"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რამის დამატება უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, მაგრამ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის წინ ისევ დაიწყეს ვაიგულშემატკივრებმა ბოღმიანი კომენტარების გამოგზავნა (რომელთაც არ ვაქვეყნებთ), გულმა არ მომითმინა და თქვენის ნებართვით, პასუხს გავცემ.

ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში
დაიწყეს, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება, იმედია, სხვებიც უკეთეს გუნდებში გადავლენ, ნაკრები ბოლო 9 მატჩში არ დამარცხებულა, ერთა ლიგაზე ჯგუფი ფაქტობრივად მოვიგეთ, B დივიზიონში გადავალთ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში ვიბრძოლებთ, თუმცა ეს ყველას როდი ახარებს. გუშინ ერთმა მოკლე კომენტარი გამოგზავნა - "ხვიჩა "ნაპოლიში" სკამის ფორმას მიიღებს“. ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, იფიქრებდი, რა მოხდა მერე, საზოგადოებაში რა დალევს ზიზღიანსა და ბოროტსო, მაგრამ მთელი უბედურებაც ისაა, ასეთები ცოტანი რომ არ არიან. ისე, არცთუ ბევრნი, ვინაიდან საუბედუროდ, როგორც წესი, ისინი სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურობენ და სპორტულ საიტებზეც.

"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.

Sportall.Ge

სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.

ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 90 /
ვისაც ხვიჩას წარმატება არ უხარია, მაგას ჰქონოდეს მთელი ის გინებები, რაც კი სამეგრელოში არსებობს.
Status quo
24 ივნისი 2022 09:33
1
ავტორს მადლობა. ბევრნი ყოფილან, რადგან სტატია დაწერე. აი იმ სკამის ფორმით მოხვდეთ, ვინც ჩვენ ბავშვებს დასდევს ბოღმით
გიგა
23 ივნისი 2022 23:27
1
ბიჭო, ელემენტარულს რით ვერ ხვდებით, ისინი ვინც ასეთ სტატიას წერთ და აქვეყნებთ...ამით, ისევ იმათ წისქვილზე ასხამთ წყალს, რომელთაც აკრიტიკებთ...აღარ აქვეყნებთ ბოღმიან და ცუდ კომენტარებს არა?! ძალიანაც კაი!...ჰოდა მიყევით მასე...რა საჭიროა იმ კომენტარებზე და მათ ავტორებზე სტატიების წერა...ამით ისევ მათ უწყობთ ხელს...ჩასაფრებულებს და ბოღმებს.
ქუთაისი
23 ივნისი 2022 18:56
6
ვეთანხმები ამ კაცს. თუ არ აქვეყნებთ , ნუღა ტრაბახობთ ამით. სწორს შვებით, მაგრამ თუ გააგებინეთ ყველას რომ უამრავი ბოღმით წერს, მაშინ ეს უარესი არაა?
კაპიტან გარდენბურგი
24 ივნისი 2022 04:01
1
ზოგადად ყველა ადამიანები ვართ და გვაქვს უფლება ნებისმიერი სპორტსმენი თუ საჯარო პირი არ მოგვწონდეს. პირადად მე თუ კი რომელიმე საჯარო პირი არ მომწონს არც კი ვხარჯავ დროს მისი ყურებით თუ განხილვით, მითუმეტეს კომენტარის გაკეთებით მასზე. მხოლოდ იმით ვინტერესდები რაც მომწონს.
არ მომწონს როცა ადამიანებს ლანძღავენ. ვფიქრობ თვითონ იმ ადამიანს აქვს პრობლემა, ვინც სხვას ლანძღავს და თავად უნდა მიხედოს თავს. წარმოდგენაც არ აქვთ როგორ განგრევს შიგნიდან, სულ აგრესიულად ყოფნა და სულ ვიღაცის მიმართ ჩასაფრება.
თუ ის ადამიანი მომწონს და უბრალოდ გული დამწყდა, რომ ცუდად ითამაშა ან ფორმაში არაა, ამის თქმის უფლება რატომ არ უნდა მქონდეს?
განსხვავება უნდა ვისწავლოთ ჯანსაღი კრიტიკას და სიძულვილის ენას შორის.
ყველას ეტყობა, ვინც როგორი განზრახვით საუბრობს. ადრე ერთი ადამიანი მიმტკიცებდა, აი ნახე ხვიჩა რუსეთში თუ არ დაიმტვრევა და ვერაფერს მიაღწევსო, ეს კომენტარი შეინახე და გამიხსენებო, შევინახე ის კომენტარი მართლა, დარწმუნებული ვარ ის ადამიანი ელოდებოდა რომ ხვიჩა რუსეთში დაემტვრიათ და მერე ჩემთვის კმაყოფილი მოეწერა, აი ხომ გამართლდა რასაც ვამბობდიო. ჩემი აზრით ასეთ ადამიანებს სერიოზული პრობლემები აქვთ. ძალიან ბევრია თან ასეთი.
Thomas
23 ივნისი 2022 22:09
1
არ გამოქვეყნება ასეთი საზიზღრობის შეიძლება კარგია. პირადად მიმაჩნია,რომ უნდა გამოქვეყნდეს,რამეთუ ხალხმა უნდა იცოდეს თავისი " კეთილ მონათლული გმირების" სახელი და გვარი.
გია-გივი
23 ივნისი 2022 20:21
1
გასაცხარებელი არაფერია ამ სტატიაში თუ დაკვირვებით წაიკითხე, ცხადია. ლაპარაკია იმათზე ვისაც ჩვენი წარმატება არ ახარებთ, ბოღმავთ, და იმაზე რომ ასეთები სამყუხაროდ არც თუ ცოტააო. იმათ არ ვაქვეყნებთო, ისაც წერია, და შენი ხო გამოაქვეყნეს და რატომ იღებ შენს თავზე? თუ მაინც იღებ ეს შენი პრობლემაა უკვე, და არა ჟურნალისტის, რომელსაც აქეთ შეურაცყოფას აყენებ.
გიორგი
23 ივნისი 2022 18:38
1
ხვიჩა კვარაცხელია!!! ქართველი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ღმერთისგან ფეხბურთელია!!! უმაგრესი ბიჭი!!! ნაპოლი მხოლოდ ტრამპლინია!!! არც ერთი სანაკრებო თამაში არ ჩაუგდია!!! (ამას მხოლოდ მარადონა ახერხებდა), თან რა გუნდებთან?! რომელი ერთი ჩამოვთვალო? საბერძნეთი, შვედეთი,ესპანეთი!!! თუნდაც ბულგარეთი და მაკედონია! ყველასთან ბრწყინვალედ ითამაშა 21 წლის კაცმა!!! როგორ შეიძლება ამ ბიჭზე რაიმე ცუდი არა თუ გამოთქვა, უბრალოდ გაიფიქრო??? ხვიჩა, შენ გენაცვალე!!!
თეიმურაზ კვიტაიშვილი
28 ივნისი 2022 12:20
0
საინტერესო სტატიაა.. განხილვების და მნახველის რაოდენობის მიხედვით პოპულარულ სტატიებში 2 აზრი არაა რომ პირველი ადგილი ერგება ამ სტატიას მაგრამ,
დავიწყებ იქედან რომ ,,რაც არ გკლავს გაძლიერებს" არამგონია ეს ხვიჩამ არ იცოდეს ან ნაკრების თითოეულმა წევრმა თან როდის იყო მწვერვალისკენ გზა ია ვარდით მოფენილი, ამითი განვსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან ზოგი ცუდს იტყვის ზოგი კარგს, ზოგს გაუხარდება ზოგსაც არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს უნდა გადავეფაროთ როცა ამის საჭიროება არ არის..
თუნდაც ჩაკვეტაძეს მაგალითი რომ ავიღოთ მე ნეგატიურად ვარ განწყობილი იმ აზრთან მიმართებაში როცა ქართველი ერის 80 % ფაქტობრივად ეხვეწება ფეხბურთის თამაშს(და აქ თქვენიდან კრიტიკაცაა ხან დროს საჭირო)..
აზრთა სხვადასხვაობა სულ იქნება! ამის აღმოფქვრა შეუძლებელი გახდა მის შემდეგ რაც ადამიანმა პირი გააღო და საუბარი დაიწყო, ასე რომ მადლობა სტატიისთვის და ძალიან გთხოვთ ნუ გადავდებთ საკუთარ ცალმხრივ მოსაზრებას
სხვა ადამიანებსაც არც მე მომწონს ნეგატიური კომენტარები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს უნდა გადავეფარო ან უბრალოდ დავბლოკო მაგრამ შემიძლია გავატარო და ყურადღება არ მივაქციო,ჩავთვალო რომ არ არსებობს მობეზრდება და გაჩუმდება გამომდინარე იქედან რომ არავინ მიაქცევს ყურადღებას აბსურდულ კომენტარს.
შავი კაცი
23 ივნისი 2022 19:28
2
ხვიჩას რომ არაფერი არ აქვს გარანტირებული და 50-50ზეა მაგას რად უნდა ლაპარაკი? შეიძლება მართლა სკამიდან არ ააყენონ და სკამის ფორმაც მიიღოს რა, ვინმე იტყვის რო მასეთი რაღაც შეუძლებელია რომ მოხდეს? როგორც დავწერე 50-50-ზეა არაფერი არ აქვს განაღდებული
აკაკი
23 ივნისი 2022 19:02
46
აკაკი, წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეგიძლია? ნახსენები კომენტარის ავტორი მტკიცებით ფორმაში ამბობს ხვიჩაზე სკამის ფორმას მიიღებსო და შენ წერ შეიძლება მიიღოსო, გამორიცხული არ არისო. ამაში მართალი ხარ, 100 პროცენტიტ ვერაფერს გამორიცხზავ, მაგრამ სინამდვილეში პირველისგან განსხვავებული აზრია რომელიც სწორედ იმას ამბობს 100 პროცენტი ეგრე იქნებაო. შენ კი როგორც ჩანს ერთი და იგივე გგონია, როცა პირველის ავტორს ეთანხმები.)))
გიორგი
23 ივნისი 2022 19:31
1
ხვიჩა არ ვიცი რის ფორმას მიიღებს, დიდი იმედი მაქ რო ნაპოლის ახალი ვარსკვლავი იქნება მარქ შენ რო უკვე ბოღმიანი სირის ფორმა გაქ მაგას ვხედაბთ უკვე აქ ბიჭობა
Sandro
23 ივნისი 2022 20:23
3
ყველა გამოხმაურება
ბოლოში თავი დაიზღვიე? აა, თურმე ბაჯოს არ ათამაშებდნენ და ხვიჩა რომ არ ათამაშონ, არ უნდა გაგვიკვირდესო? აბა მაგ ვიღაცამაც იქნებ ეგ თქვა ზუსტად და თქვენ კიდევ დაიწყეთ უკვე ბუას ძებნა. ჩასაფრებული ყოფილა ვიღაც. რა არასერიოზული ხალხი ხარ. ძალიან ტეხავს რომ ჟურნალისტიკას წარმოადგენთ, რომელიც უნდა იყოს მეოთხე ხელისუფლება და სინამდვილეში ვიღაც ბირჟის დონის სპორტით გატაცებული ბავშვები ხართ. მეც მიმაჩნდა რომ არ იყო ხვიჩა ტოპ კლუბის დონის. მერე? არ მაქვს უფლება აზრი დავაფიქსირო, ისე რომ თქვენნაირებმა რაღაც იარლიყი არ ამაკრან? ევროპის კი არა ცენტრალური აზიის დონის საზოგადოება ვართ.
odala
23 ივნისი 2022 18:35
26
შენ სულ მოწოდების დონეზე ხარ..
გაგვიშიფრე ხოლმე ჩვენ და რედაქციებს რისი თქმა უნდოდა ხოლმე ბოღმიან კომენტარებს რასაც ჩვენ ვერ ვშიფრავთ თან გადაგიხდით საფასურს
შავი კაცი
23 ივნისი 2022 19:01
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული