საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
სანიკიძეს უნდა მოეთხოვა.კაცი დეპუტატია,
დიმა
01 ივლისი 2022 23:26
1
არ არის სიმართლე , ზუროსმა არ ჩამოართვა და მერე გააკეთა ეგ ჟესტი
ჯილდა
01 ივლისი 2022 22:26
23
თამაშზე იყავი???
ახწ
01 ივლისი 2022 22:52
2
რაო!! რომ ბაქი ბუქობდით აქ უმეტესობა უკრაინის ნაკრებს გავაქრობთ და გადაუვლითო, რა მივიღეთ-უშანსოდ წავაგეთ.კიდევ "კარგი" ის ბაგაცკისია თუ ვიღაც ის, უმსგავსოდ რომ მოიქცა, შეესიეთ ეხლა მის სოც გვერდს და აგინეათ ყველა ბრუნვაში. როგორც ვხვდები აქ მარტო სადღეგძელოები უნდა წერო, თორემ ეგრევე "დიდი პატრიოტები" ნაცის იარლიყს მოგაკერებენ. აქ, სპორტულ საიტზე რა შუაშია ნაცი ან სხვა, მართლა ვერ გავიგე.
დრაივა
02 ივლისი 2022 00:56
25
ნაცი შუაში კი არა, ყველა უბედურების თავშია.
-
02 ივლისი 2022 02:14
10
ბავᲨვი მყავს 16 წლის 206სმ სიმაᲦლის უფულობის გამო ხელი არავინ მოკიდა და არც მეგობარი მყავს....რატო იმიტომ რომ ბიზნესად აქციეს და გაიზარდნენ მამიკოს ბავᲨვები...პერსპექტიული ბავᲨვები კი დაიᲩაგრნენ...ახლა იმიტომ დამყავს კიდო რო ქუᲩაᲨი არ მინდა მოხვდეს ..
Თორემ 1 წუᲗიᲗაც არ გავაᲩერებდი კალაᲗბურᲗᲨი...კიᲗხეᲗ ფედრეაცია ეს სამარᲗლიანი მოქცევაა
მოქალაქე
02 ივლისი 2022 12:46
0
საბერძნეთში (ათენი, სალონიკი),ან იტალიაში (ფლორენცია,რომი, ბოლონია- ბევრი ქართველები არიან და დაგეხმარებიან) წაიყვანე მეგობარო...საქართველო შუა საუკუნეების რუსეთის კონტროლ ქვეშაა კარგა ხანია,ე.ი. რუსული ავტორიტაეულ- ოლიგარქიულ კრიმინალურ კლანური მმართველობის სისტემით, მით სრული უპერსპექტივობა, შეუქცევადი ემიგრაციით და რას ელოდები (?!), ,,პოლიტიკურ,,
- კრიმინალურ კლანებს ერთ ადგილზე კიდიათ სახელმწიფოც,ერიც და მომავალიც... ოღონდ ხელისუფლებაში (კლანის ინტერესებებისათვის) იყვნენ და მტრის სპეც- სამსახურებს და შეიარაღებულ ძალესაც გამოიყენებს...
კახაბერი
02 ივლისი 2022 13:51
9
მოგესალმებით, გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენი გუნდის ფეისბუქ გვერდზე, Tbilisi Basket 2020.
დათო
02 ივლისი 2022 18:28
0
ყველა გამოხმაურება
სავსებით სწორი ტაქტიკა შეარჩია,უზრდელმა ბაგაცკამ.სწრაფ ტემპში თამაში ჩვენც არ გვაწყენდა....დღეს ასეა,მივხედოთ ახალგაზრდებს...მარტო პოზიციური შეტევებით,ვერ,,გავფრინდებით,,
ზურა ზურაბი
02 ივლისი 2022 00:49
1
ისევ მოჩვენებები, ისევ ტოტალიზატორებში წაგებული ფულები, ისევ უაზრო დადანაშაულებები და ა.შ.
რატომ უნდა მიეცეთ თამაში? უკრაინა რა ჩემპიონი გახდება თუ ამით ევროკავშირში მიგვიღებენ ? მე რომ ვიყო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზუროსს გავაგდებდი . ვერ ვხვდები რა უნდათ უკრაინის მწვრთნელთან. ყველგან მიღებული პრაქტიკაა თამაშის შემდეგ მწვრთნელები მეგობრულად ხელს ართმევენ და დამარცხებული მოგებულ ყოველთვის ულოცავს გამარჯვებას! ზუროსი როგორ მოიქცა? ეგ მოგეწონათ და იმის ჟესტი არა?
დავით 67
02 ივლისი 2022 00:35
16
ეს ზუროსიც მაგარი ქერქეტი კაცია ადრეც გააკეთა მასე,რომელიღაცა მეტოქის მწვრთნელს არ ჩამოართვა ხელი
*გიორგი
02 ივლისი 2022 01:58
11
დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენი ნაკრების თამაშმა,არცთუ დიდი ხნის უკანდელი ფეხბურთის ნაკრების უჯიგრო,ქაოტური თამაში გაახსენა.ინცინდენტს რაც შეეხება მე დავინახე ბაგატსკისი მიდიოდა ჩვენებისკენ,მერე მობრუნდა და ის ჟესტი გააკეთა.შერმოც მთელი თამაში ნერვებს იყო აყოლილი,არც სროლები წაუვიდათ მოკლედ,სარკის ყურება ჯობდა,არადა იქეთ წყალბურთში იაპონელებთან წავაგეთ...თარსი დღე იყო
gurulo
01 ივლისი 2022 23:21
6
საქართველოს ნაკრებმა რაც გააკეთა ეს გულშემატკივრების და მთელი ქვეყნის შეურაწყოფაა, რადგან უბრძოლველად დაუთმეთ თამაში უკრაინელებს და "შარვალ ჩახდილები" გახვედით პარკეტზე, ბარემ ლგპტ დროშებიც გაგეტანათ, ხმარებით კი ახმარიეთ თავი და... ასეა რწყილს ფეხზე რომ დაისვამ!!!! იმედია განმეორებით-საპასუხო მატჩში მაინც ითამაშებთ ისე როგორ საჭიროა!!!
გიორგი
02 ივლისი 2022 18:12
7
წაგების მიზეზი ჩვენი გუნდის არა სათანადო ფორმაში ყოფნაა. ერთი-ორი ამხანაგური თამაში არ გვაწყენდა ოფიციალურ მატჩამდე. უკრაინას ჰქონდა ამხანაგური თამაშები და წაადგათ კიდეც.
irakli81
02 ივლისი 2022 11:53
4
ასე იცის ...შენის არ დაფასებამ და დაკნინებამ
goga
02 ივლისი 2022 09:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული