საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
ხვიჩას კორონა გამახსენდა მეც და სტადიონზე მაყურებლის არ დაშვება. უჯიგროდ ითანაშეს, მარტო თოკო განიცდიდა. ზუროსი ნევროზიანია, თანაც არტისტობს ხშირად. რა მაგის საქმეა როდის აიღებს მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი წუთშესვენებას. ბითაძის ამნავიც საეჭვოდ გამოიყურება.მოკლედ, კრემლი ყველგან მუშაიბს. გადამწყვეტ თამაშებს ყოველთვის წავაგებთ. რაგბშიც წავაგებთ იტალიასთან და საერთიდ, დიდ ტურნირემზე მანამდე ვერ მოვხვდებით, სანამ ქვეყანას იდეოლოგია არ ექნება.
დავითი...ს
01 ივლისი 2022 23:59
10
Espanettan movigebt samagierod.yomaria es yvelaferi.nakrebma ashkarad ar itamasha.
Gia
01 ივლისი 2022 23:50
3
მაქფადენს არ წაუვიდა თამაში,შერმადინი ბერდება, შენგელიამ კლასი დაკარგა რაც ესპანეთიდან წამოვიდა,სუპერლიგის კალათბურთელებით კი შორს ვერ წავალთ.არადა მეგონა რომ მაგარი გუნდი გვეყოლებოდა ევრობასკეთზე,ძალიან გაგვიჭირდება
სოსო
01 ივლისი 2022 23:45
6
უყურეთ თავიდან თამაშს და დარწმუნდებით იმაში , რომ სპექტაკლი იყო . შერმადინის საჯარიმოები , საუკეთესო სტატისტიკა აქვს რეალიზაციის ევროპაში და ზედიზედ ოთხი ჯარიმა დაამოკლა , სამწამიანი სულ ცარიელი გვქონდა დაცვაში თამაშის დროს , არ პრესინგი , არ პასი , არა კომბინაცია , უაზრო დაკარგვები , არა ზონა , რა ვიცი , მეტი რაღა უნდა მომხდარიყო .
ATP 16
01 ივლისი 2022 23:43
1
რო გამოიძიონ ეს თამაში და მიცემული თამაშის გამო 10 წლიანი დისკვალიფიკაცია მოგვცენ ერთი წამი არ დამწყდება გული. 10 კიარა 100წლიანს იმსახურებთ უკრაინას რო აძლევთ და ქართველ ხალხს თვალში ნაცარს რო აყრით.... აი მაგის გამო!!!! თქვენ დებილები ხოარ გონივართ ესპანეთან ნაყიდი ბილეთი მივახიე სულ რომ მოიგონ მაინც ვერ ჩამოირეცხავთ იმ სირცხვილს რაც ჩვენ მოგვაყენეთ.... აგერ უელსმა დაიკიდა ყველაფერი და მოუგო მშვენივრად რა ყველგან ჩვენ უნდა გამოვიდეთ დედა ტერეზა?????? ბითაძემ ალბათ ძალით არ ითამაშა გაყიდულ თამაში რისთვის დატვირთულიყო ასეთ თამაში უთავმოყვარეო სპორტსმენი თუ გამოვა და ითამაშებს
რონი
01 ივლისი 2022 23:41
12
შენ თუ კალათბურთი გესმოდეს მე ვიყო ჭიჭვეიშვილი! ხდება ხოლმე თან ხშირად როცა ფარში სტყორცნები არ მიგდიიიის გაიგეთ სტეპ კარისაც დამართნია ლებრონ ჯეიმსაც და მთლიანად გოლდენ სტეიტსაც
რონი პიცას
02 ივლისი 2022 00:38
13
ამიტომ არ უნდა შექმნა წინასწარ საზეიმო მოლოდინები.
მოკლედ
01 ივლისი 2022 23:41
1
ეს ყველაფერი გასაგებია და ტრენერის და უკრაინელების რუსული ბაზარი რა იყო? მთელი თამაში რომ რუსულად ბლუყუნებდა სულყველა მოწინააღმდეგის ბანაკში,აღარაა რუსეთი დამპყრობელი?
ანტილიბერალი
01 ივლისი 2022 23:37
0
მთელიმეოთხე პერიოდი, რო შერმადინი არ ათამაშა ესეც ბაგატსკისის ბრალია? ან ბითაძემ სად მიიღო ტრამვა? უნიჭოთ დადგმული სპექტაკლი, აბა პირზე კოცნით, რომ დაშორებულიყვნენ ვინ დაიჟერებდა, რომ მიცემული არ იყო?
ეეე
01 ივლისი 2022 23:35
3
მთელიმეოთხე პერიოდი, რო შერმადინი არ ათამაშა ესეც ბაგატსკისის ბრალია? ან ბითაძემ სად მიიღო ტრამვა? უნიჭოთ დადგმული სპექტაკლი, აბა პირზე კოცნით, რომ დაშორებულიყვნენ ვინ დაიჟერებდა, რომ მიცემული არ იყო?
ეეე
01 ივლისი 2022 23:34
9
რა ვიცი რა ვთქვა, ასეთი უსახური თამაში ბევრი ხანია არ მინახავს, ამ შერმადინს რა დაემართა, რაც ამ თამაშში გააცუდა საჯარიმოები იმდენი ალბათ ესპანეთში მთლიან სეზონში არ გაუცუდებია, მარტო შენგელიას იმედზე ყოფნა ძნელია, ერთ დროს ისიც წავა და მერე ვთქვათ რა გვეშველება
Nukri
01 ივლისი 2022 23:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული