სანიოლი: ჩემი ფეხბურთელები უშიშრად თამაშობენ და შედეგიც სახეზეა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ბულგარეთთან მეოთხე ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენი ნაკრები მხარდაჭერას უცხადებს ბულგარეთის ნაკრებს და დაშავებულ ფეხბურთელს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

იშვიათი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებს ასეთი წარმატებული სერია აქვს. ფეხბურთელებმა რთული 2-წლიანი პერიოდი გადაიტანეს - გავიხსენოთ პლეი-ოფის ფინალი მაკედონიასთან, 1:4 მარცხი ბულგარეთთან.

29 მოთამაშიდან საკმაოდ ბევრი გამოვიყენეთ და მათ დავალებები ზედმიწევნით კარგად შეასრულეს. ვარჯიშების დროს სტანდარტული სიტუაციების გამოყენებაზე ვივარჯიშეთ. უნდა აღვნიშნო ფეხბურთელების თავდადება, ისინი უშიშრად თამაშობენ და შედეგიც სახეზეა.

წიტაიშვილით ძალიან კმაყოფილი ვარ, ის
მარცხენა ფლანგზე კარგად თამაშობს, ისევე როგორც აზაროვი და გიორბელიძე - თავის გამოჩენის შესაძლებლობა მათაც მიეცათ.

საკმაოდ დიდი არჩევნი გვაქვს და ეს მახარებს, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ოთარ კიტეიშვილის მაგალითი რომ ავიღოთ, მას ბევრი არ უთამაშია, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა. ჩვენი მთავარი მიზანია, გუნდში არსებული ეს მენტალობა შევინარჩუნოთ.

ადრეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ 3 შესანიშნავი მეკარე გვყავს. მამარდაშვილი "ვალენსიაში" თამაშობს და მისი სასტარტოში დაყენება არანაირ რისკს არ წარმოადგენდა.

აზაროვი ბულგარეთში კარგად გამოიყურებოდა, ჩვენი მთავარი მიზანი ძალების გადანაწილებაა და ირაკლიმ ჩრდ. მაკედონიაში ამის გამო არ ითამაშა.

ყოველთვის ვცდილობ, სამართლიანად მოვიქცე. როცა ასე ხდება, ფეხბურთელებს ჩემი გადაწყვეტილების ესმით. ის ფეხბურთელები, რომლებიც სამივე შეხვედრაში ტრიბუნაზე ისხდნენ, ამ გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებიან და მონდომება არ აკლიათ. ჩაკვეტაძე მუდმივად იღიმოდა.

რაც შეეხება მიქელთაძეს - ზივზივაძე და მიქაუტაძე კარგ ფორმაში არიან და მას შემადგენლობაში მოხვედრა ამის გამო უჭირს".

მკითხველის კომენტარები / 15 /
სამართლიანობა არის ყველა წარმატების საწინდარი. ვცდილობ სამართლიანი ვიყოო, რადგან ეს გუნდზე დადებითად აისახებაო. ამიტომაც დაიწყო გუნდმა თამაში. იყო სამართლიანობა ვაისას დროს? ან მანამდე? როცა ფეხბურთელს დამსახურების მიხედვით იძახებ და არა საახლობლოთი, ბიჭები აფასებენ ამას, ხვდებიან რომ თუ ითამაშებენ შანსი მიეცემათ, ასე განვითარდა ევროპა და კი ვხედავთ რა ფეხბურთსაც თამაშობენ, რა ქვეყნები აქვთ აშენებული. ესაა განვითარების საფუძველი. ყოჩაღ სანიოლ
ლევან მაღლაკელიძე
12 ივნისი 2022 00:00
1
100% მაგის ბრალია . თუ შემადგენლობას გადავხედავთ, თითქმის ყველა კმაყოფილი ვართ ხოლმე სასტარტოთი. და თუ ვინმე არ მოგვწონს, ზუსტად იმათ ცვლის ხოლმე თან დროულად.. (ვაისივით არაა)
ილია
12 ივნისი 2022 03:22
0
ისე მოდით რა ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ საბჭოთა კავშირობა. ძალიან გული მეტკინა რაც შეემთხვათ. გამოვხატოთ მწუხარება და სურვილი რო მომავალში ესეთი რამე არ განმეორდეს. ეგ ავტოავარია არ უნდა აისახებოდეს ანგარიშზე. გადარჩა კაცი და ძაან კაი. მახსოვს ტაშკენტის ფახთაქორი რო დაიღუპა თვითმფრინავის ავიარიის გამო. მთელი გუნდი დაიღუპა მაშინ. ხოდა ისიც მახსოვს მოსკოვის გუნდები მერე რო 3-0 ლებს რო უგებდენ . მგონი სპარტაკმა 5-0 მოუგო. ჩვენები ჩავიდენ და განგებ წააგეს . მიუხედავად იმისა რო იმ სეზონში იმ გუნდს მიცეს შეღავათი და არ გავარდა ბოლო ადგილიდანაც კი მაგრამ ის იყო საბჭოთა კავშირი და ჩვენების ღირსეული საქციელი. აგერ უკრაინაში ომია და უელსს თამაში არ უჩუქებია. ასე რომ ბიჭებო. მოიხსენით კომპლექსები. პატივისცემა და თანაგძნობა მოედნის გარეთ. არავისთან ვალში არა ვართ. ღმერთმა არ ქნას და ჩვენ რო იგივე შეგვემთხვეს სხვა ქვეყანაში, გვაჩუქებენ თამაშს.? რაღაც არა მგონია
ვალენსია რუსთავი
11 ივნისი 2022 22:02
0
ტაქტიკა არ შეცვალო ვილი, არავითარ შემთხვევაში! ჯერ არა ვართ მთლიანდ მზად,რომ მთელი თამაში თავზე დავაჯდეთ ბულგარეთს! ჩვენი თამაში კონტრშეტევები და სწრაფი ფლანგებია!
მწრთვნელი
11 ივნისი 2022 21:29
1
ბოდიშს მოვიხდი მეგობრებო მაგრამ ამის ატანა აღარ შეიძლება აუცილებელია ესეთი პროვოკატორი არსებებზე ბანის დადება საიტის მხრიდან
ნუთუ ასე გტანჯავთ ნაკრების წარმატებები და მიღწევები?
რააა ყურადღებას სხვა ვერაფრით იქცევთ და ამაში ხედავთ გამოსავალს რომ დისლაიქები მოაგროვოთ?
თუ მერე როდესღაც სადაც ფეხი დაუცდება ნაკრებს იქ გაიხსენოთ ხომ ვამბობდიო.?
ვერ მესმის ასეთი უსუსურობის და სუსტი ადამიანების ვინც ერის და ბერის წინააღმდეგ რაღაც უაზრო გასროლილ წვეტიან აზრებს აფქვევს..უბრალოდ საცოდავებად გამოიყურებით,ქართველი ერის ჩვენი სირცხვილი ხართ და მადლობა რომ არსებობთ იმიტომ რომ,თქვენ გვაძლიერებთ ჭეშმარიტ და ნამდვილ ქართველებს ჰუმანურებს და უბრალოდ კარგ ადამიანებს,თქვენ რომ არა ბოღმიანი,ბოროტი და კარგი განუსხვავებელი იქნებოდა..
მთელს საქართველოს ეცოდებით და იმედია რამე გამოსავალს ვიპოვით რომ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ გიმკურნალოთ ან რაიმე ნორმალურის და ადეკვატურის დაწერა გასწავლოთ..

რაც შეეხება ნაკრებს:
,,ჩვენ ვართ საქართველო"
მადლობა პირველ რიგში მწვრთნელს ადეკვატური შეფასებისთვის და ამომწურავი პასუხებისთვის..
მადლობა ჩვენს გმირებს და პატარა თაობის კუმირებს ეს ზღაპრული დღეები და წამები რომ გვაჩუქეს ყოველი პატრიოტი ქართველი თქვენით ამაყობს და თვალებ ანთებული მჩქეფარე გულით მოუთმენლად ველოდებით მომდევნო თამაშსს და შემდეგ თქვენი ყოველივეს კარიერაში წინსვლას, გვეამაყებით და გვჯერა რომ სწორ გზაზე ვართ და დიდი მიზნებისთვის ვიბრძვით.
რათქმაუნდა დიდი მადლობა ქომაგებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ეს ამბავი ახარებს რაც ნაკრებში ხდება..
ჰიმნი ერთხმად შევასრულოთ ფეხზე დამდგარი და ვნახოდ ვის უტყდება ამის გაკეთება))
შავი კაცი
11 ივნისი 2022 20:33
3
ბულგარეთის მწვრთნელი ამბობს სტრესის მიუხედავად მოვიგებთო და რომც ვაჩუქოთ,იტყვიან მაინც მოვუგეთო და ვერ გამიგია რატომ უნდა ვაჩუქოთ? კი ბატონო,სხვა თემაა მომხდარის გაზიარება და თანადგომა მინდორს გარეთ
სიმონ სვანიძე
12 ივნისი 2022 01:18
1
რას ქვია მოვაგებინოთ სკოლის ჩემპიონატი ხო არაა. ც ლიგაში საუკეთესო პირველადგილოსანი ფლეიოფს სახლში თამაშობს და ტინგიცის დროა? 3 თამაში მოვიგეთ და უკვე აათამაშა ხალხმა ერთი ადგილი. რატომღაც არ მახსოვს ვინმეს როდესმე თAმაში მოეცა ჩვენთვის. მოვაგებინოთ კი არა თავზე უნდა გადავახიოთ ბურთი. რაც ჩვენ მაგათ გავუმწარებივართ...
Bacho
12 ივნისი 2022 09:21
0
არ ვამბობ, რომ კომენტარი სადღეგრძელოს უნდა გავდეს, მაგრამ შეურაცმყოფელიც არ უნდა იყოს.
ამო
11 ივნისი 2022 19:44
2
მთავარია წინსვლა გაგრძელდეს. ყურადღება არ მოადუნოთ, ბულგარელებს ქაშვეთში ულოციათ. როგორც ინფორმაცია მომივიდა, მგონი ცხვარიც შეწირეს.
ჰაჰა
11 ივნისი 2022 18:19
58
უშიშრად როცა თამაშობენ კი , შედექიც სახეზეა . მაკედონიასთან პირველ ტაიმს უშიშრად თამაშს ვერ დავარქმევდი .
ბესო
11 ივნისი 2022 21:27
25
ძალიან ნუ გაშლი ფრთებს,კარგია რომ იგებს ნაკრები მაგრამ მთავარია პლეიოფები,იქ მოგებაა მთავარი..
kobi
11 ივნისი 2022 18:49
105
რა სამწუხაროა ცენზურის გამო დედისგინება რომ არ შეგვიძლია
T.q
11 ივნისი 2022 23:15
9
რა სამწუხაროა რომ ცენზურის გამო შენს ოჯახს ვერ მოვიკითხავ…
T.q-s
12 ივნისი 2022 16:13
0
ბირთვი უკვე გამოიკვეთა და ამ ფეხბურთელების გარშემო უნდა გაგრძელდეს შენება. არის კიდე რამდენიმე ფეხბურთელი ვინც კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას. ბერიძე რომ არ გამოიძახა გასაკვირია და მიქელთაძე როგორც ვიცი გამოიძახა ქვილითაიამ რომ ტრავმა მიიღო და ჩამოვიდა ავსტრალიიდან მაგრამ განაცხადში არაა რატომღაც. ძალიან დასაფასებელია რაც ოქრიმ ნაკრებისთვის გააკეთა. ერთ ერთი ყველაზე მიმწოლი და შედეგიანი ფეხბურთელია ვისაც ნაკრებში უთამაშია და ორი მოსაზრებაა:1) მისი გამოცდილება კიდევ დაგვეხმარება შედეგის მიღწევაში და 2) ამ ახალ ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით აღარ არის და ახალი გუნდის შენება ახალგაზრდა ფეხბურთელებით უნდა მოხდეს. შეტევაში მაღალი კონკურენციაა და შესაძლოა მისმა ძირითადში გამოჩენამ დისბალანსი გამოიწვიოს მისი ავტორიტეტის გათვალისწინებით.მაგალითად ეპიზოდში თავის თავზე თამაში ვერ აიღოს დავითაშვილმა, ლობჟანიძემ ან სხვამ ვინმემ. ვაკომ უკვე გადაინაცვლა სკამზე და მშვენივრად ერთვება სკამიდან. ქვილითაიაზე და კაჭარავაზე ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა რომ იმედია თავიანთი ბოლო თამაშები უკვე ითამაშეს ნაკრებში. ჩაკვეტაძის ძველ ფორმას და გამარჯვებას გისურვებთ.
საქართველო - ბულგარეთი 3-0
გოლები: ჩაკვეტაძე, აბურჯანია, მიქაუტაძე
Bacho
12 ივნისი 2022 09:16
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული