რა დაგვაკლდა გამარჯვებისთვის და რა შეიცვლება მომავალში? - მადლობა ნაკრებს

AutoSharing Option
როცა ივნისის შეხვედრების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, რომ ოთხივე შეხვედრის მოგებას აპირებდა, რთული სათქმელია, რამდენად ბოლომდე გულწრფელი იყო ამაში და რამდენად სჯეროდათ გულშემატკივრებს. არადა, თითქმის გამოვიდა...

4 ტურის შემდეგ 10 ქულა და პირველი ადგილი მართლაც მშვენიერი შედეგია, თუმცა გასვლითმა გამარჯვებებმა თამასა აგვიწია და ბულგარეთთან საშინაო (0:0) ფრით ფეხბურთელებიცა და გულშემატკივრებიც გულდაწყვეტილნი არიან.

რა შეიცვალა წინა მატჩის შემდეგ?

ბულგარეთის ნაკრების დროებითი მთავარი მწვრთნელისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო გუნდია და თბილისში გამართულ შეხვედრაში მეტოქეს
ამის საშუალება არ მისცა. ბულგარეთში დიდი ანგარიშით (5:2) მოგების შემდეგ ამაზე ვწერდით კიდეც: "მეტია სამუშაო პოზიციური შეტევების ორგანიზების კუთხით. კარგია, რომ ჩვენი ნიშა ვიპოვეთ და სწრაფი ფეხბურთელების ძალისხმევით მეტოქეებს კონტრშეტევებზე ბევრ საფრთხეს ვუქმნით, თუმცა რამდენიმე დღეში, იმავე ბულგარეთთან თბილისში, ინიციატივის უფრო მეტად აღება დაგვჭირდება."

Sportall.Ge

12 ივნისის შეხვედრაში, სადაც მოწინააღმდეგე მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა, სრულ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ პოზიციური შეტევებისთვის საჭირო სიმწვავე და მრავალფეროვნება გვაკლდა, რეალური საგოლე მომენტების შექმნა კი მაინც გვიჭირდა.

როცა ხვიჩას ვერ გააქვს...

განვლილ მატჩებში გატანილი 12 გოლი 7 ფეხბურთელის ანგარიშზეა (აზაროვის დარტყმა ავტოგოლად ჩაითვალა), თუმცა გარდამტეხი ყველგან ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი იყო. გავიხსენოთ - გიბრალტარს სწრაფი გოლი გაუტანა და შემდეგ კაშიას გაატანინა. ბულგარეთში, უკვე მე-4 წუთზე, დავითაშვილი მშვენიერი პასით მოამარაგა და მონაწილეობა მეორე გოლშიც მიიღო. ჩრდ. მაკედონიაში კი მე-2 და საბოლოო შედეგის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი გოლი გაიტანა. ბულგარეთთან თბილისურ მატჩში პირველი (მით უმეტეს, სწრაფი)  გოლი ძალიან დიდი ფუნქციის მატარებელი იქნებოდა და თამაშს გაგვიმარტივებდა. კვარაცხელია ყოველთვის ვერ გაიტანს, არადა, გუშინაც მატჩის საუკეთესო იყო, მეტოქის ფეხბურთელებს თავბრუს ახვევდა, საგოლე შანსიც ჰქონდა და შეხვედრის სტარტზე აშკარად რომ დაეჯახნენ, ჩვენ სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა  შეიძლებოდა.

ხვიჩამ ვერ გაიტანა, მაგრამ ასეთ დროს შეხვედრის "გამხსნელი" სხვა უნდა ყოფილიყო, რაც ვერ მოხერხდა. ამაზეც გვისაუბრია - არ შეიძლება ნებისმიერ ლიდერს ყველა მატჩის ბედის გადაწყვეტა მოვთხოვოთ, თანაც ასეთ გრაფიკში. 

მთავარი პრობლემა

მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა მთავარ პრობლემაზე, ნაკლებ ენერგიაზე ისაუბრა. ბურთი აშკარად ნელა მოძრაობდა.

გასაგებია, ჩვენი ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ და როცა მეტოქე მხოლოდ თავის დაცვითაა დაკავებული, ასეთ დროს მასირებული შეტევები იოლი არაა, მაგრამ საქართველოს ნაკრების შუა ხაზში პრესინგის დაძლევისა და სისწრაფის დეფიციტზე წინა მატჩებშიც აღგვინიშნავს. გასაგებია, რომ ოთარ კიტეიშვილი 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო, თუმცა მას სასტარტოში მაინც ველოდით. მით უმეტეს, როცა გიორგი აბურჯანიას დასვენების საშუალება მიეცა.

Sportall.Ge

კარგად გამოჩნდა, რომ ზურიკო დავითაშვილი ამ ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომელმაც გასვლით მატჩებში ბევრი გაიღო და მთავარმა მწვრთნელმა ახლა მის როტაციას რომ მიმართა, არ გაგვკვირვებია. ბათუმის "დინამოელის" მოედანზე შემოსვლის შემდეგ კარგად დავინახეთ, ის რამდენ სამუშაოს ასრულებს - დავითაშვილი მეტოქეებს ავიწროებს, ბურთის მოსაპოვებლად მოედნის სიღრმეში ჩადის და ამავდროულად, თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს.

ბულგარელები მთელ საფრთხეს ჩვენი ფლანგებიდან ელოდნენ და ყურადღება მაქსიმალურად გაძლიერებული ჰქონდათ, აზაროვმა და ლობჟანიძემ კი საუკეთესო შეხვედრები ვერ ჩაატარეს. თუკი გასვლით მატჩებში კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ თავისუფალ სივრცეებს იდეალურად ვიყენებდით, ახლა ეს გაგვიჭირდა. გიორგი მიქაუტაძეს ორი კარგი საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ფლანგურ გადაცემებს ბუდუ ზივზივაძის შემოსვლის შემდეგ უკეთ ვეხმაურებოდით...

Sportall.Ge

რა იქნება სექტემბერში?

ჩრდ. მაკედონიის ნაკრები ჯერ ბრძოლაში რჩება და სექტემბერში საკუთარ მოედანზე მათთან სერიოზული დაპირისპირება გველის. ბულგარეთის მაგალითზე ისინიც ისწავლიდნენ, საქართველოს ნაკრებს სტუმრად როგორ შეიძლება ეთამაშო. თანაც, კონტრშეტევების გაკეთება, რაც ბულგარელებს საერთოდ არ გამოუვიდათ, მათ უკეთ შეუძლიათ; ამავდროულად კი, ბევრად მეტ სივრცეებს დატოვებენ, ვიდრე უკანასკნელმა მეტოქემ შეძლო. ვილი სანიოლიც მნიშვნელოვან დასკვნებს გამოიტანდა და შემოდგომაზე გეგმების ბოლომდე წარმატებით მიყვანას ველით. B დივიზიონთან ძალიან ახლოს ვართ - უკანასკნელ ტურში გიბრალტარში გავდივართ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ C ლიგაში სიძლიერით რომელი ნაკრები ვიქნებით და პლეი-ოფში ვის სად შევხვდებით, ევროპირველობისკენ მიმავალი გზა რომ გავიმარტივოთ. ახლა კი მართლაც მადლობა ამ მოულოდნელი 10 ქულის, ბევრი გოლისა და სიხარულისთვის, რაც გულშემატკივრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ღირსეულად დააფასეს და შეხვედრის დასრულების შემდეგაც გააგრძელეს.

altდიდი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 33 /
რა უნდა წავაგოთ ხალხო, რატომ უნდა წავაგოთ? რა მოგივიდათ, კი სპორტია და ყველაფერი ხდება, მაგრამ მე ის მახარებს,რომ გუნდი დალაგდა, ამკაცმა იცის რასაც აკეთებს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
წარმატებები საქართველოოოო!!!
ლევანი
13 ივნისი 2022 17:25
1
სატურნირო თვალსაზრისით ფრე ჩვენთვის მისაღები შედეგია... თანაც ზოგიერთებში ეიფორიამ გაიარა. რეალობაში დავბრუნდით. მაქსიმალური მომზადებაა საჭირო დარჩენილი ორი თამაშისთვის... წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
13 ივნისი 2022 15:06
0
კიდევ ერთხელ დავწერ, მადლობა ნაკრებს,მადლობა ვილი სანიოლს!დავიდგათ გულზე ხელი და ვთქვათ, ვინ მოველოდით ამ 4 მატჩში 10 ქულას? ჰო და ნუ ვიქნებით უმადურები და დავაფასოთ ის რაც გუნდმა შეძლო. სექტემბერი წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ნაკრები თავის სიტყვას იქაც იტყვის.
წ ი ნ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ❤❤❤
ქობულეთიდან
13 ივნისი 2022 21:51
1
მთავარ მეტოქეებთან სტუმრად ავიღეთ 6 ქულა, სახლში კი ჯერ ჯერობით მხოლოდ ერთი.დასკვნა ის ჩანს რომ სახლში თამაშიც უნდა ვისწავლოთ. საკუთარი გულშემატკივარის წინაშე საკუთარ კედლებში თამაშს თავისი თავისებურება გააჩნია და სანიოლმა უნდა მიაგნოს შესაბამის სქემას და ბიჭებს შეასწავლოს სექტემბრის მთავარ თამაშამდე. უნდა მოვიგოთ ეგ თამაში თუ გვინდა უფრო მაღალი მიზნებისკენ ვინაცვლოთ გეზი.
გიორგი
13 ივნისი 2022 17:12
0
თავქუდმოგლეჯილი შეტევაში არ უნდა გავარდე, ცენტრში ბურთი არ უნდა ათრიო და დაცვამ უხეში შეცდომა არ უნდა დაუშვას. აი ესეც რევეპტი.
მოკლედ
13 ივნისი 2022 21:15
0
სახლში 1 კი არა 4 ქულა ავიღეთ.
თომა
13 ივნისი 2022 21:43
0
ყაზაიშვილი, ქვილითაია, ნაკრებისთვის ბალასტია.
Status quo
13 ივნისი 2022 15:17
5
კარგ ფორმაში მყოფი კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე გვინდა.
მიქაუტაძემ უნდა მოუმატოს.
ყაზაიშვილი არ არის ნაკრების დონის მოთამაშე.
ქ. გ.
13 ივნისი 2022 14:47
2
გიბლარტართან თუ ფრე ვითამაშეთ და მაკეონიამაც თუ მოგვიგო, ისედაც არ არის ღირსი მასეთი გუნდი რომ ევროპაზე მოხვდეს. ორივეს მოვუგებთ თუ სწორი სასტარტო შეირჩა....................
სტალინი
13 ივნისი 2022 18:51
0
ავტობუსის მძღოლები ნორმალურად შეარჩიეთ
ზურა
13 ივნისი 2022 14:41
6
ცოტა უიღბლობაც იყო. პირველივე წუთებზე პენალი იყო ხვიჩაზე და ეგ რომ გაგვეტანა სრული უპირატესობა გვექნებოდა, ისედაც ვგქონდა მაგრამ ქულების დაკარგვა სასიამოვნო არასდროს არის. ამას ბიჭებიც ხვდებიან, მაგიტომაც ჩამოსტიროდათ სახე. არავინ იცის სექტემბერში რა იქნება. ხვიჩა როგორ ფორმაში გვეყოლება, ან საერთოდ იქნება თუ არა. როგორ მოერგება ნაპოლის...
მოკლედ არ ექნება კვარას მარტივი თვეები ნამდვილად.
ჯობდა ახლავე გაგვენაღდებინა პირველი ადგილი. მაკედონიამ რომ მოგვიგოს უკვე აღარ ვიქნებით კარგ სიტუაციაში
Herbst
13 ივნისი 2022 14:05
0
გამორიცხულია მაკედონიამ 3-0 მოგვიგოს, ჯერ რატომ უნდა წავაგაოთ, მაგრამ უფრო ნაკლები ანგარიშით წაგება საგანგაშო არ არის.
გუგა
13 ივნისი 2022 14:24
1
არვიცი რა, ამ ბულგარეთს გიბრალტარმა დააკარგვიბა ქულები. სასწაული რომ მოხდეს და გიბრალტართან ფრე ვითამაშოთ მერე აღარაფერი იქნება გამორიცხული. სახლში კი მოვუგეთ 4:0 მაგრამ რამდენი შანსი ვერ გამოვიყენეთ კი გვახსოვს. მთელი გუნდით დაცვაში იყვნენ. გუშინაც მოგება გვეკუთვნოდა მაგრამ ვერ მოვიგეთ. ვხედავთ როგორ გვიჭირს დაცვითი ფეხბურთის თამაშის დროს გატანა.
ეს მაკედონია როგორ წყევლასავით გვაქვს.აგერ ჩვენთან წააგო, ბულგარეთთან ქულები დაკარგა და მაინც აქვთ შანსი გასვლის. ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ და ერთი ფრე ვითამაშეთ და თეორიული შანსი მაინც არსებობს რომ ვერ გავიდეთ.
რა მოიცდის სექტემბრამდე :(
Herbst
13 ივნისი 2022 14:33
0
კარგია რომ ბევრს ვითხოვთ, თითქოს მაქსიმალისტებიც ვართ. იმის ფონზე, როცა თავიანთ გუნდებში წარმატებული სეზონი თითქმის არავის ქონდა, საწუწუნო არაფერი გვაქვს. ჯერჯერობითბ ყველაფერი რიგზეა. მაყურებელიც ბრძენია, მართის შემდეგ ფეხზე ამდგარი დიდხანს უკრავდა ტაშს ნაკრებს. ქუჩაში, მეტროში, მანქანებიდან პოზიტივი უხვად და ხმამაღლა მოდიოდა! ვიღაც ვიღაცეების კი აქ დისონანსი შემოაქვს: ჩვენთან ხომ ყველა პროფესორია. ჯგუფში რომ პირველზე გავალთ, ეგ უდაოა. მესმის, შინ თამაში ჯობია, მაგრამ არც გასვლაზე ვართ განწირული- კონტრშეტევები უფრო გვაქვს დახვეწილი. აპრიორი ასე იქნებაო, იმას კი არ ვამბობ, ნებისმიერ არგუმენტს, კონტრარგუმენტი მოყვება. ვფიქრობ, ასეთ ფეხბურთს ვერც კი ვინატრებდით ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ. საზეიმოდ გვაქვს საქმე და მოდით შევირგოთ. ნაკრებს ჩვენგან მხარდაჭერა და იმედის მიცემა ჭირდება, თავისუფლად და უშიშრად რომ ათამაშდნენ. რწმენა მიეცათ და ნუ დავაკომპლექსებთ. რა ვიცი, მე წარმატებების მოლოდინში ვარ.
იღბალო
13 ივნისი 2022 18:30
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული