საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა - კონკურენცია გაზრდილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრები მოახლოვდა. პარასკევს, 23 სექტემბერს (20:00 სთ), ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ და როგორც "ერთა ლიგაზე" დაწინაურების, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლის საკითხის მოგვარება აქვე შეგვიძლია. ამაზე საუბარი არ გვსურს, მაგრამ "ჯვაროსნებს" მიზნის მიღწევა ნებისმიერი შედეგის შემთხვევაშიც ხელეწიფება, რადგან ურთიერთშეხვედრებში უახლოეს მეტოქესთან მნიშვნელოვნად ვართ დაწინაურებული - სტუმრად სოლიდურად (3:0) დავამარცხეთ, რაც თანაბარი ქულების დაგროვებისას უპირატესობას გვაძლევს. მოგეხსენებათ, უკანასკნელ ტურში გიბრალტარს ვსტუმრობთ. პლეი-ოფში რაც შეიძლება მაღალი ქულით უნდა გავიდეთ, რათა ნახევარფინალი თბილისში შედგეს.

ვილი სანიოლის გუნდმა წინა საშინაო მატჩში გოლის
გატანა ვერ მოახერხა (ბულგარეთთან 0:0). იმ შეხვედრების ფონზე, რაც თუნდაც ბულგარელებთან სტუმრად (5:2) გავმართეთ, ეს თითქოს ლოგიკური არ იყო, თუმცა საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდა გუნდად, რომელიც ძალიან სწრაფად უტევს, სივრცეებს იყენებს და კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოა, ხოლო როცა მოწინააღმდეგემ კარის დაცვას უფრო დიდი ძალა დაახარჯა, გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ.

ფრანგ მთავარ მწვრთნელს ხსენებულ შეხვედრაში გამოტანილი დასკვნები ახლა ძალიან უნდა გამოადგეს, თანაც ჩრდილომაკედონიელები შეტევაზე მეტად იფიქრებენ. სტუმართა მთავარი თავსატეხი ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზებაა, 'ნაპოლის" გარემარბზე ყურადღების გადატანა კი სივრცეებს სხვა ქართველ ფეხბურთელებს გაუხსნის, რასაც გამოყენება სჭირდება.

ჩვენი შემადგენლობის პროგნოზირება ახლა საკმაოდ რთულია. რამდენიმე პოზიციის გარდა, გუნდში სერიოზული კონკურენციაა, თუმცა ვეცდებით, მასზე მაქსიმალურად ობიექტურად ვიმსჯელოთ და სასტარტო თერთმეტეული გამოვკვეთოთ.

Sportall.Ge

მეკარე

ივნისში ჩატარებული 4 შეხვედრიდან გიორგი მამარდაშვილმა მონაწილეობა მხოლოდ ერთში მიიღო, პირველი კიპერი კი კვლავ გიორგი ლორია იყო. ძალიან ლოგიკური იქნება, თუკი დარჩენილ ორ მატჩში კვლავ მათ როტაციას ვნახავთ.

"ვალენსიას" კარგ ფორმაში მყოფმა მეკარემ სწორედ ჩრდ. მაკედონიასთან ითამაშა. ისე მოხდა, რომ "მამარდას" ბოლომდე სავსე "დინამო არენის" გამოცდა ჯერ არ ჩაუბარებია, რისი საშუალებაც შესაძლოა, სანიოლმა სწორედ ახლა მისცეს, გიბრალტარში კი ლორია ითამაშებს. ერთმნიშვნელოვნად რამის თქმა რთული იქნება.

ცენტრალური მცველები

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაპიტანი გურამ კაშია და "კოპენჰაგენის" უკანახაზელი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად იქნებიან. ამაზე როგორც მათი სათამაშო კონდიციები, ასევე მთავარი მწვრთნელის დამოკიდებულება და განვლილი შეხვედრები მიგვანიშნებს. გურამი სამი მცველიდან შუაში იქნება, დათა კი, წესითა და რიგით, მარცხნივ უნდა დადგეს. ვინ იქნება მესამე?

მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ყველაზე რეალური საბა კვირკველიას თამაშია. ბოლო მატჩებში ნაკლებად, თუმცა აქ ოთარ კაკაბაძეც თამაშობდა. თუკი ის ფლანგს არ დაუბრუნდება, მისი ამ პოზიციაზე განხილვა კვლავაც შეგვიძლია.

არის კიდევ ერთი ვარიანტი - ხოჭოლავამ მარჯვნიდან ითამაშოს და ამ შემთხვევაში, სასტარტოში "კრემონეზეს" მცველი ლუკა ლოჩოშვილი ვიხილოთ.

ფლანგები

მარჯვენა ფლანგზე ბევრი ფიქრი არ გვჭირდება. ზემოთ კაკაბაძეზე დავწერეთ. თუკი ოთარი ცენტრში ითამაშებს, მაშინ მარჯვნივ სიტუაციის კონტროლი საბა ლობჟანიძეს დაევალება. ის მიმდინარე სეზონში ნაკლებად შედეგიანია, თუმცა საქართველოს ნაკრებში ძალიან დიდ სამუშაოს ატარებს, სწრაფი და ენერგიულია.

Sportall.Ge

რაც შეეხება მარცხენა ფრთას, აქამდეც დავწერეთ, რომ წმინდა საკლუბო პრაქტიკით, ამის შანსი გურამ გიობელიძეს აქვს, თუმცა, გუნდში მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, მწვრთნელს ამ პოზიციაზე გიორგი წიტაიშვილი ძალიან მოსწონს. "ლეხის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგზე თავისუფალ სივრცეებს ნაყოფიერად იყენებს და ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე სწრაფად გადააქვს.

თუკი სადმე როტაციაზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ მარცხნივაა. დიდი შანსია, ირაკლი აზაროვი უფრო გიბრალტარში ვნახოთ.

ნახევარმცველები

საქართველოს ნაკრების საყრდენ ზონაში დიდი კონკურენცია და არჩევანი არაა. ნიკა კვეკვესკირი აუცილებლად სასტარტოში იქნება და ის ჩვენი შეტევების მიმართულებისა და ტემპის მთავარი განმსაზღვრელი იქნება.

Sportall.Ge

როცა ნიკა ძირითადშია, მის გვერდით თბილისის "დინამოელ" ანზორ მექვაბიშვილზე მეტად, გიორგი აბურჯანიას ველით. "აბუ" კლუბში ბევრს არ თამაშობს, თუმცა ზაფხულის სანაკრებო შეხვედრებში კარგად გამოიყურებოდა - პრესინგზე გაცილებით აქტიურად თამაშობდა და კვარაცხელიაზე მეტოქის ფეხბურთელების "შემოხვევით" მშვენივრად სარგებლობდა, რამდენჯერმე დასარტყმელი პოზიციაზე აღმოჩნდა.

გიორგი ჩაკვეტაძე უკვე ნამდვილად მზადაა, სრული შეხვედრა ითამაშოს, თუმცა ამ ტაქტიკურ სქემაში მისი ადგილის პოვნა მაინც რთულია. წინა სამეულზე მეტად, იქნებ სანიოლი მის თამაშს ცენტრში განიხილავდეს და გარკვეულ ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართოს. უფრო ლოგიკური იქნება, თუკი "ჩაკვეს" მეორე ტაიმში ვიხილავთ.

შემტევები

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი, უალტერნატივოდ, ძირითადში იქნებიან. "კვარა" გუნდის აღიარებული ლიდერია და მის მნიშვნელობაზე ბევრი საუბარი საჭირო არცაა. ვნახოთ, ჩრდილომაკედონიელები მის წინააღმდეგ რას მოიფიქრებენ. ერთ-ერთი ვარიანტი იქნებ "ნაპოლიში" მისი თანაგუნდელის, ელიფ ელმასის დაცვით ოპერაციებში მეტი ჩართვა იყოს, თუმცა ეს მათ შემტევ პოტენციალს სერიოზულად დააზარალებს.

ზურიკო კი ძალიან პროდუქტიული ფეხბურთელია, ნახევარდაცვაში დაუზარებელია და ბევრს მუშაობს, შეტევაში კი ბევრი ხიფათის შექმნა და ულამაზესი გოლების გატანა შეუძლია. ვაკო ყაზაიშვილსაც მეორე 45 წუთში ვვარაუდობთ.

რაც შეეხება ცენტრფორვარდს - ბოლო მატჩებს თუ ავიღებთ, გიორგი მიქაუტაძე ბუდუ ზივზივაძეზე კარგ ფორმაშია, თუმცა ივნისის სანაკრებო შეხვედრებში ბუდუ მაინც უფრო პროდუქტიული იყო. ნაკლებად გვგონია, ამ საკითხზე სანიოლს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდეს, ყველაფერი ბოლო ვარჯიშებზე უნდა გადაწყდეს.

altსაოცარი განწყობა საქართველოს ნაკრებსა და გულშემატკივრებში [PHOTOS]

altშეტევაში უკეთესი საქართველო - როგორ ფორმაში ვხვდებით ჩრდ. მაკედონიას?

altჩრდილოეთი მაკედონია თბილისში დანაკლისით და გამარჯვების იმედით ჩამოდის

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვენაცვალე ყველა ქართველ ფეხბურთელს, მაგრამ მერწმუნეთ! ჩაკვეს ფორმაში ყოფნა, უდიდესი ძალაა. ყველას ერთნაირად გაგიმარჯოთ ბიჭებო.
გულშემატკივარი
10:43 22-09-2022
1
Me vuyure hataisporis or tamashs bolo kvireebshi da Kommentatori sul lobjanidze-lobjanidzes yviris.hataispotis chasvra sabas brali ar Aris,sxvebi ver uwyoben
Levani
04:28 22-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული