საქართველოს ნაკრები ივნისის თვეში წარმატებული მატჩების შემდეგ ფიფას მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა.
განახლებულ სანაკრებო რეიტინგში ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს 20 ქულა მოემატა და 1296.46 ქულით 3 საფეხურით 82-ე ადგილზე დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრებმა გვინეა (1294.89), კიურასაო (1293.35) და ბაჰრეინი (1289.25) ჩამოიტოვა. 80-ეულამდე კი ბოლივიას (1298.81) და ჰონდურასის (1299.69) გადასწრება მოუწევთ.
რაც შეეხება რეიტინგის პირველ ხუთეულს, მას იკავებენ: ბრაზილია (1837.56), ბელგია (1821.92), არგენტინა (1770.65), საფრანგეთი (1764.85) და ინგლისი (1737.46).
შეგახსენებთ, ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდგომ მატჩს 23 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.
13:30 23-06-2022
ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კიურასაოსაც გავუსწარით?დიდება შენ უფალო პირველად მესმის ამ ქვეყნის სახელი!
3
0
მსოფლიოში,არცერთი რეიტინგი ამაზე სუბიექტური და უაზრობა არ არის,როგორიც ფიფას რეიტინგია. Ფეხბურთი დიდი ხანია მაფიის ხელშია
17
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული