დიდი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში, მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა - 0:0.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში 7 ცვლილება განახორციელა. შეხვედრა „ჯვაროსნების“ შეტევებით დაიწყო, კრაევმა საჯარიმოში კვარაცხელია წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეტოქემ ტემპის დაგდება სცადა, თუმცა ბურთი მალევე დავიბრუნეთ და მთელი გუნდით ისევ იერიშების ორივე ფლანგიდან მიტანა დავიწყეთ, 8 კუთხური ჩავაწოდეთ, მაგრამ ბულგარელები თავს კარგად იცავდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგის დაცვის
გარღვევას ვერ ახერხებდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, რაღაც სიახლის შეტანა იყო საჭირო და სანიოლმა ყაზაიშვილი წიტაიშვილით შეცვალა. შემდეგ კვარაცხელია ორ მეურვეს გაექცა, მიქაუტაძეს გადაცემა გაუკეთა და მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, მორიგი შეტევისას კი მიქაუტაძეს გატანა მიხაილოვმა არ დაანება. სანიოლმა მექვაბიშვილისა და აზაროვის ნაცვლად მოედანზე დავითაშვილი და კიტეიშვილი შეუშვა და შეტევის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა. მერე წიტაიშვილის ჩაწოდებულ ბურთზე შეცვლაზე შესულმა ზივზივაძემ მეურვეს დაასწრო, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეორე მცველს მოხვდა და საბოლოოდ ფრით დაკმყოფილება მოგვიწია.

საქართველოს ნაკრები 10 ქულით ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, რომელმაც დღეს გიბრალტარი სახლში 4:0 დაამარცხა. ჩვენი გუნდი 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტარს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ბულგარეთი 0:0

საქართველო: ლორია, დვალი, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე, მექვაბიშვილი (დავითაშვილი 63), კვეკვესკირი, აზაროვი (კიტეიშვილი 63), ყაზაიშვილი (წიტაიშვილი 52), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ნედიალკოვი, ჩალაბოვი, ჩორბაძისკი, ტურიცოვი, კრაევი, მილანოვი, კოსტადინოვი, მ. მინჩევი (ჩოჩევი 85), სტეფანოვი (მალინოვი 65), ა. ილიევი (გ. მინჩევი 51)

მკითხველის კომენტარები / 111 /
ადრე ვამბობდით, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, ახლა კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არც წავაგეთ, ბულგარეთი, რომელიც ადრე ბურთს თავზე გვახევდა, დღეს შეშინებული თამაშობდა, არც ერთი ხიფათი ჩვენს კართან, ახლა რაც შეეხება სატურნიროს, გიბრალტარს თუ მოვუგეთ, რა უნდა მოხდეს. რომ პირველზე არ გავიდეთ?
მინდია
12 ივნისი 2022 22:44
0
თავს ნუ დავიიმედეებთ სექტემბრით ასეთ ხოდზე როცა ხარ უნდა მოამთავრო საქმე სანაკრებო პაუზების დროს 2 ჯერ ზედიზედ კარგ ფორმაში იშვიათად ვართ არაა ჰასამართლებელი 4 თამაში 1- დღეში თამაშამდე არავის გვქონდა ეგ მიზეზი ისეთ ჰანდიკაპებს ვამბობდით ბულგარეთიც მაგ დღეში იყო და პლიუს ცუდ ფორმაში რასაც მძიმე ფსიქოლოგიური მომენტიც დაემატა ავარიის სახით თან 5 გოლს რო უტან გასვლაზე 2 დღის წინ ეგ ბულგარეტი არ იყო გიბრალტარს რო ვერ მოუგო? ასე რო არაფერია დღევანდელ თამასში საპლიუსო წინები იყო გუშინ და არაფერი აქ საერთო იქ კარგი თამაში
ნოდო
12 ივნისი 2022 22:42
5
ვფიქრობ ეს ექსპერიმენტები ცვლილებებთან დაკავშირებით,არ არის კარგი.ადამიანმა რომელმაც გოლი ყველა მატჩში გაიტანა სათადარიგო სკაზე არ უნდა დასვა. ჯერ ვერ ვართ მაინც საშუალო დონე.
დავით 67
12 ივნისი 2022 22:42
2
მადლობა ბიჭებს, ბევრი იბრძოლეს. დაღლილობაც შეეტყოთ, იოლი არ არის 10 დღეში 4 თამაში. ასეთ შედეგს ბევრი არ ელოდა, მაგრამ მთლიანობაში გუნდის გამოსვლა წარმატებულია, თანდათან ძირითადი ბირთვიც გამოიკვეთა, უფრო ძლიერები იქნებიან სექტემბერში. ვილი კარგი მწვრთნელია. შეადარეთ მისი და ვაისის ნაკრები. შეცვლებსაც დროულად აკეთებს
რობოტუნა
12 ივნისი 2022 22:40
0
ნაადრევად დაიწყეთ სანიოლის ქება გაპრავება ლეგენდად ჩამოსხმა. მექვაბიშვილს რა კრიტერიუმით ათამაშებს მაგაზე ღადაობს ხალხი უკვე ძმაკაცის ნათესავიაო რა მაფიააო ა.შ. ეს ხიზანა მოაშორეთ რა ნაკრებს სანამ ეგ არი უცნაურობები არ წყდება. დანარჩენებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ლორია კაი ტიპია მარა ეს არის ძალიან სახიფათო მატჩი წინა ანგარიში დაივიწყეთ მაგარი მოტივირებულები არიან ბულგარელები მოდუნება არ შეიძლება სიფრთხილეს თავი არ სტკივა აქ უნდა დააყენო მამარდაშვილი ეხლა კარში ნახევარი საფრთხე არიდებული იქნება.
სქოთლენდ იარდი.
12 ივნისი 2022 22:40
19
დაცვიდან შეტევაში წასვლას სწრაფად ვერ ახერხებდნენ, დაბალი პასები ძიეითადად ჯაჭვში კეთდებოდა და ამაში 4-5 წამი ზედმეტად იკარგებოდა რაც მეტოქის დაცვის გასაწყობად საკმარისი აღმოჩნდა არადა სწრაფი შეტევისთვის აუცილებელია ერთი ან ორი რგოლის გამოტოვება მითუმეტეს ფლანგების ცვლილებისას, კარში ყოველი შეტევის დასრულებისას უნდა დაარტყა თუნდაც შორიდან, დაკარგულ ბურთზე ბოლომდე არ მიყვებოდნენ-ეზარებოდათ?, უბურთო მოძრაობაც შედარებით ნაკლები იყო, ცვლილებები ერთდროულად უნდა განხორციელებულიყო 50-ე წუთზე მაქსიმუმ, კუთხურების სულ ჩაწოდება და არა გათამაშება როცა მეტოქე მთელი გუნდით საჯარიმოშია ნაკლებად შედეგის მომტანუა, ეს იყო რაც ზედაპირულად შეინიშნებოსა და კიდევ მომეჩვენა რომ ეგონათ მოგება ჯიბეში გვედო და მეტოქე ჯეროვნად ვერ შეაფასეს
ნიკოლოზი
12 ივნისი 2022 22:40
1
მოდი ცუდი ვარიანტიც განვიხილოთ. მაკედონიამ აქ რომ მოგვიგოს და მერე ბულგარეთს, ჩვენ ასევე გიბრალტარს მოვუგოთ. 13 13 ქულით რომელი გავა შემდეგ ეტაპზე ? ანუ ღმერთმა არ ქნას და წავაგეთ, 0-3 არ უნდა წავაგოთ ხო?
რაბუ
12 ივნისი 2022 22:38
0
პირველ რიგში მადლობა ბიჭებს ბოლომდე იბრძოლეს... სანიოლმა კარგად მოხოდა ნაკრები მაგრამ სათქმელი როარ ვთქვა არ შემიძლია. ყაზაიშვილი თამაშობს არა გუნდზე არამედ თავისი სიამოვნებისთვის და თავის გამოსაჩენად... მოატყუებს 3კაცს და არსად აღარ იხედება კარში ურტყავს სულ ფლეიმეიკერად არის და ერთი სახიფათო პასი არ გაუკეთებია რაც თამაშობს.... მეორე ის რომ მიქაუტაძე კარგია კონტრ ატაკაზე და არა მასიურ შეტევაში ყოფნისას.. ბუდუ უმაგრეს ფორმაშია და სკამზე დასვა რა უნდა ველაპარაკო და თან ბოლო 10 წუთი მისცა სათამაშოდ.. მექვაბიშვილის ადგილი რო სასტარტოში არაა მაგაზე ორი აზრი არაა და როგორ მოხვდა არვიცი.. კიტეიშვილს მეტი დრო ეკუთვნოდა და უნდა დაეწყო სასტარტოში...იმედია ამ შეცდომებს გაანალიზებს ვილი. სასტარტო რო ვნახე ეგრევე ვთქვი შეიძლება წავაგოთქო. ძაან პროფესორობს ვილი და არ შეიძლება ასე. ვინც იმსახურებს ნაკრებს 1-2 ფეხბურთელია კიდევ და დაუძახოს ნუ გადაყვა ამ ყაზაიშვილებს და ოქრიაშვილებს წავიდა მაგათი დრო ხოუნდა მიხვდეს კაცო?!!!
რონი
12 ივნისი 2022 22:38
2
ზედმეტად ნუ რწყავთ ამ მოედანს.ასე იყო ბათუმი და დინამო რომ თამაშობდა და დღესაც,პანტა პუნტით უცურავდათ ფეხი.
კახა ქ.
12 ივნისი 2022 22:34
0
პირველი ადგილი ისედაც 99%-ით განაღდებული გვაქ, თუ გიბრალტარს მოვუგებთ და მაკედონიასთან 3 და მეტი ბურთით არ წავაგებთ.
რრრ
12 ივნისი 2022 22:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული