საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
ეს არის ჩვენი სანაქებო ნაკრები სირცხვილია რათამაში აჩვენეს რაიყო ეს
გოგა
01 ივლისი 2022 22:21
1
celicadshi erti matchis chavardna rogorme apatie axla. mzadebis procesia xan caageb xan moigeb.
კუ კობსონი
01 ივლისი 2022 22:37
9
მე ვიცი რომ შეიძლება კაცს ჰქონდეს უსარგებლო დღე, ანუ იმ დღეს არაფერი, რომ არ გამოსდის (მეც თვითონ მქონია ასეთი დღეები), მაგრამ არ გამიგია ასეთი რამ რომ 11 კაცს ერთდროულად ჰქონდეს 'ნეუდაჩნი" დღე. ამდენი სამქულიანის და ჯარიმის გაფუჭება ალბათ არ ახსოვს კალათბურთის ისტორიას.
ჟორა გაბრიჭიძე
02 ივლისი 2022 16:37
0
ხვიჩას კორონა გამახსენდა მეც და სტადიონზე მაყურებლის არ დაშვება. უჯიგროდ ითანაშეს, მარტო თოკო განიცდიდა. ზუროსი ნევროზიანია, თანაც არტისტობს ხშირად. რა მაგის საქმეა როდის აიღებს მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი წუთშესვენებას. ბითაძის ამნავიც საეჭვოდ გამოიყურება.მოკლედ, კრემლი ყველგან მუშაიბს. გადამწყვეტ თამაშებს ყოველთვის წავაგებთ. რაგბშიც წავაგებთ იტალიასთან და საერთიდ, დიდ ტურნირემზე მანამდე ვერ მოვხვდებით, სანამ ქვეყანას იდეოლოგია არ ექნება.
დავითი...ს
01 ივლისი 2022 23:59
10
ეს ყველაფერი გასაგებია და ტრენერის და უკრაინელების რუსული ბაზარი რა იყო? მთელი თამაში რომ რუსულად ბლუყუნებდა სულყველა მოწინააღმდეგის ბანაკში,აღარაა რუსეთი დამპყრობელი?
ანტილიბერალი
01 ივლისი 2022 23:37
0
წავაგეთ და ეხლა ბაგატკისზე ვიყაროთ ჯავრი, კარგი ქართული ანდაზა ვიცი "ცხენს ვერ მოერიენ და უნაგირი დაამტვრიესო"...
საბა
01 ივლისი 2022 23:09
32
წაგვიგია აქამდე მარა მეტოქე გუნდის მწვრთნელებზე არ გავიგინებია. ან ბოლო წამებს უყურე და გაიგე რა ხდება და თუ უკვე ნანახი გაქ და მერე დაწერე ეს კომენტარი წადი დაიძინე
ქართველი
01 ივლისი 2022 23:32
0
შენ რომ დაგანახებენ ეგეთ ჟესტს , საინტერესოა რას იზამ!
კახა
01 ივლისი 2022 23:32
2
ყველა გამოხმაურება
ეს გუნდი არ იყო , მაგრამ მჯერა შევლენ ფორმაში და იქ პირიქით იყო მე მგონია , ბოლო წამებზე აღებული წუთ შესვენების გამო ზუროსი გაღიზიანდა და ზუროსი არ წავიდა მისკენ ხელის ჩამოსართმელად მაგრამ ბაგატსკისის ჟესტი არ იყო ლამაზი.
zizu
01 ივლისი 2022 22:25
2
თამაში მივეცით მოძმეებს?
ქართველი
02 ივლისი 2022 14:16
5
კარგია! დროულად ჩამოგვსვეს ღრუბლებიდან, 2 კაცით მოვინდომეთ მედლების აღება,ჩვენი ამბავი რომ ვიცი ვერცხლი და ბრინჯაო ნაკლებად პოპულარულია ჩვენში...
კახა
01 ივლისი 2022 23:18
3
კარგად შეხედეთ ბაგატსკისი მიდის ხდლის ჩამოსართმევად ზუროსი აქვრვს ზურგს და მერეა ეგ უხეში ჟესტი.
რრრ
01 ივლისი 2022 22:45
36
სად დაინახე ზურგი რო აქცია
მ...ა
01 ივლისი 2022 22:55
3
შენგელიას მეტი კალათბურთელი ვერ ვნახე მაგ თამაშში.
Რაგბის ფანი
02 ივლისი 2022 12:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული