გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
დაგვიბრუნეთ ვაისი! ) ეს ნამეტანია უკვე
სლავა
10 ივნისი 2022 01:08
0
დიმიტრევსკის ინსტაგრამს შევესიოთ და მაგრა დავცინოთ გუშინდელელზე გოლგაუშვებლად მოვიგებთო რო იქადნებოდა.დ.დ.
ბაბა
10 ივნისი 2022 01:08
6
ყოჩაღ ბიჭებს.აი მაგალითი იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს გუნდში ჯანსაღ კონკურენციას და მაგარ სათადარიგო სკამს.ყველას დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის.ოხ რას მოიფხანდა გულს იტალიელი გულშემატკივრები? კვარას თამასა, კიდევ უფრო მაღლა აიწევს.❤❤❤
გულშემატკივარი
10 ივნისი 2022 01:07
1
ლამის გული გამისკდეს სიხარულით. ჯიგარი ჩადეს და რევანში აღებულია. რა დამაძინებს ახლა არ ვიცი.იეეეეს!!!!!!
ჟორა ხვედელიძე
10 ივნისი 2022 01:06
0
დაე იტალიელები ჩამოვიდნენ და თვეში 30 ლარად ვასწავლოთ როგორ გავუტანოთ გოლი მაკედონიას. .
დიდება ცოცხალ გმირებს, მე ვფიქრობ რევანში შედგა.
ვანჩოპე
10 ივნისი 2022 01:05
1
სად ხართ ფეხბურთის პროფესორები ვაისს რო.იცავდით მთელი საფეხბურთო სამყარო და ვაი ჟურნალისტები არადა მხოლოდ ერთი კითხვის დასმას გთხოვდით გეკითხათ ვაისისთვის იმ შედეგით რაც მან პირველ შესარჩევში აჩვენა სადმე დედამიწის ზურგზე კონტრაქტს გაუგრძელებდნენ. გამოგვატოვებინა უდიდესი საფეხბურთო ზეიმი კიდე უარესებს დავწერდი მაგრამ ისე ვარ გახარებული საერთოდ არ მინდა ვაისის გახსენება მადლობა ყველას თითოელ ფეხბურთელს ყველას მწვრთნელებს მთლიან სტაფს დღეს ქართველებმა მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ რომ ჩვენ უმაგრესი ერი ვართ და თუ ერთად დავდგებით ისე როგორც ერთ მუშტად იყო შეკრული ჩვენი ნაკრები ვერავინ დაგვიდგება წინ და ყველაფერს გადავლახავთ უკან გაი...თ თქვენი კანდიდატის სტატუსი.
კახა
10 ივნისი 2022 01:05
9
Vaisma ki ara Ufro koronam dagvagalata.ar iyo kvara da kite.
Pasuxi
10 ივნისი 2022 07:52
0
ნახეთ ჩემი კომენტარები. 0:3 და 0:5 ვვარაუდობდი. მგონი ვერ გამოვიცანი:დდდ მადლობა ბიჭებს ამ თავდადებისთვის და ყოველი სანთიმეტრისთვის ბრძოლისთვის. მადლობა სანიოლს. ღმერთი ჩვენსკენ. ყველაზე რთული მატჩი 12 ში გველოდება და უნდა მოვიგოთ ყველაფრის ფასად.
roma bejanidze
10 ივნისი 2022 01:05
0
ყოჩაღ ბიჭებო.ესე ერთი და სხვა მრავალი.....ხვიჩამ რა უქნა იმ ტიპს გოლის დროს,მასტი ვერ გაერკვა სად იყო და რატომ....
კახა ქ.
10 ივნისი 2022 01:04
0
ვერ ყოფილა მათი მეკარე სიტყვის კაცი). ვიღაც რუსი ჟურნალისტი ამბობდა ხვიჩას დარტყმა არ უვარგაო ).
ვინ იცის ამ ჯგუფიდან რომ გავალთ, უფრო სწორად გასულები ვართ, მერე ვის ვხვდებით?
დავით 67
10 ივნისი 2022 01:03
0
მე უკვე თურქეთზე მეფიქრება
მაქსიმუს
10 ივნისი 2022 01:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული