"მიყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა" - დუდა სანაძის კომენტარი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ თურქეთთან გამართული მატჩის შემდეგ (88:83) მედიასთან კომენტარი გააკეთა.

სანაძემ კორკმაზთან დაპირისპირირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი არ უნდა მომხარიყო.

"გეტყვით, რომ ამ რეაქციამ ძალიან გამაოცა, მალევე კი ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ის ყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა. ეს ძალიან ცუდი ინციდენტი იყო. ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, თუმცა იმ მომენტში ემოციები დუღდა".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ხვალ, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 26 /
გუშინდელი თამაშის გამო ნაკრები მხოლოდ შექებას იმსახურებს.მაყურებელი კი -განსაკუთრებით!ასეთი შემართება და მოდომება, კიდევ მეტი ოსტატობა და სულ კაი ბიჭები იქნებით.მხოლოდ საქებარნი...
მერაბი
12:57 05-09-2022
2
მოვრჩეთ ფარისევლობას. თურქები, ირანელები,ჩეჩნები,სომხები, აფსუები, ოსები არც მეგობრები არიან და არც ძმები
რეზო
18:04 05-09-2022
20

სიახლეები პოპულარული