საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
ერთი კარგი სილაქის ღირსი იყო ის ბაცანა, მთელგუნდს შეურაწყოფა მიაყენა იმ წასაკუზმა
ალეკსანდრე
02 ივლისი 2022 11:38
1
ისევ ნანახი სცენარი და მერამდენედ... ძალიან საწყენია სადაც აუცილებლად უნდა მოგვეგო იქ წავაგეთ... და უარესი თუ ეს ჩვენი მაქსიმუმია... და მით უარესი თუ შეგვეძლო და რამენაირად დავთმეთ... უარესები გადაგვიტანია მარა გვერდში და თან არავინ ჩამოგვყოლია... თუ ვინმეს არ ჯერა ისტორიას გადახედეთ...
ბექა
02 ივლისი 2022 00:19
1
თამაშის წინ გურასპაულმა რომ თქვა, ორივე უნდა მოვიგოთო, უკვე ნათელი იყო, რომ ორივეს წავაგებდით და ორივეს უშანსოდ...
ობიექტურად
01 ივლისი 2022 22:58
13
იმდენი იბრიქა გურასპაულმა მეც ვიცოდი რომ მასე დამთავრდებოდა,ასე გვაქვს წინასწარ თავში ავარდნა დაცდილი
სოსო
01 ივლისი 2022 23:07
4
ცხელ გულზე ვიკავებ თავს… - ვულოცავ უკრაინას გამარჯვებას. მათი მწვრთნელი უბრალოდ ნაძირალაა …
ირაკლი
01 ივლისი 2022 22:10
8
დაუთმეთ ბიჭო თამაში? რა ყველას ჩვენ უნდა გაუგოროთ კოჭი. ეეეეეეჰ მეწყინა მაგრად.
ქართველი
02 ივლისი 2022 09:35
2
მდაა, ლატვიელი მწვრთნელის უკადრებელმა საქციელმა გადაფარა ჩვენი გუნდის უკადრებელი თამაში...
მასტერს
01 ივლისი 2022 22:25
0
ძირს დავეშვით,ევრობასკეტზე რა გაუძლებს ესპანეთს,თურქეთს,მონტენეგროს,და ბელგიასაც კი
გიორგი
02 ივლისი 2022 00:31
6
საქართველოს ნაკრები სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ამ თამაშს, რაც ზუროსის და ფედერაციის პასუხისმგებლობაა. მოსამზადებელ პერიოდში ერთი ამხანაგური შეხვედრა მაინც უნდა ჩატარებულიყო!
დო მაჟორი
02 ივლისი 2022 13:20
4
ვინ არი ეს ბაგაცკისი რა უნდა სადაურია საერთოდ, ქართველებს ვერ იტანს თუ რაშია საქმე
Shaq
02 ივლისი 2022 04:29
5
ლატვიელია ძმა როგორც გავიგე ადრე აქ მუშაობდა და ხელფასსს არ უხდიდნენ ლატვიის ნაკრებითაც გვეთამაშა ისაც მოვუგეთ და მიცემულ თამაშზე გადაიმასაქნა
გიგა
02 ივლისი 2022 10:19
0
სრული კატასტროფა, დავეშვათ მიწაზე... სულ 3 კალთბურთელი გვყავს და ისინიც არასტაბილურები, სხვების თამაშზე დამოკიდებულები( შერმადინს ჰუერტასის გარეშე ძალიან უჭირს, ნაკრებში აბა ვინ შეცვლის ბრაზილიელს? ....) მაკფადენს სროლა თუ არ წაუვიდა მოლდავეთი, სომხეთი და ა.შ მოგვიგებენ, ისე ბიჭებს ეტყობა დაავიწყდათ რომ კალათბურთი ბურთის კალათში ჩაგდებას ნიშნავს და არამარტო მაგას.... რა ესპანეთი, რა ევროპა?... ჩავარდნა-წაგებისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ამ თამაშს ახსნა არ აქვს, არც მწვრთნელის მუშაობა ჩანდა, სრული ფიასკო.... არ მჯერა მე ამ თამაშის დათმობის, ეს უფრო თავის მართლების უნიჭო ვერსია მგონია....
გუსანი
02 ივლისი 2022 01:16
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული