"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რამის დამატება უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, მაგრამ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის წინ ისევ დაიწყეს ვაიგულშემატკივრებმა ბოღმიანი კომენტარების გამოგზავნა (რომელთაც არ ვაქვეყნებთ), გულმა არ მომითმინა და თქვენის ნებართვით, პასუხს გავცემ.

ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში
დაიწყეს, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება, იმედია, სხვებიც უკეთეს გუნდებში გადავლენ, ნაკრები ბოლო 9 მატჩში არ დამარცხებულა, ერთა ლიგაზე ჯგუფი ფაქტობრივად მოვიგეთ, B დივიზიონში გადავალთ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში ვიბრძოლებთ, თუმცა ეს ყველას როდი ახარებს. გუშინ ერთმა მოკლე კომენტარი გამოგზავნა - "ხვიჩა "ნაპოლიში" სკამის ფორმას მიიღებს“. ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, იფიქრებდი, რა მოხდა მერე, საზოგადოებაში რა დალევს ზიზღიანსა და ბოროტსო, მაგრამ მთელი უბედურებაც ისაა, ასეთები ცოტანი რომ არ არიან. ისე, არცთუ ბევრნი, ვინაიდან საუბედუროდ, როგორც წესი, ისინი სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურობენ და სპორტულ საიტებზეც.

"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.

Sportall.Ge

სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.

ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 90 /
მე მარტო ამ გვერდზე ვტოვებ კომენტარებს, მხოლოდ იმიტომ რომ სიბინძურეს ფილტრავთ.
ახლა ვიცი აწკმუტუნდებიან აზრის გამოთქმას გვიკრძალავთო, თან ზუსტად ის ხალხი, ვინც ლიბერალიზმს და სიტყვის თავისფლებას ებრძვის. როგორც კი თავად შეეხებათ თავიანთი სიბინძურის ვერ გამოტანა ან საპასუხო რეაქციის მიღება, მხოლოს მაშინ ახსენდებათ ადამიანის უფლებები.
ასეთ ხალხზე სულ მეცინება და ძალიან ბევრი გამომიჭერია, ლიბერალებს რომ ლანძღავს და როგორც კი სადღაც აზრს ვერ დააფიქსირებს, ეგრევე ჩივილს იწყებს.
ზუსტად ყველა აზრის პატივისცემაა ლიბერალიზმი მაგრამ ამავდროულად თუ უაზრობას იტყვით პასუხი უნდა გაგეცეთ ადეკვატური!
ხვიჩასაც ჰქონდა უფლებები სამშობლოს მოღალატეს რომ ეძახდით და არც კი გეპასუხებოდათ.
ასევე რათქმაუნდა ცენზურას ვერავინ დავაწესებთ და თქვენც გაქვთ არგუმენტირებულად იმის ჩამოყალიბების უფლება რატომ არ გინდათ ხვიჩამ ან მამარდამ რამეს მიაღწიოს და რატომ გაქვთ სურვილი სკამზე იხილოთ, მხოლოდ ეგოს დაკმაყოფილების გამო თუ რაიმე სერიოზული არგუმენტი გაქვთ ამისთვის?
იცით რა? როცა საჯაროდ აზრს გამოთქვამთ, უნდა მოიყვანოთ შესაბამისი არგუმენტი. ნუ გწყინთ მერე თუ თქვენს არაადეკვატურ კომენტარზე პასუხს მიიღებთ.
ხვიჩა თუ სკამის ფორმას მიიღებს მართლა მაინტერესებს თქვენ რა გემატებათ ამით?
მხოლოდ ეგო გიკმაყოფილდებათ, რადგან წინასწარ თქვით და ასრულდა?
პასუხი მაინტერესებს
მადლობა!
Skeleton
23 ივნისი 2022 18:40
5
პირიქით ლიბერალები ზღუდავენ სიტყვის თასვისუფლებას და იძახიან ამავე დროს სიტყვისს თავისუფლება მთავარი ამოსალი წერტილიაო
!!
23 ივნისი 2022 19:04
5
ლიბერალებისგან დაჩაგრული კონსერვატორები, თან ლიბერალებს ლანძღავენ და თან სიტყვის თავისუფლება უნდათ :))))
!! ს
23 ივნისი 2022 19:14
6
ბოღმიანი ადამიანების დამალვა არ შეიძლება და გამოაქვეყნე ეგ ნაძირლები....
ივარას რაც შეეხება ამხანაგურებიდან დაანახებს ბოღმიანებს მატი ბოღმით ვერაფერს დააკლებენ კვარას წქრმატებები კვარას და ყველა ქართველ სპორცმენს
ემიგრანტი
23 ივნისი 2022 18:31
1
რატომ გიკვირთ?დიდი ხანია გასული,ლაშა ტალახაძე მეორედ რომ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ჩამოსულმა,საქართველოს პრეზიდენტთან სურათი გადაიღო?გახსოვთ რა ამბები აუგორეს ამ უკეთილშობილეს კაცს,სრულიად კონკრეტულმა ტელევიზიებმა და მათმა პოლიტიკურმა პარტიებმა?თურმე ლაშა ტალახაძე,სამარცხვინო კაცი ყოფილა,რომელიც თავს ჭრის,საქართველოს.ხვიჩას საწინააღმდეგო კამპანიასაც ხომ მათ დაუდეს სათავე და აიყოლიეს მათი ტელევიზიების მაყურებელი ხალხი.ან ეგეც რა საკვირველია,როცა მთელი ევროპარლამენტი ფეხქვეშ ამოიდეს,ყველას კაბინეტში შევიდნენ დასმენებით,საქართველო უკრაინის წინააღმდეგ გამოდის,დაუწესეთ მათაც სანქციები და თუ ხელისუფლებაში ჩვენ არ დაგვაბრუნებენ,ევროკავშირში ცხვირიც არ შეაყოფინოთო? საქართველოში მაინც ხომ ვიცით,რომ ეს სიცრუეა და ამ მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას,ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით აწარმოებენ?უბრალოდ ყველა საშუალებას იყენებენ,რომ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ და არც ხვიჩას დაბულინგებაა გამონაკლისი.ვიცი ბევრი შემომედავება,პოლიტიკა რა შუაშიაო,მაგრამ შუაში კი არა,თავშია.რადგან ქვეყანაში დაპირისპირებას და დაძაბულობას,მუდმივი უარყოფითი ინფორმაციების თუ დეზინფორმაციების გავრცელებით,სწორედ პოლიტიკური ძალები და მათი საინფორმაციო საშუალებები იწვევენ.ბევრი უარყოფს ამას,რადგან ეს გააზრებულიც კი არა აქვს,მაგრამ ეს დაგროვებული უარყოფითი ენერგიაა,ერთმანეთს რომ გვახეთქებს და ნერვებს გვაწყვეტინებს,ერთმანეთისათვის.ამ საიტსაც ეთქმის საყვედური იმაზე,რომ ზოგჯერ სტატიის სახით გამოაქვს იმ ძალის წარმომადგენლების კრიტიკა დღევანდელებისადმი,სპორტს ანგერევენო.არადა სწორედ ისინი იყვნენ უამრავი სტადიონი რომ დაანგრიეს,მრავალი სპორტული ბაზა და ბოლოს სპორტული აკადემიაც გაყიდეს,ახლა კი ამათ აგინებენ,ვინც ხელახლა აშენებს ახალ სტადიონებს თუ სპორტულ ბაზებს.მათ ხმა არ ამოეღებათ,აქ,სპორტულ საიტზე მაინც,რადგან ვიცით,რომ ტყუიან.პოლიტიკაში კი გააკრიტიკონ სადაც ადგილია და საკრიტიკო,მართლაც ბევრი აქვთ,მეოცნებეებს.თვითონვე მოგვიწოდებთ,რომ არ გაუშვებთ სიძულვილის ენას თუ უხამსობებს.არადა საკმაოდ ხშირად არ აქცევთ ყურადღებას.მერე კი სიტუაცია იძაბება.თუ გვეცოდინება,რომ გარანტირებულად დაიბლოკება მსგავსი პოსტი,ყველა შეეცდება ნორმალური გამოთქმებით სათქმელის თქმას.ხვიჩა სწორად მოიქცა,რომ მაგინებლებს არ გამოეპასუხა,რადგან თუ შეატყობდნენ რომ მგრძნობიარეა,უფრო მწარედ და გაავებით დაესეოდნენ.ყველაზე არ ვამბობ,ვინც შეგნებულად ცდილობდა მის წყენინებას,მათ ვგულისხმობ,თორემ მოყვარე გეტყვის სათქმელს და შეეცდება საქციელი შეგასწორებინოს.კრიტიკას ყოველთვის ეტყობა,მოყვარის პოზიციიდანაა თუ მტრისა.როგორ წარიმართება ხვიჩას კარიერა ნაპოლიში,მართლაც არავინ იცის,მაგრამ რომ არ დაიკარგება,ეგ ნაღდია.ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ბიჭია და თუ ჯანმრთელობა ექნა,ყველაფერს მიაღწევს.სწორედ ამას ვუსურვებ ხვიჩასაც და საქართველოს ყველა სპორტსმენსაც.გადალახონ ყველა სიძნელე და მიაღწიონ სპორტულ მწვერვალებს.ჩვენი, გულშემატკივრების საქმე კი ნერვიულობა,მათი გამხნევება,ზოგჯერ მეგობრული კრიტიკა და მათი გამარჯვებებით სიხარულია.მოდით და ამაში მაინც ერთიანები ვიყოთ.ყველა პარტიის თუ მრწამსის მიმდევრები.გვიყვარდეს საქართველოში ჩვენი თავი და არა ჩვენი თავი,საქართველოში.
სოსო
23 ივნისი 2022 21:51
6
ხვიჩასთან ძალიან მაგრად ჩაიჭრა ეგ ხალხი, ლანძღვა რომ დაიწყეს დაუმსახურებლად. თქვენ ძალიან ცალმხრივად და მიკერძოებელად საუბრობთ. ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა გადაწყვიტა მაშინ რატომღაც ,რომ ხვიჩას ლანძღვით რეიტინგი გაეკეთებინა.
ამაზრზენად მოიქცნენ და ამას მე ვერცერთს ვპატიობ, ყველა ვიცი სახელებით და გვარებით ვინ როგორ ფსკერზე დაეცა იმ დღეებში.
უბრალოდ ერთ რაღაცას ვერ ვხვდები, ოპოზიცია რა შუაშია როცა ცალსახად პრორუსული მთავრობა გვყავს და სამარცხვინო განცხადებები აკეთეს ომის დაწყებისთანავე. მხოლოდ ერთი მაგალითიც კმარა, პრემიერმა რომ განაცხადა, ომი უკრაინაში მიდის და ჩვენი საქმე არ არის ეგო, ეგეც ოპოზიციამ ათქმევინა?
მე კი ვიცი და ვერავინ მასწავლის რა სამარცხვინოც არის ჩვენი ოპოზიციის ნაწილი მაგრამ როგორ შეიძლება ევროპასთან დაშორებაში მთავრობის გარდა ვინმე სხვა დაადანაშაულოთ...
არვიცი ალბათ მხოლოდ სამთავრობო ტელევიზიების პროპაგანდაა ეგ!
მე ევროპარლამენტარების განცხადებებს ვისმენ, ყველა ქართული ტელევიზიისთვის ბოიკოტი მაქცს გამოცხადებული, მთავრობიან ოპოზიციანად და ობიექტური ევროპული გვერდებიდან ვიღებ ინფორმაციას.
ამ ეტაპზე როგორც გავიფუჭეთ საქმე ევროპასთან, მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და სხვა არავისი.
მე როგორც დასავლეთის მომხრე და პროევროპული ახალგაზრდა ადამიანი, სრულიად უიმედო სიტუაციაში ვარ, ასევეა ბევრი ჩემი თანატოლი.
ან ქვეყანას საკუთარი ხელფასის 20% ს ვუხდი და ამ ქვეყნის ხელისუფლებას სრულად პრორუსული კურსი აქვს აღებული.
მე არმინდა რუსეთში ცხოვრება, ან რუსეთთან თანაცხოვრება.
რუსეთთან ყოფნა ნიშნავს ამ ქვეყნის ჩეჩნეთიზაციას და ამაში მონაწილეობის მიღებას ჯობია საერთოდ არ იყო...
გულწრფელი სურვილით გამოდის ხალხი აქციაზე, რომ ევროპა უნდათ და მთავრობა ამ ხალხე ქილიკობს. იქეთ ეძახის რუსეთუმეს და რაღაც საშინელ სახელებს.
ქვეყანა კი არა ბანანის რესპუბლიკაა ჩვეულებრივი.
მთლად ნუ შეგვაზიზღებენ აქ გაჩერებას.

Skeleton
24 ივნისი 2022 02:26
2
ნუ ილანძღები, კაცო, ერთი ))
ბოღმიანი და ბოროტი არა, ტოლმა.
რომ არ მიიღებს სკამის ფორმას, ხო ნახავს. და თუ არ გაუხარდება, ხო ეწყინება ))
მიდი, ხვიჩა! გაცილებით მეტს გვაქვს შენი იმედი!
ვვვ
23 ივნისი 2022 18:54
0
მაგის დამწერი არის ანტი საფეხბურთო იდეოლოგი ..არიან ესეთები საქართველოში და უნდათ რომ ამერიკული ფეხბურთი იყოს მთავარი ან ისეთები ვინც ვერ აუხდინა ოცნება ვერ გახდა ხვიჩასავით მაგარი!
გიო
24 ივნისი 2022 00:25
1
ხალხნო! ნამდვილად არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ ხომ იცით, ცოდვა გამხელილი ჯობიაო. სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიულად მრავლად ყავდა მოღალატეები, ბერბიჭაშვილები, ყორღანაშვილები და აშშ... და ისევ და ისევ სამწუხაროდ, თანამედროვე ყოაფაშიც კი არ ილევიან შურიანი და ბოღმიანი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის შვილის წარმატებებიც კი გულზე ხეთქავთ! არადა რა სჯობს, როდესაც შენი თანამემამულე დიდ წარმატებებს აღწევს მსოფლიო ასპარეზზე და ამით სრულიად ქვეყანას აბედნიერებს! რას ვიზამთ, ასეთი არის რეალობა... უდიდესი წარმატებები ხვიჩას და სრულიად საქართველოს!
ვახო...
23 ივნისი 2022 19:33
1
სკამის ფორმა თვითონ აქვთ უკვე მირებული და ეგ ბოღმავბთ))) ნახსენებ ადგილზე ნახევარდაცვაში ზედგამოჭრილად გაგნიძე მგონია. მაგისთვისაა თითქოს დაბადებული. ორი სიტყვიტ იმ მოძულეებზეც მინდა ვთქვა ვინც გაგნიძეს და წულუკიძეს გადაემტერა და შეურაცხოფას აყენებს რუსეთში დაბრუნებისთვის. თავის დროზე ეს ნაბიჯი შეცდომა იყო თუ არა მაგის რკვევის დრომ უკვე ცაიარა. ფაქტი ისაა რომ არ დაბრუნებულიყვნენ უეფას სანქციები საფეწხბურთო კარიერას დაუნგრევდნენ, და ვინ დარჩება მაგით მოგებული? ეხლა აქვთ შესაძლებლობა წამოვიდნენ და ვნახოთ რას იზავენ. ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა აირჩიონ ფაქტი ისაა რომ ორივე ჩვენი ფეხბურთის მომავალია, და დანაშაული სწორედ ისაა ამ მომავალის დანგრევის სურვილი არ გასვენებდეს.
გიორგი
23 ივნისი 2022 18:30
1
'გიორგი-ს' ერიჰაა! სადმე მიწწერია უნდა ვაქოთ მეთქი? რაც მოხდა წარსულში იმას ვეღარ შეცვლი და ქართული ფეხბურთის მომავალია მეთქი ორივე ბიჭი და გინდა რუსეთში თამაშობდნენ გინდა სხვაგან ქართული ფეხბურთის მომავალის საწინააღმდეგო რატომ უნდა გქონდეს მეთქი რამე, გაუგებარს ვამბობ?
გიორგი
23 ივნისი 2022 19:46
1
ვერ გავიგე, ვაქოთ რუსეთში დაბრუნებისთვის? რა ჯანდაბა უნდოდათ რუსეთში 2022 წელს? 30 ივნისამდე შეეძლოთ, რომ არ დაბრუნებულიყვნენ და ამასობაში რომ ახალ სანქციებს დაუწესებდნენ, დიდი მიხვედრა უნდოდა? პატრონს რომ ჭკუა არ მოეკითხება და რუსეთში მიჰყავს, ეგ პრობლემა არ არის? ხომ ფაქტია, ნაკრებმა უკეთ დაიწყო თამაში, როდესაც სხვადასხვა ევროპულ ლიგებში (და არა რუსეთში, საიდანაც ნაკრებში მხოლოდ ორი კაცი იყო) ხალხი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. მაგრამ ამას გააზრება უნდა, რომ უნგრეთის, ავსტრიის, პოლონეთის და ასეთი საშუალო ქვეყნების ჩემპიონატებში თურმე შეიძლება გაზრდა. უბრალოდ, იქ იმდენი ფული არ არის, რამდენიც რუსეთში.
გიორგი-ს
23 ივნისი 2022 19:01
9
ისე ასეთი კომენტარები, მთლად სანდო არაა შეიძლება ერთმა და იგივე, პიროვნებამ სხვადასხვა ნიკით გამოაგზავნოს უამრავი კომენტარი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ იმედია ძაან ბევრნი არა არიან ბოღმის და გესლის მთესველები, ეჰ იმედია თავს არ ვიტყუებ.
ტტტ
24 ივნისი 2022 11:58
0
სამწუხაროდ ეგ ყველაფერი მუდამ ხდებოდა და ხდება საქართველოში ეგებ სამომავლოდ მაინც ვისწავლოდ პატიოსანი და მშრომელი ხალხის დაფასება. მანამდე კი უბრალოდ ბატონი კონსტანტიე გამსახურდიას ნაწარმოებიდან ამონარიდს შეგახსენებთ, უკეთესს მაინც ვერაფერს დავწერ თან ვაი რომ დღემდე აქტუალურია:

"თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია.ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა, ჩვენში მოღალატეები ჭარბობენ ერთგულებს,არათუ სხვისი საკუთარი თავისა და იმ ხალხის მოღალატეები. ჩვენი უბედურება ეგაა სხვის ფანდურზე ბუქმოება რომ გვიყვარს,ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.ოდითგანვე ასე მოგვსდამს ქართველებს მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ.მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია მას ისე დავკორტნით როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
ოთარი
24 ივნისი 2022 09:48
0
წარმატებები ჩვენ ოქროს ბიჭს და ბისაც არ უხარია, მე მაგის...
გოგა
23 ივნისი 2022 22:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული