"მალე ბარსას რადარზე აღმოჩნდება" - ჩაკვემ სლოვანის ფანები აღაფრთოვანა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ბრატისლავის "სლოვანი" ევროპა ლიგაზე ასპარეზობას განაგრძობს. "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:1) გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანზე 92 წუთი გაატარა და რამდენიმე ეფექტური მომენტიც შემოგვთავაზა.

ბრატისლავურმა გუნდმა "ჩაკვეს" მომენტები სოციალურ ქსელში განათავსა, გულშემატკივრებმა კი ქართველის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.

"რასაც ჩაკვეტაძე "ოლიმპიაკოსთან" მატჩში ბურთით აკეთებდა, ფეხბურთი ეს არის!"

"ჩაკვეტაძე ექსტრა კლასის ფეხბურთელია. ყოჩაღ ვლადკო (ვაისი), ასეთი მოთამაშის "სლოვანში" ნახვა არ წარმომედგინა!"

"ჩაკვეტაძე სხვა სამყაროდანაა. დაუჯერებელია, რასაც ეს ბიჭი აკეთებს."

"
ჩაკვეტაძე გუნდის ყველა ფეხბურთელზე 1 თავით მაღლა დგას!"

"ყველა ვხედავთ, ჩაკვე სხვა საფეხბურთო ლიგიდანაა. მიხარია, რომ ცოტა ხნით მაინც ითამაშებს ჩვენთან!"

"ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელის "სლოვანის" მაისურით ყურება, რაღაც წარმოუდგენელი ჩანს. არ გამიკვირდება, მალე "ბარსას" რადარზე თუ აღმოჩნდა"

"მოუთმენლად ველოდები მის შემდეგ მატჩებს, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ქართველო ბიჭებო დიდი მადლობა ასეთი თამაშისთვის!"

"საბოლოოდ გვყავს ფეხბურთელი, რომელსაც ერთი ერთზე მეტოქის მოტყუების არ ეშინია. ვაისიც დიდ ტექნიკას ფლობს, თუმცა "ჩაკვე" განსხვავებულია".

"გიორგი, ჯაბა და გურამი არამხოლოდ გამორჩეული ფეხბურთელები, არამედ ადამიანური კუთხითაც დიდი პიროვნებები არიან, გმადლობთ ბრწყინვალე თამაშისთვის".

"ჩაკვე" მომენტებში წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს."

შეგახსენებთ, "ოლიმპიაკოსსა" და "სლოვანს" შორის განმეორებითი შეხვედრა 11 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

altვაისმა ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა - კანკავამ საგოლე პასი გააკეთა

altკაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 30 /
ღმერთმა ქნას ამ ბიჭმა ტრავმა არ მიიღოს და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ კიდევ ერთ დიდ ფეხბურთელს,არადა გულწრფელად ვიტყვი აღარც მქონდა იმედი.
ლექსო
06 აგვისტო 2022 19:41
0
მე ყოველთვის მქონდა და ეხლაც მაქვს ამ ბიჭის იმედი მართლა მაგრად "მევასება" როგორც ეპყრობა ბურთს და და ძალიან მაგარი ტექნიკა აქვს ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს რა.
T.q
07 აგვისტო 2022 02:32
0
კარგი თამაშის მიუხედავად ეს ის ჩაკვე არაა მაგრამ ეტყობა რომ სწორ გზაზე დგას.. ჯაბას და კაშოს შემხედვარე სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა ორი დიდი პროფესიონალი ყავს გვერდით და არც მისცემენ უფლებას ვარჯიშის გარდა სხვა ცუდ რამეებზე იფიქროს... წესით მაკედონიასთან კარგ ფორმაში უნდა იყვნენ ეგ და ჩაკვე.. იმედია შტურმშიც დაასრულებს ტრამვიანობას ჩვენებური დიდი ძალა იქნება სამივე ერთად სასტარტოში....
რონი
06 აგვისტო 2022 18:11
3
ზუსტად წერია,სამივეო
გიორგი კაჭკაჭიშვილს
06 აგვისტო 2022 20:26
0
ალბათ გენტს გულისხმობ შტურმში კიტეიშვილია
გიორგი კაჭკაჭიშვილი
06 აგვისტო 2022 18:47
5
გიორგის ათამაშებას მწვრთნელის ნდობა და მოთმინება უნდა. ვაისი იცნობს მას და იცის მისი ფასი, ამიტომ მოთმინებასაც გამოიჩენს მის მიმართ. სხვა მწვრთნელებს კი იმ წუთში უნდოდათ მისგან შედეგი. თუ ტრამვას აიცილებს ჩაკვე, კვარაზე ნაკლებ სახელს არ დაიგდებს.
ჟორა გაბრიჭიძე
06 აგვისტო 2022 18:07
0
ჩაკვემ თუ დიდი ფეხბურთი ითამაშა, ვაისს ძეგლი უნდა დავუდგათ.
ეეე
06 აგვისტო 2022 16:57
0
თამაშისთვის არ მიყურებია მაგრამ ძალიან გამახარა 'ფანების' კომენტარების წაკითხვამ! ლამის უკვე ყველაფერი წარსულში მეგონა და ამათი წაკითხვა ერთი ყლუპი სუფთა წყალის დალევას ჰგავდა. აბა შენ იცი, გიო, ეგრე გააგრძელე და შენც სულს მოითქვავ და ჩვენც, ქართული ფეხბურთის მოყვარები!
გიორგი
06 აგვისტო 2022 16:44
0
დრო სჭირდება და აუცილებლად დაბრუნდება იმაზე კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე მანამდე იყო. სამწუხაროდ, ვიღაც ვიღაც უმაქნისებმა ნაადრევად ჩამოწერეს გიო
შაკო
06 აგვისტო 2022 15:12
2
ვაისი ძალიან კარგია ადამიანი და კარგი მწვრთნელია. წარმატებები. ვაისი ივო შუშაკს მაგონებს
გიო
06 აგვისტო 2022 15:04
2
ესპანიოლ ბარსელონას გულისხმობენ ? სასაცილოა. ლატვია ყაზახეთს და ანდრორას ბაბუაჩემიც გაუტანს. ესეთი ჩაკვეტაძეები ქვეყანა იყო მერე მოკვდნენ თორე. იგივე ყენია ამაზე მაგარი იყო 3 თავით
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
06 აგვისტო 2022 15:03
96
აი რაც გეკუთვნის შენც ხო კარგად იცი არაა შენც და იმ ორსაც ვისაც შენი ნაბოდვარი მოეწონა.
T.q
07 აგვისტო 2022 02:36
0
ლევან ყენიაზე აუგს რა მათქმევინებს,მართლაც ძალიან მაგარი იყო და დღემდე მივტირი,მაგრამ შენ ისეთი ენა გაქვს,სანამ მათ ახსენებ,ზუმფარის ქაღალდით უნდა გაიხეხო და ქლორით გამოირეცხო.
სოსო
06 აგვისტო 2022 21:34
0
ყველა გამოხმაურება
ჩაკვემ თუ ძველი ფორმა აღიდგინა და წინ წავიდა თბილისში ვაისის ძეგლი უნდა დავდგათ ! ძეგლი თუ არა ღირსების ორდენი უნდა მივცეთ !
zura222
06 აგვისტო 2022 14:47
1
სამწუხაროდ არ მიყურებია ამ თამაშისთვის. ძალიან მახარებს გიოს ასეთი ქება დიდება. მეცნო ძველი ჩაკვეს თამაშით აღფრთოვანება კომენტარებიდან. ეს ნიშნავს გვიბრუნდება ჩაკვე და მალე ისევ ის ჩაკვე იქნება, იმედია პროგრესს გააგრძელებს. წარამტება ჩაკვეს.
G.LA
06 აგვისტო 2022 14:42
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული