ინტერესს თავდაპირველად მატჩზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობა ამჟღავნებს, პარალელურად კი სოციალურ ქსელებში იგრძნობა. იქნებ ვიღაც ფიქრობს, ყველაფერი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს უკავშირდებაო. როცა შენს ნაკრებს ცუდი შედეგები აქვს და თამაშიც მოწონებას ვერ იმსახურებს, რა თქმა უნდა, ნაკლები მოლოდინებია. კი, ხვიჩა კვ
ჯერ არ დაგვვიწყებია, თითოეული წაგების მერე როგორი შეურაცხყოფამდე
მისული კრიტიკა იყო, თუმცა ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს გულშემატკივრებისაც არ გვესმოდეს - მათ მარცხის ტკივილები ჰქონდათ.
არასრულად შეკრებილი საქართველოს ნაკრების ფოტოებზე ბევრი ღიმილია, მათ შორის, მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლისაც. იტალიაში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილის საქართველოში ჩამოსვლას აეროპორტშივე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა ზურიკო დავითაშვილის გავრცელებული ფოტო, სადაც ის "კვარასა" და გიორგი მამარდაშვილთან ერთადაა. რამდენიმე წლის წინ, ალბათ, რთული წარმოსადგენი იყო, ამდენ ჩვენებურს ელიტარულ ლიგაში ეთამაშა, მხოლოდ ეასპარეზათ კი არა, გამორჩეულები ყოფილიყვნენ.
კლუბის ოფიციალურ გვერდთან საუბრის შემდეგ ნაკრების ერთადერთმა დებიუტანტმა, "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძემ, ამ ფაქტის აღმნიშვნელი სპეციალური საჩუქარი გაავრცელა და ეროვნულ გუნდში სტაბილურად დამკვიდრება ისურვა. იყო დრო, შეიძლება არასწორად, თუმცა ვრცელდებოდა, რომ ნაკრებში საკმარისი მოტივაცია და განწყობა არ იყო, ახლა კი ვხედავთ, ყველა როგორი ბედნიერია...
შეგახსენებთ, 23 სექტემბერს (20:00 სთ) ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ, სამი დღის შემდეგ კი გიბრალტარს (22:45 სთ) ვესტუმრებით. საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და "ერთა ლიგაზე" როგორც ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფთან ახლოსაა.
შეტევაში უკეთესი საქართველო - როგორ ფორმაში ვხვდებით ჩრდ. მაკედონიას?
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო