კვარაცხელია თურქეთის სუპერლიგისა და ლა ლიგის გუნდების წინააღმდეგ - "ნაპოლის" ამხანაგურ მატჩებში მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" მოსამზადებელ ეტაპზე იმ 4 გუნდის ვინაობა დაასახელა, რომლებსაც ისინი ამხანაგურ შეხვედრებში Castel di Sangro-ზე წვრთნის პერიოდში დაუპირისპირდებიან.

Castel di Sangro-ზე, სადაც ნეაპოლელები წვრთნის მეორე ეტაპს გაივლიან, პირველ ამხანაგურ მატჩში 27 ივლის თურქულ "ადანა დემირსპორს" შეხვდებიან.

31 ივლისს მათი მეტოქე უკვე "მალიორკა" იქნება, 3 აგვისტოს - "ჟირონა", 6-ში კი - "ესპანიოლი".

აქვე გეტყვით, რომ მანამდე "ნაპოლი" 2 ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს და 14 ივლისს, ანუ ხვალ, სამოყვარულო გუნდ "ანუნიას" შეხვდება, 17-ში კი - "პერუჯას".
მკითხველის კომენტარები / 2 /
✊✊✊
გომორძგუა მარგალეფც
02:10 14-07-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული