზე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში! მე ახლაც ვერ ვიჯერებ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში არნახული შანსი რომ ხელიდან გავუშვით??? ფულს დიდი ძალა აქვს! საფეხბურთო მაფია საქართველოს ვალს უბრუნებს! 9 წელი საქართველოს ნაკრაბს მოგება არ ჰქონდა და უცბად ფენიქსის მსგავსად ფერფლისაგან აღზევდა????. . . . . . . . . . . . . . . . P.S. ამდენი სიხარულის შემდეგ, არ არის ლამაზი ასეთი რამის წერა, მაგრამ ისიც არ შეიძლება ბრმად ვენდოთ დღევანდე საფეხბურთო მაფიას. ჩრდილოეთ მაკედონია მეორე ტაიმში ნეტავ რატომ გაჩერდა??? ორი თვის წინ იტალიასთან გასვლით მატჩში თუ ეყო ძალები რომ გამარჯვება მოეპოვებინა, ახლა რა ჯანდაბა დაემართათ???

....
10 ივნისი 2022 19:43
1
ტტტტ ჰმ რა პრეტენზიები გაქვთ რა კომენტარია შენ ფეხბურთს უყურებ ან რამე გაგეგება საერთოდ? ან კითხვა მაინც იცი წესივრად და საერთოდ ცხივრებაში რა ხდება გონზე ხარ ეხლა შენ საერთოდ??? ახალი ჩამოთრეული რო იყო ეს შენი სანიოლი რეებს აკეთებდა რა შემადგენლობებს აყენებდა კოსოვოსთან 5 დებიუტანტი რო შეაგდო თან ეროვნული ლიგიდან და დღემდე რო ყავს ზოგიერთები მაზოხისტურად ამოჩემებული მაგას ვერ ხედავ ან რა წერია უცნაური და გაუგებარი შენ ხო არ ატრ@კუნებ რამდენი წლისა ხარ საერთოდ
pasuxi
10 ივნისი 2022 13:46
7
ყველა გამოხმაურება
ოოო, ახლა ოოო. კვარაცხელია ხომ ნაპოლიში მიდის, სულ მალე დანარჩენ ნაკრების ფეხბურთელებსაც ვიხილავთ ევროპის TOP საფეხბურთო ლიგებში! ბოლო ათი წელია ამ მხრივ მოვიკოჭლებთ.
....
10 ივნისი 2022 03:49
1
სუსტებს განსაცდელი ელით
გოგა
10 ივნისი 2022 03:22
0
თქვენი დედის დისლაიქები გამოიღეთ
X.
10 ივნისი 2022 03:19
5
მე ვარ საქართველო, შენ ხარ საქართველო და ჩვენ ვართ საქართველო!
T.q
10 ივნისი 2022 03:18
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული