გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.
ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება.
ლა ლიგის 6 ტურის შემდეგ "ღამურები" 9 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 2 ოქტომბერს, "ესპანიოლთან" ჩაატარებენ. ხსენებულ მატჩამდე გიორგი საქართველოში ჩამოვიდა და ეროვნულ ნაკრებთან ერთად 23-ში ჩრდილოეთ მაკედონიას, ხოლო 26-ში გიბრალტარს დაუპირისპირდება.