ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში
"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.
სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.
ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.
ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!
მიმომხილველი
რანაირად უნდა ჰყავდეს ასეთ ადამიანს ჰეითერი?
კარგის მეტი ამ ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია. შრომობს და იხარჯება ბოლომდე, სადმე გინახავთ უპასუხისმგებლოდ მოკიდებოდეს რომელიმე სანაკრებო თამაშს? ან ეროვნულ ლიგაში ნებისმიერ ტურს? კი იძახდით ბევრი, თელავებთან და ბოლნისებთან გაისეირნებსო მაგრამ აბა ერთ მაგალითს თუ დაასახელებთ სადაც ბოლომდე არ იბრძოლა და რომელიმე გუნდს ზემოდან გადმოხედა?
იმდენი დაუმსახურებელი ჰეითი მიიღო თქვენგან თუნდაც კოვიდის დროს, თუნდაც ტრავმის გამო, თუნდაც რუსეთის ეგრევე ვერ დატოვების გამო, არ გიტყდებათ ამ ადამიანის მიმართ ეგ დამოკიდებულება?
ასე რომ იმდენად მაღალი დონის გუნდებთან აქვს თანასწორად და ბევრად უკეთესად ნათამაშები, მაქვს იმის საბაბი, რომ ვთვლიდე მაღალი დონის ფეხბურთელად. არის კიდეც ასეთი, უბრალოდ რამდენად უკეთ გამოავლენს მომავალში ამას ყველა ერთად დავინახავთ.
ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია და ერთმა დეტალმა შეიძლება გადაწყვიტოს კარიერა კარგის ან ცუდის მხრივ.
მაინტერესებს ვინც თვლის, რომ არ არის იმ დონის და თან ღლიცინებს სკამის ფორმას მიიღებსო დაასახელოს არგუმენტები, რათქმაუნდა ყველას აქვს უფლება არ თვლიდეს ვინმეს კარგ მოთამაშედ, მაგრამ დისკუსიაში შემოვიდეს, განიხილოს რატომ არ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ასე შემდეგ.
უბრალოდ შენი ხუშტური თუ არის რომ სკამზე იყოს და არ გინდა ითამაშოს რადგან უბრალოდ ვერ იტან ეგეც თქვი და გასაგები გახდება შენი პრობლემები :))
ეგ სიძულვილია იმის მიზეზი, რომ ჩვენი სასიქადულო მწერლები თავიანთი კოლეგების დახვრეტას აწერდნენ ხელს.
ყველა ფაქტი შენახულია არქივში და როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, ჯობია არ ვნახოთ და არ ვიცოდეთ, როგორ არიან გასვრილი ბინძურ საქმეებში, ჩვენი საყვარელი და სათაყვანებელი მწერლებიო.
ვგულისხმობ 37 იან წლებს, როცა ადამიანები ერთმანეთს დასახვრეტად იმეტებდნენ.
ვერ ატანა კიდე სხვა არის მაგრამ გამეტება?
ჩვენმა ხალხმა იცის ბოლომდე გამეტება ერთმანეთის, და როცა უკვე განადგურებულს დაინახავენ, მხოლოდ მაშინ უჩნდებათ მის მიმართ დადებითი რეაქციები.
ძალიან უყვართ საქართველოში უბედური ადამიანები, ყველაზე მეტი დადებითი კომენტარი გარდაცვლილების ფოტოებს აქვთ.
თუ არ გჯერათ, დააკვირდით!
არ მომწონს როცა ადამიანებს ლანძღავენ. ვფიქრობ თვითონ იმ ადამიანს აქვს პრობლემა, ვინც სხვას ლანძღავს და თავად უნდა მიხედოს თავს. წარმოდგენაც არ აქვთ როგორ განგრევს შიგნიდან, სულ აგრესიულად ყოფნა და სულ ვიღაცის მიმართ ჩასაფრება.
თუ ის ადამიანი მომწონს და უბრალოდ გული დამწყდა, რომ ცუდად ითამაშა ან ფორმაში არაა, ამის თქმის უფლება რატომ არ უნდა მქონდეს?
განსხვავება უნდა ვისწავლოთ ჯანსაღი კრიტიკას და სიძულვილის ენას შორის.
ყველას ეტყობა, ვინც როგორი განზრახვით საუბრობს. ადრე ერთი ადამიანი მიმტკიცებდა, აი ნახე ხვიჩა რუსეთში თუ არ დაიმტვრევა და ვერაფერს მიაღწევსო, ეს კომენტარი შეინახე და გამიხსენებო, შევინახე ის კომენტარი მართლა, დარწმუნებული ვარ ის ადამიანი ელოდებოდა რომ ხვიჩა რუსეთში დაემტვრიათ და მერე ჩემთვის კმაყოფილი მოეწერა, აი ხომ გამართლდა რასაც ვამბობდიო. ჩემი აზრით ასეთ ადამიანებს სერიოზული პრობლემები აქვთ. ძალიან ბევრია თან ასეთი.
ამაზრზენად მოიქცნენ და ამას მე ვერცერთს ვპატიობ, ყველა ვიცი სახელებით და გვარებით ვინ როგორ ფსკერზე დაეცა იმ დღეებში.
უბრალოდ ერთ რაღაცას ვერ ვხვდები, ოპოზიცია რა შუაშია როცა ცალსახად პრორუსული მთავრობა გვყავს და სამარცხვინო განცხადებები აკეთეს ომის დაწყებისთანავე. მხოლოდ ერთი მაგალითიც კმარა, პრემიერმა რომ განაცხადა, ომი უკრაინაში მიდის და ჩვენი საქმე არ არის ეგო, ეგეც ოპოზიციამ ათქმევინა?
მე კი ვიცი და ვერავინ მასწავლის რა სამარცხვინოც არის ჩვენი ოპოზიციის ნაწილი მაგრამ როგორ შეიძლება ევროპასთან დაშორებაში მთავრობის გარდა ვინმე სხვა დაადანაშაულოთ...
არვიცი ალბათ მხოლოდ სამთავრობო ტელევიზიების პროპაგანდაა ეგ!
მე ევროპარლამენტარების განცხადებებს ვისმენ, ყველა ქართული ტელევიზიისთვის ბოიკოტი მაქცს გამოცხადებული, მთავრობიან ოპოზიციანად და ობიექტური ევროპული გვერდებიდან ვიღებ ინფორმაციას.
ამ ეტაპზე როგორც გავიფუჭეთ საქმე ევროპასთან, მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და სხვა არავისი.
მე როგორც დასავლეთის მომხრე და პროევროპული ახალგაზრდა ადამიანი, სრულიად უიმედო სიტუაციაში ვარ, ასევეა ბევრი ჩემი თანატოლი.
ან ქვეყანას საკუთარი ხელფასის 20% ს ვუხდი და ამ ქვეყნის ხელისუფლებას სრულად პრორუსული კურსი აქვს აღებული.
მე არმინდა რუსეთში ცხოვრება, ან რუსეთთან თანაცხოვრება.
რუსეთთან ყოფნა ნიშნავს ამ ქვეყნის ჩეჩნეთიზაციას და ამაში მონაწილეობის მიღებას ჯობია საერთოდ არ იყო...
გულწრფელი სურვილით გამოდის ხალხი აქციაზე, რომ ევროპა უნდათ და მთავრობა ამ ხალხე ქილიკობს. იქეთ ეძახის რუსეთუმეს და რაღაც საშინელ სახელებს.
ქვეყანა კი არა ბანანის რესპუბლიკაა ჩვეულებრივი.
მთლად ნუ შეგვაზიზღებენ აქ გაჩერებას.
P.S ნაპოლი ძალიან მაგარია, არც ის დრო არის შორს, რომ რეალში ან ბარსელონაში ითამაშებს. წარმატებები ხვიჩა!!!