ანშლაგი "დინამო არენაზე" - მოკლე დროში ყველა ბილეთი გაყიდულია

AutoSharing Option
საქართველო-ბულგარეთის შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები გულშემატკივრებმა რეკორდული სისწრაფით შეიძინეს. "დინამო არენის" სალაროების გახსნიდან რამდენიმე საათში ყველა ბილეთი გაიყიდა -  ამის შესახებ Nakrebi.ge უწყება. სტადიონის ტევადობა 54 ათასს შეადგენს.

საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, ეს მოსალოდნელიც იყო. ვილი სანიოლის გუნდმა მომავალი მეტოქე რამდენიმე დღის წინ სტუმრად (5:2) გაანადგურა, შემდეგ კი ჯგუფის ლიდერი ჩრდ. მაკედონია მისსავე მოედანზე (3:0) დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს.

შეგახსენებთ, მე-4 ტურის მატჩი 12 ივნისს, 20 საათზე, "დინამო არენაზე" ჩატარდება.

altფეხბურთი გვაერთიანებს - 30 წელია, მეტს არაფერს ვითხოვდით...

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვინც მოდიხართ თამაშზე. აუცილებლად იმღერეთ მთწლი გულით ჰიმნი, მოიხსენით ეს უაზრო კომპლექსები ვაიმე ხმა არ მაქვს და ეგეთები. ყველაზე მაგარი ჰიმნი გვაქვს, ყველაზე მაგარი დროშა გვაქვს და 55 ათასი ქართველი რო იმღერებს ერთად ჩათვალეთ უკვე 1-0 ვუგებთ. იამაყეთ ერთმანეთით და საქართველოთი!!
3
განსაკუთრებული ხალხივართ. მე არ მეგულება ქვეყანა სადაც გიბრალტართან 45 ათასი კაცი მივა, ჩვენ მივედით. ბულგარეთთან 2 დღეში ბილეთები აღარ დავტოვეთ. სემიჩკის ჭამას მოვუკლოთ და ფან კულტურა ავიმაღლოთ, ჰიმნი ვიმღეროთ ერთად მორიდების გარეშე და მერე ნახეთ თქვენ სიამოვნება.
თბილისელი
16:29 10-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული