ქართველებს ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ და ზეიმს აპირებენ - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის დაპირისპირებამდე ერთი დღე დარჩა. "ერთა ლიგის" შეხვედრაზე, რომელიც პარასკევს, 23 სექტემბერს (20:00 სთ), შედგება, უცხოური მედია წერს.

101 Great Goals:

"მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის სექტემბრამდე ერთმანეთს არ დაპირისპირებიან, საქართველო და ჩრდ. მაკედონია ნაცნობი მეტოქეები მალე გახდნენ - 65 დღეში 3-ჯერ ითამაშეს. მათი ყველაზე ცნობილი მატჩი "ერთა ლიგის" ფინალი იყო, სადაც "წითელმა ფოცხვერებმა" ევროპის ჩემპიონატზე გასვლა პირველად გაინაღდა, ქართველებს კი მტკივნეული მარცხი აგემა.

Sportall.Ge

ამჟამად გუნდს ვილი სანიოლი წვრთნის, რომელმაც ერთგვარი რევანში აიღო და ჯგუფური ეტაპის პირველ
წრეში ჩრდილომაკედონიაში (3:0) გაიმარჯვა. ახლა ქართველებს ხელს ფრეც აძლევთ, ხოლო თუ მათ მეტოქეს ევროპირველობაზე გასვლა კვლავ სურს, გამარჯვებაზე უნდა იფიქროს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდ. მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და მუნდიალის გზაზე იტალიის ნაკრებიც კი დაამარცხა, როგორც ჩანს, ისინი "ერთა ლიგის" C დივიზიონში დარჩებიან, რადგან 54-ათასიან, ბოლომდე გადაჭედილ "დინამო არენაზე" მასპინძლები B ლიგაში დაწინაურების ზეიმს აპირებენ."

Sportall.Ge

The Stats Zone:

"ჩრდ. მაკედონია შემტევი და აქტიური გუნდია, თუმცა ქართველებს ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ. შესაბამისად, ისინი ფავორიტები არიან და გაიმარჯვებენ; გოლს კი, ალბათ, ორივე გუნდი გაიტანს."

Sport in Gpedia:

Sportall.Ge

"საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 ივნისს, ბულგარეთთან საშინაო შეხვედრაში, მოსაწყენი ფრე (0:0) ითამაშა, თუმცა მათ ბოლო დროს კარგი შედეგები აქვთ - 3 საშინაო გამარჯვება (შვედეთი, უზბეკეთი, გიბრალტარი), 4 გასვლითი ტრიუმფი (კოსოვო, ბოსნია, ბულგარეთი, ჩრდ. მაკედონია) და 2 ფრე (ალბანეთი, ბულგარეთი). სანიოლის გუნდმა კარი მშრალად 7-ჯერ შეინარჩუნა, ორში კი თავადაც ვერ გაიტანა."

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა - კონკურენცია გაზრდილია

altსაოცარი განწყობა საქართველოს ნაკრებსა და გულშემატკივრებში [PHOTOS]

altშეტევაში უკეთესი საქართველო - როგორ ფორმაში ვხვდებით ჩრდ. მაკედონიას?

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბურთების შეფარდება ვისაც უკეთესი ექნება ის თამაშობს სახლში ნახევარფინალს??
kosta
10:21 23-09-2022
0
ძალიან კარგი შემადგენლობა გვყვავს, კარგი მწვრთნელის მეთაურობით,დიდი წარმატებების იმედი მაქვს, ცოტატა გამართლებაც თუ იქნება და ყველაფერი კარგად იქნება
მიხო
17:50 22-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული