მაკედონიელთა გამოთვლები - სასწაულის იმედი თითქმის არ აქვთ, მაგრამ მე-2 ადგილით გასვლის შანსზე ფიქრობენ...

AutoSharing Option
gol.mk საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ხვალინდელ მატჩს სტატიას უძღვნის, სადაც ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობაზეა საუბარი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, არის მათემატიკური შანსი იმისა, რომ მათმა ეროვნულმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელია და ამის იმედი ნაკლებად აქვთ.

როგორც ადგილობრივი ჟურნალისტი წერს, მათი გუნდი ბოლო ორ შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯოს და თავის შანსს დაელოდოს - და რა არის ეს შანსი?

იმ შემთხვევაში, თუ ერთა ლიგის A და B ჯგუფების გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირი გზით მოიპოვებენ, ამ შემთხვევაში გზა მეორეადგილოსნებსაც გაეხსნებათ,
ეს კი მაკედონიელთა შანსი იქნება...

gol.mk წერს, რომ ხვალ რთული მატჩი ელით, მაგრამ ეს შეხვედრა და შემდეგ კვირაში ბულგარეთთან გასამართი დაპირისპირება ერთგვარად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ ციკლად უნდა განიხილონ...

ასეთივე შეხვედრები ექნებათ ოქტომბერში საუდის არაბეთთან, ნოემბერში კი აზერბაიჯანთან და ფინეთთან...

სტატიაში ნათქვამია, რომ ნაკრებში უმნიშვნელო თამაში არ არსებობს და აუცილებელია, რომ ხვალიდან პოზიტიური სერია დაიწყონ...

altსაქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე მკაცრი მსაჯი მოავლინეს

alt"მთავარი გუნდის წარმატებაა, შემდეგაა ინდივიდუალური" - ხვიჩა კვარაცხელია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ისე რა ამის პასუხია და ესენი თუ ახერხებენ სპარინგებს ოქტომბერ ნოემბერში ჩვენ რატო ვერ ვახერხებთ გვაწყენს?
ttt
22 სექტემბერი 2022 14:26
0
წინ საქართველო! ჯალმა სანტოსი როდესაც მოატყუა მესხმა და პელე შეახტა ჩვენებურს ზურგზე, ყოჩაღ შენო და ფინტების მეფედ აღიარა ბრაზილიურმა პუბლიკამ გარინჩას ეპოქაში! მოკლეთ, აღმოსავლეთ ევროპის ყველა ნაკრები უნდა დავაჩოქოთ, რადგან ჩვენ ისეთივე დიდებული წარსული გვექნებოდა, ნაკრები რომ გვყოლოდა, როგორც გერმანიას, იტალიას, ბრაზილიას... ბაიას მოუგო დინამომ და შემდეგ, როდესაც ევროპის ჩემპიონი მესხი არ წაიყვანეს მსოფლიოზე, ურუგვაის ნასიონალს ჩაუტარა კლასი და როდესაც ხელში აყვანილი სტადიონი შემოატარეს, ნასიონალის მწვრთნელმა იკითხა, რა ხდებაო? – ფეხბურთს ანებებსო თავს, რომ უთხრეს. მერედა ვინ რჩებიან ფეხბურთის სათამაშოდ, ესენი? მესხი ისევე, როგორც კვარა მარცხენა გარემარბია და ერთხელ უთქვამს ჟურნალისტს და კომენტატორს, ქლიბაძეს, ნეტა ისე არ მოვკვდე, რომ ვერ ვიხილო მესხისნაირი ფეხბურთელიო და მე ვფიქრობ, რომ, ვინაიდან მარადონაზე ძლიერი სტარტი ჰქონდა ნაპოლიში, კიდევ მოუმატებს! წარმატებები მას და მთელს საქართველოს!
ლაშა
22 სექტემბერი 2022 19:47
0
ჩვენ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი და მოვიგებთ, მარტივია! თუ ვერ ვითამაშეთ, როგორც ფინალური მატჩისას - ვერ მოვიგებთ! რა არის გაუგებარი? შვედეთთან ვითამაშეთ? - მოვიგეთ! ჩვენ, როგორც საფეხბურთო ქვეყანა, მესხის, მეტრეველის და ბარქაიას და მრავალი სხვა ბრწყინვალე ბეხბურთელის სამშობლო, აღმოსავლეთ ევროპის ყველა გუნდს უნდა ვუგებდეთ! ძველი დინამოს ეპოქას უნდა დავეწიოთ, როდესაც ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ კლუბებთან ვთამაშობდით ტოლ-სწორად. სად იყო მაშინ დიდი სოფელი თურქეთი და საბერძნეთი? რომელიც სამარცხვინო იყო ჯერ კიდევ 90-იან წლებში...
ლაშა
22 სექტემბერი 2022 15:21
2
ააბაა კაცოო ბარქაიას ჯორბენაძის ბაზაზაშვილის ძიაპშიპას და სხვა მსოფლიოს დონის სუპერვარსკვლავების ქვეყანა ვართ და მსოფლიოს ცემპიონები როგორ ვერ გავხდით აქამდე ??????
zura222
22 სექტემბერი 2022 16:19
12
ისე ნოენბერში ხომ უნდა გვქონდეს ორი ამხანაგური სანამ მსოფლიო დაიწყება?
ლევანი.
22 სექტემბერი 2022 15:20
0
მეორე ადგილოსანს რანაირად აქვს შანსები ??
zura222
22 სექტემბერი 2022 16:21
4
ერთა ლიგის თავიანთი ჯგუფის რომელიმე პირველადგილოსანი (სავარაუდოდ: თურქეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი ან საქართველო) თუ გავიდა ევროპის პირველობაზე პირდაპირი შესარჩევი ტურნირიდან, მაშინ მის ადგილს ერთა ლიგის ფლეიოფებში დაიკავებს საუკეთესო (დაგროვილი ქალების მიხედვით) მეორეადგილოსანი.
ზუსტად ამის იმედი აქვს მაკედონიის ნაკრებს.
კოტე
22 სექტემბერი 2022 19:35
0
ერთა ლიგის თავიანთი ჯგუფის რომელიმე პირველადგილოსანი (სავარაუდოდ: თურქეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი ან საქართველო) თუ გავიდა ევროპის პირველობაზე პირდაპირი შესარჩევი ტურნირიდან, მაშინ მის ადგილს ერთა ლიგის ფლეიოფებში დაიკავებს საუკეთესო (დაგროვილი ქალების მიხედვით) მეორეადგილოსანი.
ზუსტად ამის იმედი აქვს მაკედონიის ნაკრებს.
კოტე
22 სექტემბერი 2022 20:42
0
ყველა გამოხმაურება
აუცილებელი იყო ამხანაგური თამაში...
22 სექტემბერი 2022 15:24
1
მთავარია ტოტალიზატორი რას მოითხოვს, ინგლისის და მანგლისის ტოტალიზატორი, თვარა უეჭველი მოვუგებთო მაგი გრამაფონშია სიმონ!
კ ო მ ბ ლ ე
22 სექტემბერი 2022 16:09
15
Noembershi msoflios monawileebtan 2 matchi mainc sul tavisuflad sheidzleba gaxerxdes ra problemaa kvela qveknis chempionati shecherebuli iqneba mag droistvis...
Givi
22 სექტემბერი 2022 15:25
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული