ერთა ლიგაზე ბულგარეთთან მეოთხე ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"ჩვენი ნაკრები მხარდაჭერას უცხადებს ბულგარეთის ნაკრებს და დაშავებულ ფეხბურთელს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
იშვიათი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებს ასეთი წარმატებული სერია აქვს. ფეხბურთელებმა რთული 2-წლიანი პერიოდი გადაიტანეს - გავიხსენოთ პლეი-ოფის ფინალი მაკედონიასთან, 1:4 მარცხი ბულგარეთთან.
29 მოთამაშიდან საკმაოდ ბევრი გამოვიყენეთ და მათ დავალებები ზედმიწევნით კარგად შეასრულეს. ვარჯიშების დროს სტანდარტული სიტუაციების გამოყენებაზე ვივარჯიშეთ. უნდა აღვნიშნო ფეხბურთელების თავდადება, ისინი უშიშრად თამაშობენ და შედეგიც სახეზეა.
წიტაიშვილით ძალიან კმაყოფილი ვარ, ის
მარცხენა ფლანგზე კარგად თამაშობს, ისევე როგორც აზაროვი და გიორბელიძე - თავის გამოჩენის შესაძლებლობა მათაც მიეცათ.
საკმაოდ დიდი არჩევნი გვაქვს და ეს მახარებს, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ოთარ კიტეიშვილის მაგალითი რომ ავიღოთ, მას ბევრი არ უთამაშია, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა. ჩვენი მთავარი მიზანია, გუნდში არსებული ეს მენტალობა შევინარჩუნოთ.
იშვიათი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებს ასეთი წარმატებული სერია აქვს. ფეხბურთელებმა რთული 2-წლიანი პერიოდი გადაიტანეს - გავიხსენოთ პლეი-ოფის ფინალი მაკედონიასთან, 1:4 მარცხი ბულგარეთთან.
29 მოთამაშიდან საკმაოდ ბევრი გამოვიყენეთ და მათ დავალებები ზედმიწევნით კარგად შეასრულეს. ვარჯიშების დროს სტანდარტული სიტუაციების გამოყენებაზე ვივარჯიშეთ. უნდა აღვნიშნო ფეხბურთელების თავდადება, ისინი უშიშრად თამაშობენ და შედეგიც სახეზეა.
წიტაიშვილით ძალიან კმაყოფილი ვარ, ის
საკმაოდ დიდი არჩევნი გვაქვს და ეს მახარებს, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ოთარ კიტეიშვილის მაგალითი რომ ავიღოთ, მას ბევრი არ უთამაშია, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა. ჩვენი მთავარი მიზანია, გუნდში არსებული ეს მენტალობა შევინარჩუნოთ.
ადრეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ 3 შესანიშნავი მეკარე გვყავს. მამარდაშვილი "ვალენსიაში" თამაშობს და მისი სასტარტოში დაყენება არანაირ რისკს არ წარმოადგენდა.
აზაროვი ბულგარეთში კარგად გამოიყურებოდა, ჩვენი მთავარი მიზანი ძალების გადანაწილებაა და ირაკლიმ ჩრდ. მაკედონიაში ამის გამო არ ითამაშა.
ყოველთვის ვცდილობ, სამართლიანად მოვიქცე. როცა ასე ხდება, ფეხბურთელებს ჩემი გადაწყვეტილების ესმით. ის ფეხბურთელები, რომლებიც სამივე შეხვედრაში ტრიბუნაზე ისხდნენ, ამ გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებიან და მონდომება არ აკლიათ. ჩაკვეტაძე მუდმივად იღიმოდა.
რაც შეეხება მიქელთაძეს - ზივზივაძე და მიქაუტაძე კარგ ფორმაში არიან და მას შემადგენლობაში მოხვედრა ამის გამო უჭირს".

საქართველო - ბულგარეთი 3-0
გოლები: ჩაკვეტაძე, აბურჯანია, მიქაუტაძე
ნუთუ ასე გტანჯავთ ნაკრების წარმატებები და მიღწევები?
რააა ყურადღებას სხვა ვერაფრით იქცევთ და ამაში ხედავთ გამოსავალს რომ დისლაიქები მოაგროვოთ?
თუ მერე როდესღაც სადაც ფეხი დაუცდება ნაკრებს იქ გაიხსენოთ ხომ ვამბობდიო.?
ვერ მესმის ასეთი უსუსურობის და სუსტი ადამიანების ვინც ერის და ბერის წინააღმდეგ რაღაც უაზრო გასროლილ წვეტიან აზრებს აფქვევს..უბრალოდ საცოდავებად გამოიყურებით,ქართველი ერის ჩვენი სირცხვილი ხართ და მადლობა რომ არსებობთ იმიტომ რომ,თქვენ გვაძლიერებთ ჭეშმარიტ და ნამდვილ ქართველებს ჰუმანურებს და უბრალოდ კარგ ადამიანებს,თქვენ რომ არა ბოღმიანი,ბოროტი და კარგი განუსხვავებელი იქნებოდა..
მთელს საქართველოს ეცოდებით და იმედია რამე გამოსავალს ვიპოვით რომ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ გიმკურნალოთ ან რაიმე ნორმალურის და ადეკვატურის დაწერა გასწავლოთ..
რაც შეეხება ნაკრებს:
,,ჩვენ ვართ საქართველო"
მადლობა პირველ რიგში მწვრთნელს ადეკვატური შეფასებისთვის და ამომწურავი პასუხებისთვის..
მადლობა ჩვენს გმირებს და პატარა თაობის კუმირებს ეს ზღაპრული დღეები და წამები რომ გვაჩუქეს ყოველი პატრიოტი ქართველი თქვენით ამაყობს და თვალებ ანთებული მჩქეფარე გულით მოუთმენლად ველოდებით მომდევნო თამაშსს და შემდეგ თქვენი ყოველივეს კარიერაში წინსვლას, გვეამაყებით და გვჯერა რომ სწორ გზაზე ვართ და დიდი მიზნებისთვის ვიბრძვით.
რათქმაუნდა დიდი მადლობა ქომაგებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ეს ამბავი ახარებს რაც ნაკრებში ხდება..
ჰიმნი ერთხმად შევასრულოთ ფეხზე დამდგარი და ვნახოდ ვის უტყდება ამის გაკეთება))