ვინ იყო საუკეთესო? - საქართველოს ნაკრების შეფასება

AutoSharing Option
ჩრდ. მაკედონია - საქართველოს (0:3) შემდეგ, გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი მამარდაშვილი (7.0) - "ვალენსიას" მეკარისთვის მეტოქეებს განსაკუთრებული სირთულეები არ შეუქმნია. ოფიციალურ მატჩში დებიუტის მიუხედავად, მამარდაშვილი აუღელვებლად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

Sportall.Ge

საბა კვირკველია (7.5) - ბულგარეთთან ცოტა არასტაბილური მატჩის შემდეგ, კვირკველიამ ნაკრების მაისურით ბოლო წლებში ალბათ, საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, ძალიან თავდაჯერებული იყო და თავისი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინა.

გურამ კაშია (7.0) - კაპიტანი, რომელიც ჩვენი დაცვის ხაზს ხელმძღვანელობს, დამაჯერებელი იყო და მოწინააღნდეგეებს გოლის გატანის მინიმალური შანსი
მიეცა.

დავით ხოჭოლავა (8.0) - "კოპენჰაგენის" მცველი მშვენიერ სანაკრებო მატჩებს ატარებს, თანაც ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც დასვენების საშუალება არ მისცემია. უშუალო მოვალეობის კარგად შესრულების გარდა, ხოჭოლავამ მშვენიერი პასი შემოგვთავაზა და მონაწილეობა საგოლე კომბინაციაში მიიღო.

ოთარ კაკაბაძე (7.5) - ზედიზედ მეორე მატჩში მარჯვენა ფლანგზე დაბრუნებულ კაკაბაძეს, ისევე როგორც მთლიანად ნაკრებს, პირველი ტაიმი ნაკლებად დამაჯერებელი ჰქონდა. მცველმა უწყინარ სიტუაციაში გაფრთხილებაც მიიღო, მეორე ნახევარში კი (83-ე წუთამდე ითამაშა) ბევრი სამუშაო გასწია როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი (7.5) - კვეკვესკირის თამაშიც ორ ნაწილად უნდა გაიყოს - საწყის 45 წუთში ნაკლებად დამაჯერებელი იყო, მეორეში კი შეტევებს ამწვავებდა, ტემპსაც მოუმატა და მშვენიერი ჩაწოდების შემდეგ, კიტეიშვილს გაატანინა.

გიორგი აბურჯანია (7.0) - "აბუ" კვლავ მონდომებული იყო,  გამწვავებას ცდილობდა და თავი ართმევაშიც დაგვამახსოვრა, მაგრამ ბოლო მატჩებში ყველაზე სუსტი შეხვედრა გამოუვიდა, პრესინგის თამაში გაუჭირდა, ნაკლებად მწვავე იყო და დაღლილობაც დაეტყო -  ის სამივე შეხვედრაში სასტარტოში იყო.

გიორგი წიტაიშვილი (8.0) - გიორგი ახალ პოზიციას კარგად მოერგო, ენერგიულია და საჯარიმოში კარგი ჩაწოდებებით გამოირჩევა. წიტაიშვილმა მშვენიერი საგოლე პასი გააკეთა და ამ გოლმა სერიოზული საბოლოო შედეგში სერიოზული გარდატეხა შეიტანა.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი (8.5) - ზურიკო ისევ კარგად გამოიყურებოდა, ბურთს ინარჩუნებდა, უტევდა, ამავდროულად კი მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, ბოლომდე დაიხარჯა.

ხვიჩა კვარაცხელია (9.0) - ხვიჩა საქართველოს ნაკრებში ისევ საუკეთესო იყო - მისმა მეორე გოლმა თამაშის ბედი მნიშვნელოვნად გადაწყვიტა, შორიდან ბრწყინვალედ დაარტყა და გაიტანა. კვარაცხელია ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მასზე გაზრდილი ყურადღების მიუხედავად, მოწინააღმდეგეებს მაინც იოლად უმკლავდებოდა.

ბუდუ ზივზივაძე (8.5) - ბუდუ ისევ მშვენიერ ფორმაშია და საკუთარ საქმეს ასევე ასრულებს - მომენტი გოლად აქცია. ამის გარდა ბევრუ სამუშაო გასწია.

Sportall.Ge

ოთარ კიტეიშვილი (8.0) - ოთოს შემოსვლა ნაკრებზე ისევ დადებითად აისახა. კიტეიშვილმა კვლავ რამდენიმე კარგი პასი შემოგვთავაზა, მეტოქის ნახევარდაცვას არაფრის გაკეთების საშუალებას აღარ აძლევდა და ნაკრებში სადებიუტო გოლის ავტორიც გახდა.

გიორგი მიქაუტაძე (6.5) - წინა შეხვედრებოსგამ განსხვავებით, "ჟორჟი" ნაკლებად აქტიური იყო, თუმცა მატჩის სცენარიდან გამომდინარე, მთავარი მწვრთნელის დავალება უფრო მეტად ბურთის შენარჩუნება იყო, ვიდრე გამწვავება.

ლადო მამაუჩაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, საბა ლობჟანიძე - სანიოლმა ისინი კონკრეტული დავალებებითა და გეგმებით შემოიყვანა, საქართველოს ნაკრებმა კი გამარჯვება ბოლომდე მშვიდად მიიყვანა. თავის გამოსაჩენად და შესაფასებლად ცოტა დრო მიეცათ.

ვილი სანიოლი (9.5) - საქართველოს ნაკრებს პირველი ტაიმი კარგი არ ჰქონდა, თუმცა შესვენებაზე საქმეში მთავარი მწვრთნელი ჩაერთო, ტაქტიკა სწორად დაგეგმა და საბოლოოდ, მშვენიერი გასვლითი გამარჯვება გაიფორმა.

საქართველოს ნაკრებში საკუთარი საქმე ყველამ ზედმიწევნით იცის, რაც სწორედ სანიოლის დამსახურებაა, გუნდში დისციპლინა იგრძნობა. ცოტა ხნის წინ, გოლების გატანის პრობლემაზე ვსაუბრობდით, ახლა კი 3 მატჩში "ჯვაროსნებმა" 12 გოლი გაიტანა, თანაც აღსანიშნავია, რომ შვიდმა სხვადასხვა მოთამაშემ შეძლო, ირაკლი აზაროვის გოლი კი ავტოგოლად ჩაითვალა.

altფეხბურთი გვაერთიანებს - 30 წელია, მეტს არაფერს ვითხოვდით...

მკითხველის კომენტარები / 20 /
თამაშის ბედი გადაწყვიტა წიტაიშვილის იდიალურმა პასმა და რა თქმა უნდა ზივზივაძეს გოლმა.ამის შემდეგ გატყდნენ მაკედონიელები.ცოტა ხანში კიდევ გაიმეორა მაგრამ დავითაშვილმა თავით გააფუჭა.
ჩემი აზრით
12 ივნისი 2022 02:01
0
კვარაცხელიას ფაქტორზე მინდა ვთქვა--სანიოლი ძალიან კარგად იყენებს კვარას ფაქტორსა-რუბინში იმდენს ვერ მიხვდნენ რომ კვარას მეტოქეები განსაკუთრებულ ყურადღენას აქვებდნენ და ბურთს რომ მიიღენდა 2-3 და ხშირად 4 მეტოქე გადადიოდა იმასთან და ვერ იყენებდნენ ამის გამო გაჩენილ თავისუფალ ადგილებს დაცვაში და სანიოლი პირიქით ძალიან კარგად იყენებს ! მე ვფიქრობ რომ ხვიჩა ხვალ აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს და მთელი თამაში თუ არა მინიმუმ 80 ნწუთი უნდა ითამაშოს თანაც ეს ბოლო თამაშია ივნისის და ძალების დაზოგვაზე აღარაა ლაპარაკი და ყველა უძლიერესმა უნდა ითამაშოს
zura222
11 ივნისი 2022 19:48
0
გეთანხმები, ოღონდ ვერ მიხვდა კი არა, ვერ გამოიყენა ფიზიკურად ეგ ფაქტორი. რუბინს შეტევაში ჩვენნაერი სწრაფი, ტექნიკური ამდენი შემტევი არ ყავს
ზურას
11 ივნისი 2022 23:14
0
პირველ ტაიმში ცოტა სისწრაფეში გვჯობნიდნენ. მეორეში, რომ დაიღალნენ, ჩვენებმაც გაილაღეს. შორიდან დარტყმებიც უნდა ჩართონ უფრო მეტად შეტევის არსენალში.
Joseph
11 ივნისი 2022 19:28
0
ყველანი კარგები იყვნენ, ხვიჩა საერთოდ სხვა განზომილებაა.ასევე სასიამოვნო იყო კვირკველიას მაგარი თამაში, ის რომ მაღალი დონის მცველია ეს არავისთვისაა სიახლე, თუმცა ბოლო პერიოდებს თუ გადავხედავთ ის ვერ იყო დამაჯერებელი, მაკედონიაში კი უბრალოდ შეუდარებელი იყო.მადლობა მას ამისათვის და სანიოლს, რომ ანდო ადგილი ძირითადში.
ქობულეთიდან
11 ივნისი 2022 17:35
0
კვირკველიამ ძალიან მაგრად ითამაშა. მაგისი საუკეთესო წლები გამახსენდა.
სტუმარი
11 ივნისი 2022 18:49
0
ჩემი აზრით საუკეთესო იყო ქვილითაია, უარი რომ განაცხადა ჩამოსვლაზე.
მაგას რომ ეთამაშა მთლა არ დავიღუპებოდით?
კ ო მ ბ ლ ე
11 ივნისი 2022 16:46
16
მადლობა თქვენ გამოცემას რომ მომეცით საშვალება ჩემი აზრის დაფიქსირების.Ჩემმა საყვარელმა გაზეთმა ლელომ ჩემ უსერუზუელეს კომენტატს ლაიქ დიზლაიქები დაუბლოკა.კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა.
გიორგი
11 ივნისი 2022 16:34
3
მადლობა თქვენ გამოცემას რომ მომეცით საშვალება ჩემი აზრის დაფიქსირების.Ჩემმა საყვარელმა გაზეთმა ლელომ ჩემ უსერუზუელეს კომენტატს ლაიქ დიზლაიქები დაუბლოკა.კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა.
გიორგი
11 ივნისი 2022 16:33
2
აქ კომენტარებში აღნიშნეს, რომ გადაბმულად კარგი მატჩების ჩატარება შემთხვევითობა უკვე აღარაა, რასაც სრულად ვეთანხმები. გუნდმა 8 თამაში ჩაატარა მაღალ დონეზე, ითამაშა გამართული ფეხბურთი, გაიტანა გოლები არც თუ ხელწამოსაკრავ გუნდებთან. ადრე ყარაულის თოფივით რომ გაგვივარდებოდა და ვიღაცას გავამწარებდით, ეს ზუსტადაც რომ სუსტი და შეუმდგარი გუნდების ბედია. ასეთი სტაბილურობა კი, როგორიც დღეს გვიჭირავს მხოლოდ ძლიერ და საკუთარ თავში დარმუნებულ გუნდებს ახასიათებთ.

ლომის წილი ამ საოცარ ტრანსფორმაციაში რაღა თქმა უნდა ვილის ეკუთვნის. ხალხი სტადიონზე მოაბრუნდა ამ კაცმა და არა მარტო ნაკრების მატჩებზე.

ბარემ იმასაც მოგახსენებთ რაც არ მომწონს: ესაა ხშირი ჯარიმები და უხეშობა. ზოგადად ქართული გუნდები არასოდეს არ თამაშობდნენ უხეშად, ახლა კი რამოდენიმე ისეთი მომენტი იყო, თანაც უწყინარ სიტუაციაში, როცა მეტოქის ფეხბურთელს შეიძლებოდა მძიმე ტრავმა მიეღო, ჩვენიანი კი გაეძევებინათ.

თუმცა დაწმუნებული ვარ რომ ესეც დროებითია და ყველაფერი ნამეტანი მონდომებისგან მოსდით.

ღმერთმა ქნას ეს სტაბილურო გაგვიგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენი გუნდი ანგარიშგასაწევი გახდება ნებისმიერ დონეზე.

დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს და ბიჭებს, მთელ კოლექტივს.
დათო
11 ივნისი 2022 16:25
0
ერთი რაც არ მომეწონა -მსაჯთან კამათი, ჯერ ართი უაზრობაა არ გადათქვამს თავისას, მეორე ყვითელი ბარათის მიღების ალბათობა
ალეკსანდრე
11 ივნისი 2022 14:22
1
პარალელს გავაკეთებდი არველაძეები, ქეცბაია, ქინქლაძის გუნდთან, დიახ ინდივიდუალისტები კი იყვნენ და უკეთეს კლუბებში თამაშობდნენ, მაგრამ ნაკრებში მონდომება აკლდათ (ქეცბაიაზე ამას ვერ ვიტყვი),ალბათ ტრამვებს უფრთხოდნენ, მეორე მიზეზი კი ის არის, რომ დღეს გაცილებით გრძელი სკამის ფუფუნება გვაქვს და როგორც ვხედავთ ვიწრო ინტერვალში ჩატარებული 3 თამაშში ფიზიკითაც დავჩაგრეთ ევროპელები. მესამე ფაქტორი სანიოლია.
მინდია
11 ივნისი 2022 13:50
0
გეთანხმები და ერთს დავამატებდი, დღევანდელი ნაკრებისგან განსხვავებით მათ დროს ნაკრებში არაჯანსაღი სიტუაცია იყო, "კუტოკებად" იყვნენ დაყოფილი და გუნდი არ იყო შეკრული.
დათო
11 ივნისი 2022 14:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული