Castel di Sangro-ზე, სადაც ნეაპოლელები წვრთნის მეორე ეტაპს გაივლიან, პირველ ამხანაგურ მატჩში 27 ივლის თურქულ "ადანა დემირსპორს" შეხვდებიან.
31 ივლისს მათი მეტოქე უკვე "მალიორკა" იქნება, 3 აგვისტოს - "ჟირონა", 6-ში კი - "ესპანიოლი".
აქვე გეტყვით, რომ მანამდე "ნაპოლი" 2 ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს და 14 ივლისს, ანუ ხვალ, სამოყვარულო გუნდ "ანუნიას" შეხვდება, 17-ში კი - "პერუჯას".