ouest-france: სანიოლს წვლილი შეაქვს ქართული ფეხბურთის ამ შესანიშნავ დროებაში

AutoSharing Option
თანამემამულე მწვრთნელის, ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებში წარმატებულ მუშაობას წერილი ouest-france-მა მიუძღვნა:

ერთა ლიგა: სიახლეები ვილი სანიოლისგან, რომლის ხელმძღვანელობით, საქართველომ კარგ შედეგებს მიაღწია

"2021 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცად დანიშნული ვილი სანიოლი თავის სამუშაოს შესანიშნავად უძღვება: ქართველები ჯგუფის ლიდერები და ცხრა მატჩში დაუმარცხებლები არიან. თუ საფრანგეთს ერთა ლიგის ყველა ოთხ შეხვედრაში გულდასაწყვეტი შედეგების და ფიზიკური ჩავარდნების გამო პრობლემები აქვს, ზოგიერთ ქვეყანაში ამ ტურნირს სხვაგვარად აღიქვამენ. კერძოდ, ეს ეხება საქართველოს, რომელიც С დივიზიონის მე-4 ჯგუფს სამი მოგებითა და ერთი ფრით ლიდერობს.
აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყანას დიდ საერთაშორისო ტურნირებზე არასოდეს არ მიუღია მონაწილეობა, ახლა კი თავის ერთ-ერთ საუკეთესო სერიას ატარებს: ზედიზედ 9 წაუგებელი მატჩი (7 მოგება და 2 ფრე). მხოლოდ ერთხელ, 2010 წლის მარტიდან 2011 წლის მარტამდე ჰქონდა უკეთესი, 10-მატჩიანი წაუგებელი სერია.

ყველაზე უკეთ ოქტომბრიდან

ვილი სანიოლი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ქართული ფეხბურთის ამ შესანიშნავ დროებაში. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი (58 მატჩი) 2021 წლის თებერვალში დანიშნეს მთავარ მწვრთნელად - ბოლოს მთავარი მწვრთნელი 5 წლის წინ იყო. თუმცა დებიუტი რთული გამოუვიდა: 7 მარცხი პირველ 9 თამაშში (1 მოგება და 1 ფრე). მას შემდეგ საქართველო გასული წლის შემოდგომაზე პირველ ადგილზე გავიდა.

სახელდობრ, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იმ მომენტისთვის ლიდერ შვედეთს 2:0 სძლია. გასული წლის სექტემბერში ბულგარეთთან 1:4 წაგებისთვის 5 ივნისს გასვლაზე დამაჯერებელი რევანში, 5:2 აიღო.

დაწინაურება B ლიგაში?

საქართველოში ტოპ 5-ის ჩემპიონატში მოასპარეზე ცოტა ფეხბურთელია. 21 წლის გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გახდა. ის სატრანსფერო ბაზარზე ქართველთა ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა (10 მილიონი ევრო), მაგრამ ნაკრებში 36 წლის გიორგი ლორიას დუბლიორია. ამ სანაკრებო ფანჯრისას 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით ყველაზე გამორჩეული ბათუმის "დინამოს" 21 წლის გარემარბი ხვიჩა კვრაცხელიაა.

ფიფას რეიტინგში 85-ე ადგილზე მყოფი გუნდი 2012 წლის შემდეგ არასოდეს არ ყოფილა ასეთ მაღალ პოზიციაზე. სექტემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან დადებითი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, შეუძლია ლიგა B-ში გადავიდეს. ეს ამ დროისთვის წინ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვინც ვერ ხედავს შედეგს პროგრეს და წინსვლას იმას ურჩევნია გადახედოს წარსულში რა შედეგებიც გვქონდა რა დონეზე ვიყავით და რა გუნდებთან ვაგებდით მოგების გარეშე რომ ვასრულებდით ციკლებს და ბოლო ბოლო კუპერის პერიოდის ნაკრები გაიხსენეთ სად ვიყავით ვინც უკმაყოფილოა ფეხბურთელებს იწუხებს კიდე საბედნიეროდ დღეს წამოვიდა თაობა იყო დრო რომ უთამაშებელ ფეხბურთელებს კიარა უგუნდო ფეხბურთელებს ვათამაშებდით ნაკრებში მე ვხედავ რომ ეს კაცი მუშაობს ეს კაცი აკეთებ საქმეს და შედეგიც არის 9 მატჩიანი წაუგებელი სერია 7 მოგება 2 ფრეე ასეთი სერია საერთოდ გვქონია ისტორიაში? ან საერთოდ ვყოფილვართ ნებისმიერ ჯგუფში პირველი 4 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე 10 ქულით? მახსოვს ქეცბაიას ქონდა 10 მატჩიანი წაუგებელი სერია მაგრამ 5 ფრე 5 მოგება ვილის აქვს 7 მოგება და იქ ძლიერი გუნდებიც ურევია. ყველას გვინდოდა ბულგარეთან სახლში მოგება მაგრამ გადაიღალა ნაკრები 10 დღეში 4 თამაში 2 გასვლა პლიუს ახალი დასრულებულია სეზონი კლუბებს არ უწევთ 10 დღეში 4 თამაში ტოპ ჩემპიონატებში მე პირადად კმაყოფილი ვარ ამ შედეგით ვფიქრობ ამ ბიჭებს აქვთ ნამდვილად და ამ ნაკრებს პერსპექტივა მიხარია რომ 90% არიან ძალიან ახალგაზრდები და წარმატებას ვუსურვებ ნაკრებს.
გიო
04:00 14-06-2022
0
ნამდვილად საჭიროებს! თქვენს პირს შაქარი!
ვაჟა მასწავლებელი
01:08 14-06-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული