გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
როგორ მომწონს ამ ნაკრების მკვლელი კონტრშეტევებიიი... მადლობა ბიჭებს და მადლობა ვილის, ეტყობა ნაკრებში დიდებული ატმოსფეროა
bftdghvm
10 ივნისი 2022 01:12
0
ყოჩაღ ვილი! მართლა ბრავო!
ბს
10 ივნისი 2022 01:11
0
მგონი სულ დაავიწყდათ თუ ვინმესთვის მოუგიათ მაკედონიელებს:)
7კ7
10 ივნისი 2022 01:11
0
გამაიძრეეეეთ!!!!! სულ მეკარეს ბრალია, ეგრე რო არ გაგებრაზებინა ჩვენი ბიჭები მაგდენ გოლს არ გაგიტადნენ. ეხლა კი გახდები მე-2 ან მე-3 მეკარე......
rigiti
10 ივნისი 2022 01:11
0
წინ კიდევ ბევრი სიხარულია.. გენაცვალეთ!
თემური
10 ივნისი 2022 01:11
0
ასეთ მწვრთნელს დიდი ხანი ელოდა საქართველოს ნაკრები და მადლობა ყველას
შოკირებული გულშემატკივარი
10 ივნისი 2022 01:10
0
Saniolim gundad aqcia nakrebi.egeti nakrebi ar gvyolia.oto rehagelma amowia saberzneti da evropac moigo,mgoni igives aketebs.otomac saberznetshi icxovra da ishroma.vilic igives aketebs.arcert ucxoels amdeni xani ar ucxovria aq.gilocavt yvelas.
Gia
10 ივნისი 2022 01:09
0
ასეთ მწვრთნელს დიდი ხანი ელოდა საქართველოს ნაკრები და მადლობა ყველას
შოკირებული გულშემატკივარი
10 ივნისი 2022 01:09
1
რაო, რაო ქართველებს ნელი მცველები ჰყავთო, მათი სისუსტებიც ვიცითო და ჩვენს თამაშს მოვახვევთო...
უაჰაჰაჰა!!!
მადლობა ვილის და ბიჭებს!!!
10 ივნისი 2022 01:09
1
მ ა დ ლ ო ბ ა!!!
შალვა 73
10 ივნისი 2022 01:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული