საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /

თამაში წავაგეთ - სისწრაფეში...გვაჯობეს, ცოტა ნელები რომ ვართ- იციან და...
აქვე - აუფ, რა დღეში არიან კრემლის ტროლები - ჩასაფრებული ტურები, ტვინით, ცნობიერებით გაღრუსებული უწიგნურები...ჯერ ერთი-აქაც-რ ა შუაშია უკრაინელი კალათბურთელები,და უკრაინელი ხალხი(?!), მერე მეორე ...არ იცით უკრაინელები სწორად რომ ძ მ ე ბ ი არიან და ურუს მონღოლები- მ ტ რ ე ბ ი, თან 250 წლოვანი(?!), ქართველმოძულეები, ქართული სახელმწიფოს მ ტ რ ე ბ ი (?!) მათი ტურები- ვირეშმაკა ვაჭრებით, რომ 21- ე საუკუნეში-ც გვიწყობენ ,,საქართველო უქართველებოთ,,(?!) ისრულებენ საუკუნო ოცნებას(უკვე 900 000-ნი შეუქცეცადი ემიგრაცია შეგვიქმნეს?!)

შეგახსენებთ ,,ერთმორწმუნე,, მონღოლების, რუსებად წოდებულის, ღ ო რ ი ს აზროვნებას რომ ვერ გასცდნენ 500 წელია მეხოტბეებს-მარტო ბოლო 30 წელიწადში ორ ძირძველ ქ ა რ თ უ ლ რეგიონში ქართველთა ეთნოწმენდები მოგვიწყვეს, ოკუპაცია განახორციელეს, იქ უძველეს ქართულ ტაძრებს რუსულად დღესაც ათეთრებენ- ქართულ კვალს სპობენ, და -21-ე საუკუნეშიც ერთადერთი,,სტრა-ლი მიზანი,, რომ გააჩნიათ-საქართველოს სახელმწიფოს ლივიდაციის,,(?!)
ხო, იმ საქართველო -რუსეთ ომებში - ერთადერთი ვინც დაგვიდგა გვერდით - უკრაინელები არიან და აფხაზეთის ომში-10 000-ბით ქართველიც გადაარჩინეს,მეომრებიც იბრძოდნენ ჩვენ მხარეზე და დაიღუპნენ ...
აი რ ა ტ ო მ არიან ძმები უკრაინელები და -ღრუსები, მათი,,ქართველი,, მეხოტბებით მ ტ რ ე ბ ი!

ასე რომ თქვენს ბჟუტურს აზრი არა აქვს, ბოლო 30 წელი, ალბათ ღრუსეთში ხართ და აზზზრე არა ხართ, ისტორია ხო- საერთოდ ა რ იცით და ...ბჟურურობთ, დემაგოგობთ და ხართ აქ (?!)
კახაბერი
02 ივლისი 2022 06:16
13
კრემლის ტროლი ხარ ზუსტად შენ! აბა ქართველებს უნდა გაგვხარებოდა რაც გუშინ მოხდა, გინდა თამაშში და გინდა თამაშის შემდეგ?! ფუი ასეთ უნამუსობას რა ვუთხარი?! ის გოგო ვითომ უკრაინულად რომ მღეროდა ვერ შეატყვე რუსულადაც იგივე რომ იყო?!
aburjga
02 ივლისი 2022 12:57
3
მაქფადენს არ წაუვიდა თამაში,შერმადინი ბერდება, შენგელიამ კლასი დაკარგა რაც ესპანეთიდან წამოვიდა,სუპერლიგის კალათბურთელებით კი შორს ვერ წავალთ.არადა მეგონა რომ მაგარი გუნდი გვეყოლებოდა ევრობასკეთზე,ძალიან გაგვიჭირდება
სოსო
01 ივლისი 2022 23:45
6
ნუ ღელავთ, ასკურავას მალამო წაუსვიათ ბითაძისთვის, ესპანეთთან ჩიტივით იფრენსო.))))
ჯუზეპე ბაბანგიდა (ირაკლი პაპას შთამომავალი)
02 ივლისი 2022 00:56
11
ბაგატსკისი, რომ საცემია ამაზე ორი აზრი არაა, მარა ფაქტია ზუროსმა რომ ზურგი აქცია მერე იყო ეგ ჟესტი არ მკითხოთ ახლა სად დაინახეო, რად უნდა მაგას დანახვა ლოგიკა ხომ გაქვთ ბაგატსკის მიდის ხელ გაწვდილი და უცებ ჩერდება და აკეთებს უხამს ჟესტს რასაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ გამართლება არ ააქ.
ეეე
01 ივლისი 2022 23:23
17
გაწვდილი ხელით კი არა თითის ქნევით მიდის თუ დააკვირდები.
margal
02 ივლისი 2022 00:29
0
esec nakebi bagackisi bevrs rom guli misdioda misi siyvarulit. magram rac davinaxe midioda zurosisken da zurosma roca anishna ar moxvideo mere gabrunda bagackisi. torem ukadrebeli ikadra magram imas ver daabraleb rom ar midioda,utiprad midioda da zurosma kargia rom gaapshxuila
კუ კობსონი
01 ივლისი 2022 22:14
7
მთავრობა არა გვყავს და გუნდი რომ არ გვყავდეს რა გასაკვირია. სხვაგვარად მოეხმარეთ უკრაინას და კალათბურთში მარცხს აიტანენ როგორმე
bijos
03 ივლისი 2022 17:03
3
უთავმოყვარეო წაგება და უთავმოყვარეო თავის დახრა დამამცირებელ ჟესტზე! ამ დღეს თქვენით ერი ვერ იამაყებდა!
იაგო
02 ივლისი 2022 22:29
3
ესეთი სასტავით როგორ უნდა წაეგოთ რა ყყყყუდა იყო
gela
02 ივლისი 2022 11:20
0
არ დაბლოკოᲗ
ადრეც მიᲗქვია და ვამბობ...დაბერდნენ სანაᲫე ბურჯანაᲫე Შერმადინი და სხვებიც...Შემცვლელი ვინ გვყავს არავინ...რა Თაობა მოდის ვერ ვხედავᲗ...არის ბიᲗაᲫე და მამუკელაᲨვილი რატიც კარგი ბავᲨვია...მაგრამ ეს სამი ᲨესარᲩევᲨი ვერ იᲗამაᲨებენ ᲨეზᲦუდვების გამო... დანარᲩენები ვინ არიან ხომ გამოᲩნდა....სკამი არ გვყვას Ძლიერი....ამიტომ Ჩვენი კალაᲗბურᲗი ნელ ნელა უკან მიდის..
მოქალაქე
02 ივლისი 2022 08:30
4
აუფ, რა დღეში არიან კრენლის ტროლები - ჩასაფრებული ტურები, ტვინით, ცნობიერებით გაღრუსებული უწიგნურები...ჯერ ერთი-აქაც-რ ა შუაშია უკრაინელი კალათბურთელები,და უკრაინელი ხალხი(?!), მერე მეორე ...არ იცით უკრაინელები სწორად რომ ძ მ ე ბ ი არიან და ურუს მონღოლები- მ ტ რ ე ბ ი, თან 250 წლოვანი(?!), ქართველმოძულეები, ქართული სახელმწიფოს მ ტ რ ე ბ ი (?!) მათი ტურები- ვირეშმაკა ვაჭრებით, რომ 21- ე საუკუნეში-ც გვიწყობენ ,,საქართველო უქართველებოთ,,(?!) ისრულებენ საუკუნო ოცნებას(უკვე 900 000-ნი შეუქცეცადი ემიგრაცია შეგვიქმნეს?!)

შეგახსენებთ ,,ერთმორწმუნე,, მონღოლების, რუსებად წოდებულის, ღ ო რ ი ს აზროვნებას რომ ვერ გასცდნენ 500 წელია მეხოტბეებს-მარტო ბოლო 30 წელიწადში ორ ძირძველ ქ ა რ თ უ ლ რეგიონში ქართველთა ეთნოწმენდები მოგვიწყვეს, ოკუპაცია განახორციელეს, იქ უძველეს ქართულ ტაძრებს რუსულად დღესაც ათეთრებენ- ქართულ კვალს სპობენ, და -21-ე საუკუნეშიც ერთადერთი,,სტრა-ლი მიზანი,, რომ გააჩნიათ-საქართველოს სახელმწიფოს ლივიდაციის,,(?!)
ხო, იმ საქართველო -რუსეთ ომებში - ერთადერთი ვინც დაგვიდგა გვერდით - უკრაინელები არიან და აფხაზეთის ომში-10 000-ბით ქართველიც გადაარჩინეს,მეომრებიც იბრძოდნენ ჩვენ მხარეზე და დაიღუპნენ ...
აი რ ა ტ ო მ არიან ძმები უკრაინელები და -ღრუსები, მათი,,ქართველი,, მეხოტბებით მ ტ რ ე ბ ი!

ასე რომ თქვენს ბჟუტურს აზრი არა აქვს, ბოლო 30 წელი, ალბათ ღრუსეთში ხართ და აზზზრე არა ხართ, ისტორია ხო- საერთოდ ა რ იცით და ...ბჟურურობთ, დემაგოგობთ და ხართ აქ (?!)
კახაბერი
02 ივლისი 2022 06:13
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული